სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ მედია ტრეინინგის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 17 მარტს, ქ. ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“, კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ მედია ტრეინინგის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანია მედიის წარმომადგენლებისთვის ქვეყანაში არსებული კატასტროფების რისკის მართვის სისტემის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მუშაობის სპეციფიკის გაცნობა, კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის შესახებ ინფორმირება.

აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის(ASB) პარტნიორობით და ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის ფინანსური მხარდაჭერით, DIPECHO IV ფაზის მიმდინარე პროექტის „ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ ფარგლებში.

პროგრამის მთავარი მიზანია: კატასტროფის რისკის შემცირების თემატიკის აქტუალიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია საგანმანათლებლო სექტორში, სასწავლო კურსის დანერგვა სამიზნე უნივერსიტეტებში, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების ამაღლება და მათი აქტიური მონაწილების უზრუნველყოფა კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებში.

1996 წელს დაწყებული კატასტროფის რისკისადმი მზაობის ECHO–ს პროგრამა (DIPECHO) წარმოადგენს ECHO–ს კატასტროფის რისკის შემცირების გლობალური მცდელობის მთავარ კომპონენტს, რომელზეც 325 მილიონი ევროა გამოყოფილი. პროგრამის მთავარი მიზანია საზოგადოების მდგრადობის გაძლიერება და მოწყვლადობის შემცირება. DIPECHO არის ადამიანებზე ორიენტირებული პროგრამა, რომელიც ეხმარება კატასტროფის რისკის ქვეშ მცხოვრებ მოსახლეობას ტრენინგის საშუალებით კატასტროფისადმი მზაობის გაძლიერებაში, ასევე ადრინდელი შეტყობინების სისტემების დანერგვაში და გაუთვალისწინებელი შედეგების მიმართ რეაგირების დაგეგმვაში. იგი აგრეთვე ხელს უწყობს მოქალაქეების, სამოქალაქო ჯგუფების, ადგილობრივი, რეგიონალური და სახელმწიფო ორგანიზაციების ეფექტურ თანამშრომლობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100