სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ციფრულმა ტრანსფორმაციამ ბიზნესის ოპერირების გზები შეცვალა და ამ მხრივ საქართველო რეგიონის სხვა ქვეყნებისგან არ განსხვავდება“

„მაიქროსოფთმა“ციფრული ტრანსფორმაციის თემაზე წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება „აღმოაჩინე ციფრული ტრანსფორმაციის სამყარო“ გამართა. ციფრული ევოლუციის ფორუმში ბიზნესის ლიდერები და IT განყოფილების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრები, რომელიც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს დაეთმო, როგორიცაა ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, ციფრული ტრანსფორმაცია, სოციალური ქსელების მართვის ინოვაციური გადაწყვეტილებები, ვირტუალური ჩატბოქსები და სხვა.

ციფრულმა ტრანსფორმაციამ ბიზნესის ოპერირების გზები შეცვალა და ამ მხრივ საქართველო რეგიონის სხვა ქვეყნებისგან დიდად არ განსხვავდება. რა დამახასიათებელი ნიშნები აქვს საქართველოს ბაზარს, რა სპეციფიკას ხედავ ჩვენს ქვეყანაში „მაიქროსოფთი“, გვესაუბრება „მაიქროსოფთის“ საწარმოო ბიზნესის დირექტორი ევროპის რეგიონში, რობერტ ტრონვეჩი:

თითოეულ ბაზარს თავისი დამახასიათებელი თვისებები აქვს, თუმცა პრიორიტეტები ყველგან ერთია: ისეთი IT გადაწყვეტილებების დანერგვა, რომელიც ადამიანებსა და ორგანიზაციებს უფრო მეტის მიღწევაში დაეხმარება. ცხადია, ეს გადაწყვეტილებები ამავდროულად უსაფრთხოცაა. მაიქროსოფთი ყველა ინდუსტრიის მომხმარებლებთან მუშაობს, რათა დაეხმაროს მათ ციფრულ კომპანიებად გარდასახვაში და ამ გარდასახვის დაჩქარებაში. ყველა ორგანიზაციას ტრანსფორმაციისათვის სხვადასხვა დრო სჭირდება, თუმცა არსებობს ოთხი საერთო ელემენტი, რომელსაც ყველა მიმართავს - კლიენტებისთვის უფრო მიმზიდველი ხარისხის მქონე მომსახურების გაწევა, დასაქმებულთა უფლებამოსილების გაძლიერება, განახლებული პროდუქტები და სერვისის ტრანსფორმირება. ეს ის საძირკველია, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციის შენებისათვის აუცილებელია.

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოებას. ჩვენი წამყვანი პრინციპი მარტივია: ჩვენ გვჯერა, რომ მომხმარებლის მონაცემები მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელს ეკუთვნის. სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს ვალდებულებას კლიენტების მონაცემების დაცვის შესახებ, ვიცავთ მათ უფლებებს, თავად მიიღონ გადაწყვეტილება აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით.

- ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა აძლევს თუ არა შანს საქართველოს, როგორც რეგიონი გახდეს კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე ?

- საჯარო პოლიტიკის გატარება უზრუნველყოფს ახალი ინოვაციების,სამუშაო ადგილების შექმნისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის საფუძველს. მაიქროსოფთი ვალდებულია უზრუნველყოს ინოვაციიების დანერგვა და მისი განვითარების ხელშეწყობა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით. ჩვენ ვალდებულები ვართ ვიმუშაოთ სწორედ, სახელმწიფოსთან ერთად. ვფიქრობ,რომ ბიზნეს ლიდერებმა უნდა შექმნან და დაამუშავონ სტრატეგიები ციფრული ეკონომიკისთვის. ეს მოითხოვს მზადყოფნას,რისკების აღებას,რესურსების დაფინანსებასს და ტექნოლოგიების ინვესტირებას.თქვენ იცით,რომ ეს არ არის მხოლოდ ტექნოლოგიიის შესახებ. ჩვენი ბიზნესისადმი მიდგომა,პარტნიორობა და მოქნილობა პირდაპირ პასუხობს ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს. ციფრულმა ტრანსფორმაციამ ბიზნესის ოპერირების გზები შეცვალა და ამ მხრივ საქართველო რეგიონის სხვა ქვეყნებისგან არ განსხვავდება. შესაბამისად, საქართველოს, როგორც რეგიონს ნამდვილად გააჩნა შანსი გახდეს კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე.

- და ბოლოს, რა უპირატესობები აქვს ფინანსური სექტორის გაციფრულებას?

- ყველა კომპანია ხდება ციფრული კომპანია. ტექნიკური უპირატესობა დღევანდელი ფინანსური მომსახურების ბაზარზე გადარჩენის განუყოფელი ნაწილია. ბიზნეს ლიდერების, ახალი კლიენტებისა და ბაზრების მოძიება, ახალი პროდუქციისა და მომსახურების შექმნა სურთ, მათ უნდათ, მთლიანად შეცვალონ ბიზნესისა და ხალხის მუშაობა. სურთ, ჰქონდეთ უფრო ფართოდ აზროვნების, სწრაფად სვლის, კომუნიკაციისთვის უკეთესი გზების მოძიებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობა. უმთავრესია, რომ ფინანსურ ინსტიტუტებს უნდა ამ ყველაფრის გაკეთება.

ფინანსური სერვისის კლიენტები ირჩევენ მაიქროსოფთ ქლაუდს, რათა იმპულსი მისცენ ციფრულ ტრანსფორმაციას, კონკურენცია გაუწიონ ტრადიციულ და არატრადიციულ მოთამაშეებს და გახდნენ უფრო მეტად ინტელექტუალურად და მონაცემების მეშვეობით მართულნი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100