მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 900
ყველაზე კითხვადი სტატია
200 x 500
ბანერი - 31
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ბლოგები
ლი­ბე­რა­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში
ახლა კითხულობენ

უკომენტარო ფოტო: სასტიკი ავარია თბილისში  

აშშ-ში ცოლ-ქმარმა 10 მლნ დოლარის ღირებულების განძი იპოვეს  

შიშველი ქალი და "უფალო შეგვიწყალენ" - ეს საქართველოა  

ყველაზე ძლიერი ადამიანები  

ქორწილი გაძლიერებული დაცვის თანხლებით - ამ წყვილს თანამედროვე რომეო და ჯულიეტა უწოდეს  
200 x 120
ბანერი - 7

ვინ არის გიგა პაპასკირი? 

ადრიანო ჩელენტანოს 50 წლიანი სიყვარული და ქალი რომლის გამოც ის მატარებლის რელსებზე გაწვა 

ტყვედ გაყიდული ქართველი, რომელსაც თვით შაჰიც ემორჩილებოდა 

გიჟური რბოლა თბილისის ქუჩებში (ვიდეო) 

Mercedes ML და BMW X5 ერთმანეთის წინააღმდეგ (ვიდეო) 

ზაალ სულაკაურს კომფორტული და განსხვავებული მოტოციკლი ჰყავს 
200 x 336
ბანერი - 8
200 x 120
ბანერი - 12
ქართული, მამაპაპური სექსი
ალეკო ცქიტიშვილი, lib.ge
03:47 26.08.2011

ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს

„ჩვენთან სექსი არ არის!“ - ეს, ალბათ, საუკუნის ფრაზაა, რომელიც მკაცრი თავდაჯერებულობით წარმოთქვა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთმა ფრიგიდულმა მოქალაქემ გასული საუკუნის მიწურულს. იქნებ სულაც არ იყო ფრიგიდული, მაგრამ მაშინ მისმა თავდაჯერებულმა და გულუბრყვილო ტონმა გვარიანად აცინა ამერიკელები. ნუთუ მართლა?! - გვარიანად დაფიქრნენ ჰომოსოვიეტიკუსებიც, რომლებიც გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს პირველ ტელეხიდს სსრკ-სა და აშშ-ს შორის.

ეს ფრიგიდული საბჭოთა ამხანაგი ბევრს გაახსენდა ქართულენოვანი „პლეიბოის“ პირველი ნომრის გამოსვლისას, როცა ჟურნალის ფურცლებზე ქართველი მზეთუნახავები გაშიშვლდნენ და ბროლის კოშკში გადამალული ღირსებანიც თამამად გამოამზეურეს.

„ჩვენთან სექსი არ არის!“ _ სხვადასხვა ტელეარხსა თუ ბეჭდურ გამოცემაში ყინჩად ამტკიცებდნენ ისინი, ვისაც ქალის, როგორც ასეთის, ეშინია და თვალებზე ეფემერულ ქართულ ტრადიციებს იფარებს.
ზოგიერთმა „პლეიბოი“ მხოლოდ სექსთან გააიგივა და მკაცრი განაჩენიც გამოიტანა: ქეთევან დედოფლისა და ნესტან-დარეჯანის ქვეყანაში „პლეიბოი“ არ უნდა არსებობდეს!

და - რუსუდან დედოფლისა და ფატმან ხათუნის სამშობლოში?!..
რა თქმა უნდა, ელემენტარულად შეუძლებელია, სექსი არ ყოფილიყო ქვეყანაში, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.

მაშ, როგორ გავმრავლდით?!
როგორ მოვიგეთ მრავალი ომი, აურაცხელი წაგებისა და განადგურების შემდეგ?!
როგორ მოვაღწიეთ დღემდე?!

ეს ისეთი კითხვებია, რომელიც არ გვინდა, მხოლოდ რიტორიკად დარჩეს. ამიტომ ამჯერად, ცოტა სერიოზულად დავინტერესდით _ იყო თუ არა სექსი საქართველოში?
ჩვენი დასკვნა ორაზროვანია _ იყო და არც იყო!

