სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კუბის ხელისუფალი ჰომოსექსუალიზმს მიემხრობა!

კუბური რევოლუციის ბელადის, ლეგენდარული ფიდელის ძმა, დღევანდელი ხელისუფლების სათავეში მყოფი რაულ კასტრო მხარს დაუჭერს ჰომოსექსუალისტებს.

რაულ კასტროს ქალიშვილმა მარიელამ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მამამისი მზად არის გამოვიდეს „LGBT“ (ლესბოსელთა, გეების, ბისექსუალთა და ტრანსგენდერების) მოძრაობის მხარდამჭერად კუბაში და მიიღოს ახალი კანონი, რომელიც შეუძლებელს გახდის დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის მიხედვით.

მარიელა კასტრომ, რომელსაც სექსოლოგის დიპლომი აქვს, მადლობა გადაუხადა აშშ-ის ლიდერს, ბარაკ ობამას ერთსქესიანი ქორწინების მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ მისი, როგორც პრეზიდენტის, გავლენა მსოფლიოში ხელს შეუწყობს ალტერნატიული სექსუალობის გამოვლინების მიმართ ტოლერანტულ დამოკიდებულებას. სახელმწიფოს მეთაურის ქალიშვილი სიტყვით გამოვიდა ჰავანაში მანიფესტაციაზე, სადაც თავი მოიყარა 400-მდე ლესბოსელმა, ჰომოსექსუალისტმა, ბისექსუალმა და ტრანსგენდერმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100