„რუსი ბოზის ჩაცმულობა“ – ქართველი ქალების ჩაცმის სტილი?

ალბათ ბევრს გახსოვთ ინგლისურის მასწავლებლის ამპლუაში, საქართველოში შორეული ქვეყნიდან ჩამოყვანილი თომას ფლეთჩერი. თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ. ეს ის მასწავლებელია, რომელსაც ფეისბუქში განთავსებული სკანდალური ფოტოების გამო, ქართულმა საზოგადოებამ „ცისფერის“ იარლიყი ააკრა. სამშობლოში დაბრუნებულმა ფლეთჩერმა შური იმით იძია, რომ კლიპი ჩაწერა, სადაც საქართველო და სამეგრელო, რეგიონი, სადაც მას მოუწია პატარა ქართველებისათვის საერთაშორისო ენის სწავლება, გააშარჟა.

ფლეთჩერის „შემოქმედება“ იქეთ იყოს და ჩვენთვის, ამჯერად, ამ ნაკლებად მხატვრული ღირებულების მქონე კლიპიდან საინტერესო უფრო ერთი ფრაზაა, სადაც ინგლისელი მასწავლებელი ქართველი ქალების ჩაცმულობას ახასიათებს. კერძოდ, ის აცხადებს, რომ ქართველი ქალები იცვამენ, როგორც მეძავები, მაგრამ სინამდვილეში ეს შოუა, მათ მინეტის გაკეთებაც კი არ იციანო. აღსანიშნავია, რომ მასწავლებელი ამას რეგიონში მცხოვრები ქალბატონების სამოსზე აცხადებს.

საქართველოში ჩამოსულ უცხოელებს ხშირად აღუნიშნავთ ჩაცმულობის და ცხოვრების სტილის შეუთავსებლობა ქართველ ქალებთან მიმართებაში. მაგალითად, ერთი ავსტრიელი ქალბატონი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა, ირწმუნებოდა, რომ ავსტრიაში ამგვარად ჩაცმულ ადგილობრივ ქალებს ვერსად ნახავთ. კერძოდ, თხელი, გამჭირვალე ზედატანით, მოკლე ქვედაბოლოთი და ზაფხულშიც კი მაღალყელიანი ჩექმების მიქსით. ქალბატონის განცხადებით, ავსტრიაში ასეთ ჩაცმულობას „რუსი ბოზის ჩაცმულობას“ უწოდებენ და ის დაბალი კულტურის მახასიათებელ ელემენტად ითვლება.

ზოგჯერ რჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში, სადაც ქალიშვილობის ინსტიტუტი კვლავ მყარად დგას გაფურჩქვნის სტადიაში, გოგონები ამის კომპენსირებას ასეთი სტილის ჩაცმულობით ახდენენ. თუმცა, ჩვენთან მაინც ორი უკიდურესობა შეინიშნება: ე.წ. მონაზვნური, მუქ ფერებში გადაწყვეტილი სტილი და მეორე, ზედმეტად ვულგარული, რომელიც საქართველოში რატომღაც ძალიან პოპულარულია.

ჩამოსული ევროპელები ირწმუნებიან, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის და აღმოსავლეთიდან ევროპაში ჩასულ ქალბატონებს, პირველ რიგში, სწორედ ჩაცმის ამ სტილით ცნობენ. დასავლურ ქვეყნებში, ყველაზე ვულგარულად სწორედ ეს ორი კატეგორია იმოსება. თუ მკვეთრ ორთოდოქს მუსულმანებს არ ჩავთვლით, ირანელი და არაბი ქალბატონები, საკუთარი ქვეყნების ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით ვულგარული ჩაცმულობით და მაკიაჟით გამოირჩევიან. რაც შეეხება ყოფილ სსრკ–ელებს, ყოფილა შემთხვევები, რომ მსგავსი ჩაცმულობის გამო, მათთვის სმსახურში მიღებაზეც უარი უთქვამთ.

შეიძლება ზოგს გაუკვირდეს, უცხოელების ასეთი რეაქცია. ქართველი ქალები ზედმეტად ღიად და სექსუალურად თითქმოს არ იმოსებიან, პირიქით, მაგრამ როგორც სტუმრების რეაქციებიდან ჩანს, აქ ღია ჩაცმულობაზე კი არა, კონკრეტულ დეტალებზე და მათ შეხამებაზეა საუბარი, რომელიც, საერთო ჯამში, ვულგარულობის იერს იძენს. ამბობენ, საბჭოთა კავშირის დროს, ქართველებს ყველაზე გემოვნებიანად ჩამცმელების იმიჯი ჰქონდათო. შეიძლება ეგ ზოგიერთი ნოსტალგიით შემყრობილი პიროვნების პირადი მოსაზრებაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ უკანასკნელი პერიოდის ყოფამ ქართველების ჩაცმის სტილიც მნიშვნელოვნად შეცვალა. ამის მიზეზი ალბათ დასავლურ სამყაროსთან სრული ინტეგრირების პროცესისთვის, დროის მოკლე პერიოდია. იმედია რომ ეს ფაქტორი სწორედ დროთა განმავლობაში გამოსწორდება და საზოგადოების და სახელმწიფოს განვითარების პარალელურად, დაიხვეწება, რაც ქართულ საზოგადოებას ევროპულთან კიდევ უფრო დაახლოებს...

კომენტარი