სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დუისში რაც ხდება არის ტრაგედია" - კურიერის ჟურნალისტი გარდაცვლილი მაჩალიკაშვილის სახლიდან ფოტოებს აქვეყნებს და აი რას წერს

კურიერის ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი, პანკისის სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის სახლიდან ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
"არასდროს მინახავს ისეთი ღირსეული ადამიანი, მითუმეტეს ჭირისუფალი, როგორიც თემირლან მაჩალიკაშვილის მამაა. მე არ ვიცი ჰქონდა თუ არა კავშირი ტერორიზმთან 19 წლის თემირლანს, თუმცა დუისში რაც დღეს ხდება არის ტრაგედია. ზოგჯერ არაფერს აქვს აზრი. საერთოდ არაფერს".

შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თავის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. გუშინ კი გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100