სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მაგთი" ცალკე აბონენტებს ტანჯავს, ცალკე თანამშრომლებს?

კომუნიკაციების მარეგურილებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, აგვისტო-სექტემრისთვის მობილურ ოპერატორებზე საუბრის ღირებულება უნდა შემცირებულიყო. ქართველი მომხმარებელი უკვე დიდი ხანია ამ მოლოდინით ცხოვრობს, თუმცა რეალური ცვლილებები ჯერ-ჯერობით არ ჩანს და როგორც გარკვეული წყაროები იუწყებიან უახლოეს მომავალში მობილურზე საუბრის ტარიფები არც დაიწევს.
დგდფგდფჰგჰფდ
საქართველოს კავშირგაბმულობის ბაზარზე სამი მსხვილი კომპანია მოღვაწეობს: მაგთიკომი, ჯეოსელი და ბილაინი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია და ეკონომიკური მდგომარეობა არც ისე სახარბიელო აქვს, მობილური კომპანიების ბიზნესზე ეს მაინც არ აისახება. ქართველი მომხმარებელი არც ევროპის მასშტაბით მობილურ ოპერატორზე საუბრის ყველაზე მაღალ გადასახადს უშინდება, მოსახლეობა მას მაინც იხდის და აბონენტების ნაკლებობას არც ერთი კომპანია განიცდის. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, მობილური კავშირის ერთი ოპერატორის აბონენტის მეორეში ჩართვის საფასური 14,8 თეთრიდან, რასაც, ცხადია, მომხმარებელს ახდევინებენ, 6,8 თეთრამდე შემცირდა. თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ გადაწყვეტილებად დარჩა და მას რეალური შედეგი არ მოჰყოლია.
დგდფგდფჰგჰფდ
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მხოლოდ იმაზე არ ფიქრობს როგორ დაწიოს ფასები, არამედ იმაზეც როგორ შეინარჩუნოს საკუთარი კეთილდღეობა და სწორედ ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში გადასახადებსაც ზრდის. მობილური კავშირის ოპერატორებს საუბრის ყოველ წუთზე 10-პროცენტიანი სააქციზო გადასახადი დაუწესდათ, რის დახადაც, რა თქმა უნდა , მომხმარებელს მოუწევს და ეს თანხაც საუბრის ღირებულებაზე აისახება. ამასთან ერთად მობილური ოპერატორები კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მოგების 0,75 პროცენტს გადაურიცხავენ. განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ კომპანია "მაგთის" მძიმე მდგომარეობაზე. სიახლეს არ წამოადგენს ისიც რომ მან პირველობა ჯეოსელს დაუთმო.
დგდფგდფჰგჰფდ
გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მაგთი 79 ათასი აბონენტის გარეშე დარჩა, კომპანიის თანამშრომლები ასევე ჩივიან მასიური დათხოვნების და ხელფასების შემცირების გამო.
დგდფგდფჰგჰფდ
ასეთ პირობებში ტარიფების დაწევას მართლაც არ უნდა ველოდეთ. იქამდე კი მოლოდინით დაღლილი მომხმარებლების დაშოშმინებას კომპანიები დროებითი სატყუარით ცდილობენ და მათ გარკვეულ ფასდაკლებებსა და აქციებს სთავაზობენ. ამ ხერხს პირველმა სწორედ მაგთიმ მიმართა. 23 აგვისტოდანს შიდა ზარებზე საუბრის ღირებულება 5 თეთრია, სხვა მობილურ ოპერატორებზე კი 18 თეთრი. ეს ტარიფი მუდმივი არაა და აქციის დასრულების შემდეგ ანგარიშწორება ძველ მეთოდს დაუბრუნდება.
დგდფგდფჰგჰფდ
გარკვეულ ფასდაკლებებს სთავაზობს მომხმარებლებს ჯეოსელიც სხვადასხვა პაკეტის ჩართვის შემთხვევაში, მაგრამ ეს შეთავაზებები ძირითადად შიდა ზარებზე ვრცელდება.
კომპანია "ბილაინი" ამ ეტაპზე საზოგადოებაში ისეა ცნობილი, როგორც ყველაზე "იაფი", თუმცა გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მისი დაფარვის ზონაა არაა სრული და ამ მხრივ მას გარკვეული პრობლემები აქვს, განსაკუთრებით რეგიონებში. "ბილაინის" მომხმარებლები ნებისმიერი ოპერატორის აბონენტებთან დღეში ორწუთიანი ლაპარაკის შემდეგ, ყოველ მომდევნო წუთში მხოლოდ 9 თეთრად ლაპარაკობენ. როდემდე გაგრძელდება ეს აქციები უცნობია, სამწუხაროდ არ ისაა ცნობილი ოდესმე დაიწევს თუ არა მობილურზე საუბრის ღირებულება საქართველოში. როგორც კომპანიებში აცხადებენ, ისინი ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ და უახლოეს მომავალში მოსახლეობას შეღავათიან ტარიფს შესთავაზებენ, თუმცა დროის რა შუალედს მოიცავს ეს უახლოესი მომავალი ჩვენ ვერ დავადგინეთ.
დსფსდფსდფ
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100