სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Facebook-ის ახალი ფუნქცია, ფაქტობრივად, პერსონალური გაზეთის წარმოების საშუალებას გაძლევთ

Facebook-ში ახალი ფუნქცია გაჩნდება, რომელიც სიახლეებს ტქვენს კედელზე პერსონალურ გაზეთს დაამსგავსებს. როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, სოციალური ქსელის მომხმარებლებს შეეძლებათ ინტერესების სფეროს შედგენა, სადაც ჩაამატებენ საჯარო გვერდებსა და ცნობილი ადამიანების პროფილებს.

ახალი ფუნქციის მთავარი მახასიათებელი ის იქნება, რომ შესაძლებელი გახდება სიახლეების დახარისხება რუბრიკების მიხედვით, როგორც გაზეთში. მაგალითად, მომხმარებლები, რომლებსაც სურთ, თვალყური ადევნონ აშშ-ში პრეზიდენტობის კანდიდატთა წინასაარჩევნო სრბოლას, შეუძლიათ შექმნან განყოფილება „პოლიტიკა“ და მასში ჩაამატონ კანდიდატთა პერსონალური გვერდები, ასევე წამყვანი ამერიკული გაზეთები, საიდანაც რუბრიკაში მხოლოდ იმ სახის მასალები მოხვდება, რაც მომხმარებელს აინტერესებს.

ახალი მენიუ უკვე განთავსებულია ინგლისურენოვანი მომხმარებლების ნაწილის მთავარ გვერდზე, მარცხენა მხარეს. ინტერესთა სფეროს კონფიდენციალობა მართვადია: შეგიძლიათ თქვენი ინტერესების სფერო ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოთ, შეგიძლიათ პირიქით - დაფაროთ გარეშე თვალისგან.

ეს ფუნქცია Facebook-ში რამდენიმე კვირაში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება. ადრე ანალოგიური ფუნქცია „ტვიტერმა“ დაამატა. მისი საშუალებით შესაძლებელია კონტაქტების ჩამატება გარკვეულ რუბრიკებში და ამის შედეგად სხვადასხვა მომხმარებლის „ტვიტების’ წაკითხვა კონკრეტული თემისა ან მოვლენის შესახებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100