მოკლული მოზარდის ახლობელი – "ლევანისა და დათოს საერთო მეგობარს 51-ე სკოლელი გოგონა უყვარდა"

ლევანისა და დათოს მეგობარ ბიჭს 51-ე სკოლელი გოგონა უყვარდა. მერე 53-ე სკოლაში გადასულა და იქ სხვა ბიჭი შეუყვარდა, ამის გამო მოხდა უთანხმოება – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას მოკლული მოზარდის ლევან დადუნაშვილის ახლობელი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, გოგონას შეყვარებულმა, რომელიც 53-ე სკოლელია, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მეგობრებს სთხოვა, ჩართულიყვნენ გარჩევებში.

„ლევანისა და დათოს მეგობარ ბიჭს 51-ე სკოლელი გოგონა უყვარდა. მერე 53-ე სკოლაში გადასულა და იქ სხვა ბიჭი შეუყვარდა. ამის გამო მოხდა უთანხმოება. გოგონას შეყვარებული ძველ შეყვარებულს გოგოსთვის თავის დანებებას სთხოვდა. ამ ტრაგედიას წინ უძღვოდა საქმის გარჩევები. ეს 53-ე სკოლის პედაგოგების ყურამდეც მისულა და დამრიგებლებს ბიჭების მამები გაუფრთხილებიათ, შვილებისთვის ყურადღება მიექციათ. სამწუხაროდ, ასეთი რამე 51-სკოლის დირექციას არ გაუკეთებია – ბიჭების მშობლებმა ამ კონფლიქტზე არაფერი იცოდნენ… როგორც მითხრეს, ოთხ მოზარდს ჰქონდა დანა და ახლა მათი ვინაობის დადგენას ცდილობენ. ჩვენი ინფორმაციით, გოგონას შეყვარებულმა, რომელიც 53-ე სკოლელია, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მეგობრებს სთხოვა, ჩართულიყვნენ გარჩევებში. როგორც მითხრეს, დაკავებული ახალგაზრდა, რომელმაც ლევანი მოგვიკლა, სწორედ პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობს. იმავე სკოლის მოსწავლეა მეორე ბრალდებულიც, რომელსაც პოლიცია ეძებს“, -აცხადებს ლევან დადუნაშვილის ახლობელი.

კომენტარი