სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში „Oracle-ს დღე საქართველოში“ ფარგლებში ბიზნესკონფერენცია გაიმართა

21 თებერვალს, „Oracle-ს დღე საქართველოში“ (Oracle Day in Georgia) ფარგლებში ბიზნესკონფერენცია გაიმართა. ბიზნესკონფერენციის მთავარ მიზანს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე წამყვანი ქართველი სპეციალისტებისთვის, „Oracle“-ს უნიკალური ციფრული ტექნოლოგიების გაცნობა და მისი გამოყენების მნიშვნელობა წარმოადგენდა. კერძოდ, როგორ მოახდინონ ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია Oracle“-ს თანამედროვე და ინოვიაციური ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამოყენებით.

ბიზენსკონფერენცია „Oracle“-ს კლასტერის ხელმძღვანელმა რუსეთში, ყაზახეთში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ოლეგ ჟუკოვმა გახსნა. გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა ქართველ სპეციალისტებს IT ტექნოლოგიების სფეროში ახალი პროგრამები და უახლესი ინოვაციური გადაწყვეტილებები წარუდგინეს. ამასთან, განიხილეს ღრუბლოვანი ტექნოლოგიები და გაუზიარეს მზა რეცეპტები, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის ციფრულ ეპოქაში ადაპტირებას, ხარჯების შემცირებასა და IT ინფრასტურუქტურის განახლებას.

„ჩვენ ვცხოვრობთ ახალ ეპოქაში, როცა იმედისმომცემი ტექნოლოგიური შესაძლებლობები (ხელოვნური ინტელექტი, კომპუტერული სწავლება, ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, პროგნოზირებადი ანალიტიკა) ამსხვრევს წარსულის ბიზნესმოდელების სტერეოტიპებს, პროცესებსა და გადაწყვეტილებებს. ციფრული ტრანსფორმაცია დღეს უკვე ფაქტია. ის რაც სულ ცოტა ხნის წინ საინტერესო ტენდენციას წარმოადგენდა ახლა რეალობაა და გაჩნდა ახალი ვალდებულებები ბიზნეს მართვაში. ის მოიცავს, როგორც ტექნოლოგიურ ცვლილებებს (მოწინავე პროგრამული ან ტექნიკური უზრუნველყოფის გამოყენებით), ისე ორგანიზაციის მართვის მოდელის გარდაქმნას,“ - ითქვა ბიზნესკონფერენციაზე.

შესაბამისად, „Oracle-ს ბიზნესკონფერენცია ფოკუსირებული იყო უახლეს ტენდენციებზე ბიზნესის ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.

„ყოველწლიურად ჩვენ ღონისძიებას ვაწყობთორაკლის“ შტაბში, რომელიც სანფრანცისკოში მდებარეობს, იქ ვეპატიჟებით ყველა ჩვენს პარტნიორს და დამკვეთს, ამის შემდეგ მსგავს ღონისძიებებს ვაწყობთ ყველგან, სადაც ჩვენი წარმომადგენლობა არის, რატომ საქართველო? იმიტომ რომ ჩვენ სქართველოში ბიზნესის კუთხით დიდი პოტენციალს ვხედავთ, და ამიტომაც ვართ დღეს აქ,“ - აღნიშნა „Oracle“-ს კლასტერის ხელმძღვანელმა რუსეთში, ყაზახეთში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ოლეგ ჟუკოვმა.

ბიზნესკონფერენციის დღის წესრიგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, როგორც მომავლის მონაცემთა საცავი, კიბერუსაფრთხოება და მისი შესაბამისობა „Oracle“-ს ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან, „Oracle“-ს ანალიტიკური ღრუბლოვანი სისტემები: ერთი პლატფორმა ბიზნესინფორმაციისა და მონაცემთა ბაზის აღმოჩენისთვის, მონაცემთა თანამედროვე საცავები „Oracle“-ს ტექნოლოგიის სისტემებზე, „Oracle“-ს ‘ჭკვიანი ჩეთბოტები“ ანუ ე.წ. ინტელექტუალური ჩათი, „Oracle“-ს მონაცემთა ბაზის ახალი მახასიათებლები (18c) და სიახლე DBMS - ავტონომიური მონაცემთა ბაზა და სხვა.

საქართველოში ჩვენი პარტნიორების განვითარება პრიორიტეტს წარმოადგენს, ამ კონფერენციაზე კი, სწორედ ისეთ თემებზე ვისაუბრეთ, რაც ჩვენი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია და განვითარების კუთხით აუცილებელი, ამაში კი, ჩვენ ჩვენი დისტრიბუტორები დაგვეხმარებიან, რომლებიც აღნიშნულში დიდ როლს შეასრულებენ,“ - განმარტა „Oracle“-ს ბიზნეს პარტნიორმა საქართველოში იური ტოლსტიხმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100