სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს ვერიკო ანჯაფარიძეს 110 წელი შეუსრულდებოდა

კოტე მარჯანიშვილი მას იმ მუსიკის მელოდიას ადარებდა, რომელსაც რაც უფრო ხშირად უსმენ, მით უფრო გეძალება მოსმენის სურვილი. მასვე უძღვნიდნენ ლექსებს და ეტრფოდნენ არა მხოლოდ საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ადამიანები, არამედ მთელი საქართველო. ლადო ასათიანმა სწორედ მას უძღვნა ეს სტრიქონები:
ფგდგკდფლ;გკლ;დფ
,,მიხარის, როცა სცენაზე გიმზერ,
ანათებ, როგორც ზღაპრული დალი
და როგორც ნისლი უფსკრულის პირზე
ირხევა შენი ლამაზი ტანი...”
ფგდგკდფლ;გკლ;დფ
სცენაზე კი ლადო ასათიანი ანჯაფარიძის ქალს უმზერდა. ვერიკო ანჯაფარიძე დიდხანს იყო ქართველი პოეტების შთაგონების წყარო. მათ შორის გახლდათ მისი პირველი მეუღლე, პოეტი შალვა ამირეჯიბი, რომელმაც ქართული სცენის დედოფალს მრავალი ლექსი მიუძღვნა. ზოგიერთი მათგანი შევიდა 1920წელს გამოსულ ლირიკული ლექსების პატარა კრებულში ,,მინანქრები”.
ფგდგკდფლ;გკლ;დფ
ვერიკო ანჯაფარიძე დაიბადა ქ. ქუთაისში 1900 წლის 6 ოქტომბერს. ბაბუა გრიგოლ ანჯაფარიძე იყო ცნობილი იურისტი, ხოლო მამა კი ნოტარიუსი.
ფგდგკდფლ;გკლ;დფ
ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ვერიკო სწავლობდა მოსკოვში აიდაროვისა (1916-1917წ.) და თბილისში ჯაბადარის დრამატულ სტუდიებში. 1920-1926წ.წ._ში იყო თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის, 1926-1028წ.წ._ში ბათუმის თეატრისა და თბილისის ,,მუშათა თეატრის,” 1928-1932წ.წ._ში ქუთაისი_ბათუმის აკადემიური დრამის მსახიობი, (ხელმძღვანელი –კოტე მარჯანიშვილი). 1932-1933წ.წ._ში მუშაობდა მოსკოვის ,,რეალისტურ თეატრში”, სადაც მაქსიმ გორკის ,,დედა”_ში შეასრულა სოფიას როლი. 1933 წელს დაბრუნდა თბილისში და მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას. 1957–1959წ.წ.–ში იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
ფგდგკდფლ;გკლ;დფ
ძირითადად, ტრაგიკულ–დრამატული პლანის მსახიობი იყო. მისი სცენური ცხოვრება რეალურისგან დიდად არ განსხვავდებოდა. შალვა ამირეჯიბთან განშორებამ და პატარა შვილის დაღუპვამ მის პიროვნებას დიდი დაღი დაასვა. ყველაზე უკეთ, ალბათ, ეს ტკივილი მან გადმოსცა ფილმში ,,ოთარაანთ ქვრივი”.
ფგდგკდფლ;გკლ;დფ
ვერიკოსათვის დამახასიათებელი იყო საოცარი სცენური მომხიბვლელობა, გულწრფელობა, მეტყველების მელოდიურობა, პროფესიონალიზმი, ღრმა ინტელექტი, ვირტუოზული ტექნიკა.
ფგდგკდფლ;გკლ;დფ
ანჯაფარიძის სახელთან არის დაკავშირებული კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მრავალი დადგმა. მან თეატრში მუშობის 60 წლის მანძილზე უამრავი სცენური სახე შექმნა, მათ შორის: დეზდემონა (უ. შექსპირის ,,ოტელო”), ლიზი (ნ. შიუკაშვილის ,,სულელი”), ოფელია (უ. შექსპირის ,,ჰამლეტი" (პიესა)), ივდითი (კ. გუცკოვის ,,ურიელ აკოსტა”) მარგარიტა (ა. დიუმას ,,მარგარიტა გოტიე”), გინატრე (შ. დადიანის ,,ნინოშვილის გურია”), ლარისა (ა. ოსტროვსკის ,,უმზვითო”), ჯავარა (ვ.ფშაველას ,,მოკვეთილი”), დარეჯანი (ი.მოსაშვილის ,,მისი ვარსკვლავი” სსრკ. სახელმწიფო პრემია 1952წ.), ზეინაბი (ა.სუმბათაშვილის ,,ღალატი”), ლედი მაკბეთი (უ.შექსპირის ,,მაკბეთი”) და მრავალი სხვა.
