სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

7 მარტს მსოფლიოში აღიარებული არტისტის, R&B-ს, ფანკის, სოულისა და გოსპელის შემსრულებლის − Jocelyn Brown-ის კონცერტი გაიმართება

SOLO და კომპანია „გაერთე ივენთსი“, „m|group“-ის მხარდაჭერით - 7 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) წარმოგიდგენთ - Jocelyn Brown-ის კონცერტს. არტისტი მსოფლიოში აღიარებული, R&B-ს, ფანკის, სოულის და გოსპელის შემსრულებელია. Jocelyn Brown-ი პირველად ეწვევა საქართველოს და ქართველი მელომანების წინაშე წარსდგება, კონცერტზე მისი შემოქმედებიდან ყველასათვის ცნობილი ჰიტები გაიჟღერებს.

კონცერტის ბილეთების შეძენა 16-21 თებერვლის ჩათვლით, შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე − www.tkt.ge, თავდაპირველად ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ SOLO-სთვის ექსკლუზიურად. 22 თებერვლის დილის 10:00 საათიდან კი, ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

თითოეულ SOLO მომხმარებელს, ერთჯერადად 10 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა აქვს - ბილეთის ფასი 60 ლარიდან იწყება; ხოლო ის, ვინც არ არის SOLO - ბილეთს 80 ლარიდან შეიძენს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.SOLO.ge ; http://facebook.com/www.SOLO.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100