"თითქოს წლებმა ელვასავით გაიქუხა" - აშშ-ში მოკლული ქართველი ექიმის ლექსი, რომელიც მეუღლეს მიუძღვნა

აშშ-ში მოკლულმა ქართველმა ექიმმა, დავით კანდელაკმა, 7 წლის წინ საცოლეს ლექსი დაუწერა. "დრონი.ჯი" ამ ლექსს ექსკლუზიურად გთავაზობთ:

"ჩემი სიყვარულის ამბავი - დავით კანდელაკი.


დასაწყისი მახსოვს როგორც დღე გასული,
თითქოს წლებმა ელვასავით გაიქუხა;
თითქოს ყვავის ტყე და მდელო თორმეტი თვე,
მზე გაცხელდა, გაელვარდა, ნაცრისფერი ცა გალურჯდა.
გულში ყვავის აკაცია
და სურნელი მიტკბობს დღეებს;
აბა კაცი რა კაცია
თუ სიყვარულს არ იგემებს.
მახსოვს როგორ გაიელვა
თვალწინ მისმა სათნო სახემ
და ამივსო გული რწმენით
ვით ფიალა ღვინით სავსე.
მიყვარს! მიყვარს!
მინდა მუდამ გავიძახო
რომ სამყარომ
ჩვენი ძალა დაინახოს.
მიყვარს! მიყვარს!
დღისითა თუ ღამით;
სიყვარული მიპოვნია
და ვამაყობ ამით...
განა ყველამ იცის გემო ამ ცხოვრების,
განა ყველამ იცის ფასი გრძნობის,
განა ყველას ძალუძს რწმენა სათნოების,
განა ყველას ესმის არსი ტრფობის.
დასაწყისი მახსოვს როგორც დღე გასული,
თითყოს წლებმა ელვასავით გაიქუხა;
გავბედე და ხელი ვთხოვე სიყვარულის...
შემომხედა, გაიღიმა, და არაო - გაიხუმრა!"

კომენტარი