სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბერი დავითი (ჭაბუა ამირეჯიბი) ბიძინა ივანიშვილს ხელზე ემთხვია (ვიდეო)

როგორც ჩანს, ამქვეყნიურ ამაოებათა ჩამონათვალში, რომლებზეც, წესით, ბერმა უარი უნდა თქვას, პოლიტიკა და კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ არ ხვდება. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ბერი დავითი (ერისკაცობაში მზეჭაბუკ ამირეჯიბი) „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს: მასთან სტუმრად მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა ბერად შემდგარ მწერალს ორიოდ სიტყვით აუხსნა „ქართული ოცნების“ არსი, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ კაშნე ყელზე საკუთარი ხელით შემოახვია. „ყელზე რომ გიკეთია, ის ჯვარი გადმოფინე მაგას“, - უკარნახა ქალის ხმამ (ფრაზის ავტორი ვიდეოში არ ჩანს, სავარაუდოდ, ის ჭაბუა ამირეჯიბის ოჯახის წევრია) ბერ დავითს.

ბიძინა ივანიშვილი მწერალთან სტუმრად სახლში იმყოფებოდა. ხელის ჩამორთმევის დროს ბერი დავითი ბიძინა ივანიშვილს ხელზე ემთხვია (წესით, პირიქით უნდა მომხდარიყო) და პირჯვარი მხოლოდ ამის შემდეგ გადასწერა. მოგვიანებით იგივე ჟესტი ბიძინა ივანიშვილმაც გაიმეორა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100