სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

08:40 სთ-ზე საქართველოში ექვსბალიანი მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი - დედოფლისწყარო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები 08:40 სთ-ზე დაიწყო და დაახლოებით 15 წამს გრძელდებოდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან 22 კმ-ს დაშორებით მდებარეობდა და მისმა სიმძლავრემ 5.8 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები მკვეთრად იგრძნობოდა თბილისის ყველა უბანშიც. წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრას არც ეპიცენტრში, არც სხვა ტერიტორიაზე ნგრევა არ მოჰყოლია.

ამავე დროს, აზერბაიჯანული მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მიწისძვრამ, რომლის მაგნიტუდა 6 ბალს აღწევდა, ზაქათალას რაიონში შენობების ნგრევა გამოიწვია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მიწისძვრის შემდეგ თბილისის რამდენიმე სკოლაში ჩაიშალა სასწავლო პროცესი - ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, მოსწავლეები გაკვეთილებიდან გაეთავისუფლებინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100