ფგდგკდფლ;გკლ;დფ
იგი იყო არა მხოლოდ თეატრისა და კინოს მსახიობი, არამედ რეჟისორიც. კოტე მარჯანიშვილის თეატრში მან დადგა სპექტაკლები: ვ. ვროკის ,,ინჟინერი სარგიევი”, ა. კასონას ,,ხეები ზეზეურად კვდებიან”, ა. აღლაძის ,, მღელვარე დღეები”. ვერიკო თეატრალურ ინსტიტუტსა და დრამატულ სტუდიებში პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იყო აქტიური საზოგადო მოღვაწე. 1980 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ.
ფგდგკდფლ;გკლ;დფ
ამბობდნენ, თუ ვერიკოს არ უნდოდა ნებისმიერ მსახიობს მოახსნევინებდა სპექტაკლიდანო, ან კიდევ, ვერიკოს რომ აწყენინებდა, რაც არ უნდა დიდი მსახიობი ყოფილიყო თეატრს დაატოვებინებდნენო. იგი დინების საწინააღმდეგოდ მიდიოდაო.
ფგდგკდფლ;გკლ;დფ
1925 წლიდან ანჯაფარიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ და საბჭოთა კინოს განვითარებაში. შექმნა უამრავი ეკრანული სახე: მარო - ფილმში ,,საბა” (1929წ.), ლუიზა - ,,კომუნარის ჩიბუხი” (1929წ.), კნეინა -ბარათაშვილისა ,,არსენა” (1937წ.), რუსუდანი - ,,გიორგი სააკაძე” (მიიღო სსრკ. სახელმწიფო პრემია 1943წ. 1946წ.), ჰანსის დედა - ,,ბერლინის დაცემა”( 1949წ.), ნინო ,,ბედნიერი შეხვედრა” (1949წ.), დაფინა - ,,სკანდერბეგი” (1956წ.), ოთარაანთ ქვრივი - ,,ოთარაანთ ქვრივი” (1958წ.), კნეინა - ,,რაც გინახავს ვეღარ ნახავ” (1965წ.), პელაგია - ,,შეხვედრა წარსულთან” (1966წ.), მგზავრი - ,,მონანიება” (1984წ.) და მრავალი სხვა.
ფგდგკდფლ;გკლ;დფ
ვერიკო ანჯაფარიძე მხატვრული კითხვის ოსტატი იყო. მის შემოქმედებას დიდ შეფასებას აძლევდნენ ცნობილი საზოგადო და ხელოვნების მოღვაწენი: ,,მისი თამაშის სილამაზე განსაცვიფრებელია, ეს თამაში არაჩვეულებრივად რეალისტურია და ამავე დროს ამაღლებული”– ელეფთერ ანდრონიკაშვილი;
,,ვერიკოს თვალები, მისის სულის სარკეა, ეს თვალები მის უდიდეს ნიჭს ასხივებს”– ელენე ახვლედიანი.
ფგდგკდფლ;გკლ;დფ
ვერიკოს ცხოვრება ისეთივე ტრაგიკული იყო, როგორიც მისი ნათამაშები როლები. იგი დაშორდა ქმარს, რომელიც ძალიან უყვარდა და რომელსაც პატივს სცემდა. მათი სიყვარულის ისტორია ჭაბუა ამირეჯიბმა აღწერა რომანში ,,გორა მბორგალი”, შალვა ამირეჯიბი ჭაბუას ბიძა გახლდათ.
მაგრამ ცხოვრება ვერიკოს კიდევ ერთ მგზნებარი სიყვარულს ჰპირდებოდა, ამჯერად მიხეილ ჭიაურელი იყო მისით აღფრთოვანებული, იგი იხსენებდა:
ვფდფგვბდფგვდფჯ
,,ვიღაცამ დაიძახა, – აგერ, მგონი ვერიკო მოდისო. რამ ამაღელვა მაშინ ვერ ავხსენი... მე თვითონ გაკვირვებული ვარ... ალბათ, არსებობს რაღაც აუხსენლი წინასწარი გრძნობა, რომლის დაძლევა ძნელი ხდება. ვცდილობდი ოდნავადაც არ შემმჩნეოდა მღელვარება. შეუმჩნევლად გადავიხედე და... მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯით.
ვფდფგვბდფგვდფჯ
ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა... არაჩვეულებრივი მაღალი ყელი, ვერ გაიგებდი ვის უყურებდა. ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა. ყველას მოგვესალმა და მომეჩვენა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მე შემომხედა. მე მას პირველად ვხედავდი... და ვხედავდი მხოლოდ მას!”
ვფდფგვბდფგვდფჯ
მიხეილ ჭიაურელის სიყვარული უპასუხოდ არ დარჩენილა და მალევე შექმნეს ოჯახი. ვერიკოს ტრაგიკული ცხოვრება შეიცვალა და ოჯახურმა სითბომ ჩაანაცვლა. ამის მიუხედავად, როცა ის თავის თავთან მარტო რჩებოდა იყო საოცრად ტრაგიკული და ჩაფიქრებული.
ვფდფგვბდფგვდფჯ
მსახიობი 1987 წლის 30 იანვარს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100