სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უცხოპლანეტელები თუ უბრალოდ ოპტიკური ილუზია?! (ვიდეო)

გუშინ ღამით თბილისის ცაზე გამოჩენილმა მანათობელმა ბურთმა დიდი მითქმამოთქმა გამოიწვია. ზოგი ამბობს ისე კაშკაშებდა თვალის მოწყვეტა გაგვიჭირდაო, ზოგი თვლის, რომ უცხოპლანეტელები მართლაც არსებობენ და ეს მართლაც მფრინავი თეფში იყო, რომელიც მომენტალურად გამოჩნდა და რამდენიმე წამში ისევ მიიმალა.

ყოველ შემთხვევაში სენსაციად ნამდვილად არ ჩაითვლება, მაგრამ რაღაც საინტერესო არის. თუ რა იყო გუშინ თბილისს ცის „აკიაფების“ მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მიუხედავად ამისა, ზემოთ ნათქვამ აზრებთან ერთად, თბილისის მცხოვრებლების გარკვეულ ნაწილს ჯერკიდევ შემორჩენია ლოგიკურად აზროვნების უნარი. ბევრი თვლის, რომ ეს რაღაც ატმოსფერული მოვლენა ან ოპტიკური ილუზია იყო.

რიგი ადამიანებიაა დააინტერესა იმ ფაქტმა, რომ მანათობელი ბურთი ფორმებს იცვლიდა და თითქოს დიდი სისწრაფით ბრუნავდა. მანათობელი კუდი კი რომელიც ბრუნვის დროს მას თან დაჰყვებოდა მართლაც შთამბეჭდავ სანახაობას ქმნიდა.

რა თქმა უნდა მსოფლიო საზოგადოება ვერ მიდის ერთ კონკრეტულ დასკვნამდე უცხოპლანეტელების არსებობა-არარსებობსათან დაკავშირებით, მაგრამ გუშუნდელი სანახაობა საკმარისი იყო იმისთის, რომ თბილისელების უმრავლესობას უცხოპლანეტელების არსებობასთან დაკავშირებული თეორია ერთხმად დაემტკიცებინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100