სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

30 იღბლიანი ჯეიმს ბლანტს პირადად გაიცნობს

ყველასათვის საყვარელი ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი მსოფლიო ტურნეს “The Afterlove-ის” ფარგლებში თბილისს, 26 მაისს ესტუმრება და მონაწილეობას მიიღებს ფესტივალში „დამოუკიდებლობის დღე“.

ჯეიმს ბლანტმა სახელი 2005 წელს გამოცემული ალბომით Back to Bedlam გაითქვა და ასევე, ყველასათვის საყვარელი სინგლებით “You’re Beautiful” და “Goodbye My Lover”. მომღერალი ფანებს საყვარელი ჰიტების შესრულებას პირდება.

კონცერტი მიხეილ მესხის სახელობის (ლოკომოტივის) სტადიონზე გაიმართება.ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე. ხოლო ის, ვინც ბილეთებს 31 იანვრის ჩათვლით შეიძენს, მიიღებს შანსს არა მხოლოდ მოუსმინოს, არამედ შეხვდეს კიდეც საყვარელ შემსრულებელს. 30 იღბლიანი პირადად გაიცნობს ჯეიმს ბლანტს.

ცნობილია, რომ ფესტივალზე მოწვეული ჯგუფია - The Parlotones - როკ ბენდი იოჰანესბურგიდან (სამხრეთ აფრიკა), რომელიც სიყვარულსა და ცხოვრებისეულ მოტივებზე შექმნილ სიმღერებს შეასრულებს. ღონისძიენაბს მასპინძლობას ენერგიული და ძლიერი როკ ჯგუფები Young Georgian Lolitaz და Loudspeakers გაუწევენ. Young Georgian Lolitaz - ეს არის მამაკაცებით დაკომპლექტებული პირველი ბენდი, რომელიც 2016 წლის „ევროვიზიაზე“ საქართველოდან წარსდგა, Loudspeakers - ცნობილი ქართული როკ ჯგუფი, რომელმაც უზარმაზარი პოპულარობა Tbilisi Altervision მუსიკალური ფესტივალით მოიპოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100