სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ათი საუკეთესო მელოდია ორსულთათვის

ყველამ თუ არა, ალბათ, ბევრმა იცის, რომ დედის საშოშიც კი ბავშვს ყოველივე ესმის, პირველი ხმები კი მის ემოციურ სამყაროზე დიდ გავლენას ახდენენ. ამიტომ, აუცილებელია რომ მომავალი დედები ორსულობისას გამუდმებით უსმენდნენ მშვიდ, წყნარ და პოზიტიურ მუსიკას.

სწორად შერჩეული მუსიკა დადებითად მოქმედებს სუნთქვაზე, სისხლის მიმოქცევაზე, ხსნის დაღლიობასა თუ დაძაბულობას. პოზიტიური მუსიკა თანაბრად დადებითად მოქმედებს როგორც დედაზე, ასევე შვილზე.

ქვემოთ ჩამოთვლილია მელოდიები, რომელთა მოსმენაც ყველაზე დადებითად მოქმედებს ორსულობის პერიოდში:

1. ბეთჰოვენის „მთვარის სონატა“

2. „კანტატა 2“ – ჰაიდნი – ეს მელოდია სიმშვიდეს მატებს ჩანასახს.

3. „იტალიური კონცერტი“ – ბახი

4. მოცარტის შემოქმედება

ეს მელოდიები იმისთვის არის საჭირო, რომ ბავშვის გონება კარგად განვითარდეს. ამერიკელი სწავლულები მიიჩნევენ, რომ ყოველდღიურად ათი წუთის მანძილზე მოცარტის შემოქმედების მოსმენით, ბავშვის სამომავლო ინტელექტის დონე საკმაოდ მატულობს.

5. „ფიდელიო“ –ბეთჰოვენი და „უნგრული რაფსოდია“ – ლისტი

6. ჩაიკოვსკისა და შუმანის შემოქმედება. ეს ყოველივე ხსნის თავის ტკივილებსა და დაძაბულობას.

იმისათვის, რომ დედასა და შვილს კარგად ეძინოთ, მათ უნდა უსმინონ:

7. „ავე მარია“ – შუბერტი

8. „კონცერტი რე–მინორი ვიოლინოსთვის“ – ბახი.

9. „ნოქტურნი რე–მინორი“ – შოპენი – კარგი საშუალებაა ჰიპერტენზიისგან თავის დასაღწევად.

10. ვივალდის, შუბერტისა და ჩაიკოვსკის შემოქმედება. უნიკალური საშუალებაა დაძაბული დღის შემდეგ, სტრესის მოსახსნელად.

ორსულობის მეხუთე თვეზე, ჩანასახს ესმის და განასხვავებს ხმებს, რეაგირებს მელოდიის ხმაზე და მის რითმზე. ასევე ირჩევს სასურველ მელოდიას და განსაკუთრებით აქტიური ხდება მისთვის სასურველი მელოდიის მოსმენისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100