სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ესეების კონკურსის „წიგნიერის “ გამარჯვებულები თიბისი ბანკმა და ‘საბამ’ დააჯილდოვეს

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი „წიგნიერი“ წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა და ელექტრონული წიგნების სახლის “საბას” და თიბისი ბანკის მხარდაჭერით პირველად გასცდა თბილისის ფარგლებს. პროექტში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა ქუთაისიდან და ამბლორაურიდან.

დაჯილდოების ღონისძიებაზე ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, „წიგნიერის“ 3 გამარჯვებული ელექტრონული წიგნებითა და სხვა სიმბოლური საჩუქრებით „საბამ“ დააჯილდოვა. კონკურსანტების ნამუშევრები გამოაქვეყნდებაsaba.com.ge-ზე.

ღონსიძიებაზე „წიგნიერის“ მონაწილეებს თიბისის პროექტი ‘ქართულად’ წარუდგინეს, რომელიც მიზნად ისახავს Microsoft-ის კომპიუტერული პროგრამებისთვის ქართული ენის სწავლებას.

„წიგნიერის“ მიზანი სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციაა. პროექტის ფარგლებში, X და XI კლასის მოსწავლეებმა შერჩეული სამი ცნობილი ნაწარმოების მიხედვით ესეები დაწერეს. წელს კონკურსისთვის სამი ნაწარმოები -კნუტ ჰამსუნის „შიმშილი“, ალბერ კამიუს „დაცემა“, და გურამ რჩეულიშვილის „შპილკა“ შეირჩა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100