თბილისში ჯეიმს ბლანტს სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ უმასპინძლებს

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი თბილისს, მსოფლიო ტურნეს „The AfterLove-ის“ ფარგელბში ეწვევა. კონცერტი 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ფესტივალზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მომღერალი მსმენელს სხვა სიმღერებთან ერთად, თავის უკვდავ ჰიტებს „You are Beautiful“ და „Goodbye My Lover “ შეუსრულებს.

ბრიტანელ პოპ შემსრულებელს თბილისში, თბილისის ზღვის ახალ ქალაქში მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ უმასპინძლებს. ადამიანები ხშირად ფიქრობენ მათ საოცნებო სახლზე, ზოგს სურს მყუდრო პატარა სახლი, ზოგს კი დიდი. ისინი, სწორედ მათთვის შესაფერის გარემოში გრძნობენ თავს კომფორტულად. შესაბამისად, დასვენების, გასტროლების დროს თუ მოგზაურობისას საცხოვრებელ გარემოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ისეთი დონის მომღერლისთვის როგორიც ჯეიმს ბლანტია, აუცილებელია, ჰქონდეს ისეთი გარემო, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს და მისი ვიზიტი საქართველოში ამ მხრივაც დასამახსოვრებელი იქნება.

ბრიტანელი მომღერალი სასტუმროს მეათე სართულზე, ყველაზე მაღალი კატეგორიის ნომერში ე.წ პრემიერ სუითსში იცხოვრებს, რომელიც თავისი მდიდრული და დახვეწილი ინტერიერით ნამდვილად გამორჩეულია. ამიტომ სასტუმროში ფიქრობენ, ლეგენდარული მომღერალი აღნიშნული ნომრით კმაყოფილი დარჩება.

ის, თუ როგორ მასპინძლობას გაუწევს სასტუმრო პოპ ვარსკვალს ვესაუბრეთ სასტუმროს „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის” მარკენტიგული კომუნიკაციების მენეჯერს, ნინო ჩეჩელაშვილს.

- გაქვთ თუ არა ბრიტანელი პოპ შემსრულებლისთვის რაიმე განსაკუთრებული შეთავაზება?

- გვინდა, ბრიტანელ პოპ შემსრულებელს თავი დავამახსოვროთ და გადავწყვიტეთ, რომ ვაჩუქოთ ჩვენი სასტუმროს ბრენდირებული ხალათი წარწერით: „Specially For James Blunt“. ეს სამახსოვრო სიმბოლური „სუვენირი“ მას მუდმივად გაახსენებს დაუვიწყარ ვიზიტს თბილისში კონკრეტულად კი, „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“.

- თავად ჯეიმს ბლანტს რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა ხომ არ წამოუყენებია ?

- ჩვენ ორგანიზატორებს აბსოლიტურად ყველა დეტალი გამოვკითხეთ,მაგრამ ჯეიმს ბლანტი სულაც არ აღმოჩნდა პრეტენზიული სტუმარი. თუმცა თუ მისი მხრიდან ვიზიტის დროს დამატებით იქნება რაიმე სახის ან მოთხოვნა ან სურვილი, ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ,რომ გავითვალისწინოთ ნებისმიერი წვრილმანი.

- რა ტიპის აპარტამენტს სთავაზობთ მომღერალს ?

- ჩვენ გადავწყვიტეთ ჯეიმს ბლანტს შევთავაზოთ სასტუმროს მე-10 სართულზე მდებარე პრემიერ სუიტი, ყველაზე მაღალი კატეგორიის ნომერი. ჯამში გვაქვს ორი პრემიერ სუითი - ე.წ. „შავი“ მეორე კი „ლურჯი ფერის“,სადაც დომინანტური ფერი სწორედ ლურჯია. რადგან ჯეიმს ბლანტის შემოქმედა უფრო ლირიული, რომანტიული და პოეტურია, ვფიქრობ, რლურჯი ფერი მის შემოქმედებასთან უფრო ახლოს იქნება.

- რამდენად მოგწონთ და ხართ თუ არა, მისი შემოქმედების მსმენელი?

- პირადად ჩემთვის, ჯეიმს ბლანტი პოპ შემსრულებლებში გამორჩეული ფიგურაა. ჯეიმს ბლანტის ხსენების დროს პირველი რაც მახსენდება, ესაა მისი უკვდავი ჰიტი „You`re Beautiful“ და ასევე „Wiseman“. ძალიან მომწონს „1973-იც“. მიმაჩნია, რომ ჯეიმს ბლანტი გემოვნებიანი მუსიკოსი და ძალიან კარგი მომღერალია, მისთვის დამახასიათებელი ხმის ტემბრით.

- გიმასპინძლიათ თუ ასეთი დონის მომღერლისთვის ?

- გვიმასპინძლია სხვადასხვა მუსიკოსისთვის, თუმცა ჯეიმს ბლანტის დონის შემსრულებელი ჯერ არ გვყოლია და მიხარია,რომ ამის შესაძლებლობა დღეს გვაქვს.

კომენტარი