მსოფლიოში მაისი ჰიპერტენზიის თვედ გამოცხადდა

კამპანიამ „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“ სტარტი საქართველოშიც აიღო

16 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენცია კომპანია „სერვიეს“ ორგანიზებით ეწყობა და გლობალურ და სოციალურ პროექტში საქართველოს აქტიურ ჩართულობას უკავშირდება.

პრეკონფერენციას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ ფრანგული ფარმაცევტული კომპანია “სერვიეს” საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი მაია ხეცურიანი, საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პასკალ მენიე, აკ. წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიური ცენტრის დირექტორი, თსუ-ს შინაგანი მედიცინის კათედრის გამგე, საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი ბეჟანწინამძღვრიშვილი.

ღონისძიებაზე ასევე მოწვეულები არიან ექიმები, პაციენტები, პროექტში ჩართული კეთილი ნების ელჩები, მედიაპარტნიორები და სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ ჰიპერტენზიის გამოვლენის მიზნით, გლობალური აქცია მსოფლიოს მასშტაბით, სახელწოდებით, „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“ მიმდინარეობს. კამპანიის მიზანს, ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, წნევის რეგულარულად გაზომვის კულტურის დანერგვა და სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობის გამოწვევა წარმოადგენს.

დღეს საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია ჰიპერტენზიისა და მისი სირთულეების შესახებ, საზოგადოების ერთმა ნაწილმა იცის დაავადების თაობაზე, მაგრამ არ აღიქვავს მას სერიოზულად, მეორე ნაწილს კი აქვს არტერიული წნევა, მაგრამ არ აკონტროლებს.

პრესკონფერენციაზე ასევე დაანონსდება 17 მაისს, კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქტივობის #გაიზომეწნევაამასშენთვისგეუბნები შესახებ. აქტივობა იქნება გადამდები, მოწოდების სახის და მაგალითი მეგობრისთვის, მეზობლისთვის, თანამშრომლისთვის, ახლობლისთვის, მშობლისთვის, ოჯახის წევრისთვის - აუცილებელია წნევის რეგულარულად გაზომვა, რათა დაინახონ და გააცნობიერონ მისგან გამოწვეული სირთულეები და პრობლემები.

კომენტარი