ჰააგაში 19 წლის ქართველმა იუველირი გაძარცვა და მოკლა - მკვლელობა კამერებმა დააფიქსირეს

ბოლო განახლება: 16:00

საქართველოს ელჩი ნიდერლანდებში გირგი ღვინერია უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჰააგაში პოლიციელებმა სანდრო გრიგოლია დააკავეს: "მართალია, პოლიცია ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობს, მაგრამ ჯერ დასადგენია გრიგოლიას მოქალაქეობა - არაა დადასტურებული, რომ ის საქართველოს მოქალაქეა, არც დაკავებულია.".

ერთ-ეღთი ვერსიით, პოლიციამ გრიგოლიას თანამზრახველი დააკავა, თავად 19 წლის, ქართველი ეროვნების (ერთ-ერთი ვერსიით, ის ნახევრად თურქია) სანდრო გრიგოლიამ თავი ბელგიას შეაფარა. გრიგოლიას ოჯახი სამართალდამცველებთან კონტაქტს თავს არიდებს და თანამშრონლობაზეც უარს აცხადებს.

საიუველირო მაღაზია, რომელიც ორმა შეიარაღებულმა პირმა გაძარცვა და თავდასხმის დროს იუველირი მოკლა, მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე იმდენად პოპულარული გახდა, რომ გაძარცვიდან რამდენიმე საათში ყველა სამკაული გაიყიდა.

ბოლო განახლება: 11:15 სთ.

ჰოლანდიაში, საიუვილერო მაღაზიის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, დაკავებული არიან 19 წლის სანდრო გრიგოლია და მისი თანამზრახველი ზია ბორჩუკი.
ქურდობის ფაქტი საიუველირო მაღაზიაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ვიდეომასალაში ჩანს, რომ გრიგოლია მაღაზიაში შედის და იუველირს იარაღით ემუქრება, რის შემდეგაც გასროლას ახორციელებს.
ეჭვმიტანილზე ინფორმაციის მოპოვებისთვის, ჰააგის პოლიციას ჯილდოდ 15 ათასი ევრო ჰქონდა დაწესებული.
საქმეში უკვე ჩართულია ჰოლანდიაში საქართველოს საელჩო (ინტერპრესნიუსი).

10:40სთ

ჰააგაში 19 წლის ქართველ სანდრო გრიგოლიას ეძებენ. დაახლოებით ერთი საათის წინ "მოამბისთვის" ცნობილი გახდა, რომ გრიგოლია, თანამზრახველ ზია ბორუკჩუსთან ერთად, საიუველირო მაღაზიას თავს დაესხა და იუველირი მოკლა. მაღაზიაზე თავდასხმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. მასალაში ნაჩვენებია, როგორ შედის ორი ადამიანი მაღაზიაში, იუველირს იარაღით ემუქრება და შემდეგ ესვრის. ეჭვმიტანილებზე ინფორმაციის მიწოდებისთვის ჰააგის პოლიციამ ჯილდოდ 15 000 ევრო დააწესა. მომხდარის შესახებ დეტალებს არკვევს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ნიდერლანდებში. დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს "მოამბეც" (GHN).

კომენტარი