სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეს იქნება რთული გზა.. საქმე ეხება კლუბს, რომელიც მაღალი რეპუტაციით სარგებლობს" - "ბასიანის" დამფუძნებლის განცხადება

რეჟისორი და პროდუსერი, კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი განცხადებას ავრცელებს:

"ჩვენი მისამართით საეჭვო ძალების მხრიდან დაუსაბუთებელი ბრალდებები და მუქარის შემცველი განცხადებები არ ნელდება და გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მართული ძალები რიგ პროვოკაციულ ნაბიჯებს გეგმავენ, მათ შორის შეკვეთილი სტატიები, დადგმული ვიდოების გავრცელება და სხვა.

ჩვენ აღარ დავტოვებთ მსგავს ბრალდებებს უპასუხოდ, რადგან საქმე ეხება კლუბს, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. სწორედ ამიტომ, კლუბის წარმომადგენლები, ვიწყებთ სამართლებრივ ქმედებასა და სარჩელის მომზადებას ყველა იმ იურიდიული თუ ფიზიკური პირისა და მედიასაშუალების მიმართ, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულში გვდებენ ბრალს, ხელს გვიშლიან ყოველდღიურ საქმიანობაში და ღირსებას გვილახავენ არამარტო ჩვენ, არამედ ჩვენს ათასობით სტუმარს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას.

ეს იქნება რთული გზა, მაგრამ თქვენი იმედი გვაქვს", - წერს ორაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100