სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85
ფასი - 1300 ლარი

პედოფილი პოლიციელი გოგონებს ფილმებში გადაღებას ჰპირდებოდა და მათზე ძალადობდა

42 წლის პოლიციის ოფიცრის ვიაჩესლავ ლანსკიხის დოსიე სამსახურში უნაკლოდ გამოიყურებოდა: დისციპლინირებული, პუნქტუალური და მკაცრი პოლიციელის იმიჯი ჰქონდა. ის ურალის პატარა ქალაქ ზარეჩნიში ცხოვრობდა და მსახურობდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სულიერად სულაც არ იყო ისეთივე სუფთა, როგორც დოსიეში – ლანსკიხი პედოფილი იყო და სკოლის მოსწავლე გოგონებს სხვადასხვაგვარად აბამდა მახეში, სახლში ან მდინარის ნაპირზე მანქანით იტყუებდა, ათრობდა და მათზე ძალადობდა.

როგორც თვითონ აღიარებს, სულ ასეთი სამი ეპიზოდი იყო, თუმცა, გამოძიება მიიჩნევს, რომ ძალადობა უფრო მეტჯერ მოხდა. ბრალდებულის თქმით (მას უკვე მიუსაჯეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა), ხშირად უყურებდა პორნოფილმებს მოზარდების მონაწილეობით და თვითონაც გაუჩნდა სურვილი, არასრულწლოვანებთან ჰქონოდა სექსი.

ოფიცერი დაოჯახებული არ იყო და მარტო ცხოვრობდა. თავდაპირველად მან მეზობლად მცხოვრებ, 13 წლის ვერას დაადგა თვალი, რომლის ოჯახთანაც შესანიშნავი დამოკიდებულება ჰქონდა. იცოდა რა მსახიობობაზე ვერას სურვილის შესახებ, მან გოგონას შესთავაზა, ბოროტმოქმედისა და მსხვერპლის შეხვედრის სცენა დაედგათ, მანამდე კი ტკბილეულითა და არაყგარეული წვენით გაუმასპინძლდა.

„ის ჩვენი ოჯახის დიდი ხნის ახლობლად მიგვაჩნდა და ვერა მას ენდობოდა“, – ამბობს არასრულწლოვანის დედა, გალინა ლებედევა, – „როცა ბავშვს ალკოჰოლისგან თვლემა მოერია, ის ტახტზე წამოწვა და თვალები მილულა, ამ არაკაცმა კი მისი უმწეო მდგომარეობით ისარგებლა. ვერც ვერასდროს გავიგებდით, რა მოხდა, რადგან ვერა დაშინებული ჰყავდა და სახლში მასთან თვითონ დადიოდა. ისე მოხდა, რომ პედოფილი სხვა ფაქტზე ჩავარდა“.

ვიაჩესლავი ვერასთან თითქმის ყოველდღე ამყარებდა კავშირს, მაგრამ მოგვიანებით მოზარდებთან ჯგუფური სექსის მოწყობის სურვილი გაუჩნდა და ამ მიზნით სახლში 13 და 14 წლის დები, ასევე მათი 11 წლის მეგობარი გოგონა მიიყვანა. ყველა მსხვერპლს მაიორი ერთი და იგივე სქემით ატყუებდა: მათ ბოროტმოქმედების გახსნაში მონაწილეობას სთავაზობდა და უხსნიდა, რომ აინტერესებდა, როგორ მოიქცეოდნენ ისინი ამა თუ იმ სიტუაციაში. თუ ვინმე წინააღმდეგობას გაუწევდა, ძალოვნებისთვის დამახასიათებელ მეთოდს იყენებდა და ძმის ან მამის ციხეში ჩასმით ემუქრებოდა, მერე კი არწმუნებდა, რომ უკეთესი იქნებოდა, ქალწულობა მასთან დაეკარგათ, ვიდრე რომელიმე ცხვირმოუხოცავ ღლაპთან.

ბოლო სამი მსხვერპლი ვიაჩესლავ ლენსკიხს მდინარის პირას დაჰყავდა და სხვადასხვა დღეს ჯერ ერთი, მერე კი მეორე და გააუპატიურა. ტრადიციულად, გოგონებს პოლიციელი ალკოჰოლს აძალებდა, მათ შორის, 11 წლის კატიასაც. ალბათ, კატიაც მისი მსხვერპლი გახდებოდა, მისთვის რომ დედას არ დაერეკა და კატეგორიულად არ მოეთხოვა სახლში დაბრუნება. პოლიციელმა გოგოები გაუშვა, რადგან თვლიდა, რომ საკმაოდ ჰყავდა ისინი დაშინებული და მეორე დღეს 11 წლის კატიასთანაც აისრულებდა საწადელს. ფეხების ბორძიკით მიმავალმა სამმა არასრულწლოვანმა გოგონამ პოლიციის პატრულის ყუარდღება მიიქცია, რომელმაც ისინი არასრულწლოვანთა ინსპექციაში გადაიყვანა. ბავშვების ნაამბობმა მთელი განყოფილება აღაშფოთა. სპეციალურმა ჯგუფმა პოლიციის ოფიცერი საკუთარ სახლში აიყვანა.

სასამართლომ პედოფილ პოლიციელს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250
ფასი - 1200 ლარი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100