სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ვეძებ პარტნიორს სუიციდისთვის“ - სოცქსელებში დანიშნული ჯგუფური თვითმკვლელობები

ნასტია კოროლევა და ლიზა პეცილა, დიანა სივაკოვა და საშა ფილიპიევი, ალიონა გრაფსკაია - საშინელი სიაა: 14-15 წლის მოზარდები, რომლებმაც თავიანთი უკანასკნალი ნაბიჯი ერთად გადადგეს - სიცოცხლეს ერთად დაემშვიდობნენ.

რუსული მედიის მიხედვით, მხოლოდ ბოლო ათი დღის მანძილზე 5 მოზარდი სიცოცხლეს საკუთარი ნებით გამოეთხოვა მოსკოვის რეგიონში. ეს - მხოლოდ მოსკოვსა და მის სემოგარენში. რუსული რეგიონების სია კი გრძელია - ამურის ოლქი, კრასნოდარის მხარე, კრასნოიარსკის მხარე, იაკუტია, ვორონეჟი, ჩელიაბინსკი.

მოზარდთა თვითმკვლელობებზე საუბრობენ რუსეთში ყველგან - ტრანსპორტში, სამზარეულოში, „ბირჟებზე“... უფროსი თაობიდან ბევრი მიიჩნევს, რომ მოზარდები თვითმკვლელობამდე არა იმდენად გაცვეთილ მიზეზს - უიღბლო სიყვარულს, არამედ ინტერნეტს მიჰყავს.

კაცმა რომ თქვას, ამ მხრივ განგაშის საფუძველი ნამდვილად არსებობს. ამაზე ერთი ფაქტიც მეტყველებს: თვითმკვლელი გოგონების 70 პროცენტმა... თვითმკვლელობა წინასწარ დაანონსა სოციალურ ქსელში, ხოლო მათმა უმრავლესობამ თარიღიც კი მიუთითა...

„ვეძებ პარტნიორს სუიციდისთვის“, - სოცქსელებში ასეთი განცხადება-სტატუსების ავტორთაგან ბევრი დღეს ცოცხალი აღარაა. მოზარდები ერთმანეთს სწორედ ამ ნიშნით პოულობენ, ხვდებიან, თანხმდებიან თვითმკვლელობის ფორმაზე, ადგილსა და დროზე... ერთ-ერთი ასეთი კლუბის „მეხსიერებაში“ უკვე ათზე მეტი წყვილია, რომლებსაც ამქვეყნიდან წასვლაში ხელი ახლობლებმა ვერ შეუშალეს. და, რა თქმა უნდა, მსგავსი „ინტერნეტ-პაემნების“ მიხედვას არც არავინ აპირებს.

„მოსკოვსკი კომსომოლეცის“ კორესპონდენტი სხვა ნიკით სოცქსელებშიც დაუკავშირდა პოტენციურ თვითმკვლელებს. ერთ-ერთმა, იჟევსკელმა, 16 წლის ლუბა გლოვატსკიხმა დაწერა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი აქვს. გაზეთის კორესპონდენტმა ვერ შეძლო მისი გადაწყვეტილების შეცვლისთვის მიეღწია - მეორე დღეს ადგილობრივ გაზეთში გოგონას ნეკროლოგი გამოქვეყნდა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100