იყო და არა იყო რა :-)

იყო იმიტომ, რომ მრავალი წყარო მიუთითებს საქართველოში სექსის, როგორც არამხოლოდ განაყოფიერებისა და გამრავლების საშუალების თაობაზე და არ იყო - იმიტომ, რომ როგორც ჩანს, მაინც ყოველთვის უმრავლესობაში იყვნენ ისინი, რომლებსაც სექსი მხოლოდ განაყოფიერებისა და გამრავლების საშუალებად მიაჩნდა.


სათავეებთან

მაინც საიდან იღებს სათავეს ჩვენი ეროვნული, მამა-პაპური სექსი?
იქნებ იმ ზეზვასა და მზიას ველური გზნებიდან, რამდენიმე მილიონი წლის წინათ დმანისში რომ სახლობდნენ? ეს ძალიან შორეული ამბავია, მაგრამ უხსოვარი წინაპრების ძვლებმა 21-ე საუკუნეში უძველესი ევროპული ერის სტატუსი მოგვანიჭეს. ან იქნებ ჩვენებური ღვინის ღმერთის _ ბადაგონის ერეგირებული ასოდან იწყება ქართული სექსის თავგადასავალი? არქეოლოგებმა ამ პატარა ბრინჯაოს სკულპტურას თავდაპირველად ქიტესა დაარქვეს (ხუმრობით). სულ ახლახანს კი ახალი ქართული ღვინის კომპანიის _ „ბადაგონის“ ემბლემად იქცა.

ხუმრობა როდია - ბადაგონის ერეგირებული ასო უკვე ბრენდია! სწორედ ის ამცნობს მთელს მსოფლიოს სხვადასხვა გამოფენებზე, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. ცოტა ხნის წინათ ყველამ ვნახეთ, თავისი ურცხვად შემართული იარაღით როგორ დარაჯობდა ბადაგონი ქართულ საგამოფენო პავილიონს ლონდონში (თუ სწორად გვახსოვს) - ალკოჰოლური სასმელების მეტად პრესტიჟულ ფესტივალზე.

ბადაგონი _ ეს ჩვენი ეროვნული, წარმართული ღმერთი იმ ეპოქიდანაა, როცა დედამიწის ზურგზე მრავალგან არსებობდა ფალოსის კულტი. მაშინ საქართველოშიც ბევრგან შეხვდებოდით „წმინდა ალაგას“ წამოჭიმულ გიგანტურ ფალოსს. თუ სწორად გვახსოვს, ფალოსის კულტი წინ უსწრებდა ყველანაირ პიროვნების კულტს, სტალინისა და შევარდნაძის პიროვნების კულტების ჩათვლით. ფალოსიც, როგორც ასეთი, არავის უკვირდა. უკვირდა კი არა, წარმართულმა ტრადიციებმა, რომლებიც ამ კულტს უკავშირდება, საქართველოში ლამის დღევანდლამდე მოაღწია.

ისე, კულტს ჩვენ ვეძახით, თორემ მისი ქურუმებისათვის, რომლებიც მსოფლიოში ახლაც არიან, ფალოსი ისეთივე სიწმინდეა, როგორიც ჰინდუისტისთვის ოთხი ვედა ან ქრისტიანისთვის ჯვარი. ფალოსი არ ყოფილა უბრალოდ „კულტის საგანი“. ჩვენი წინაპრებისთვის ის იყო ბუნების ძლიერების, ნაყოფიერების და ღმერთის მამრობითი საწყისის, სამყაროს დასაბამის სიმბოლო.

აპოლონ წულაძის ნაშრომში „ეთნოგრაფიული გურია“ აღწერილია „ფოთლით ცეკვა“, რომელიც, ავტორის დასკვნით, გაზაფხულის მიგებებისა და გამრავლების კულტთან დაკავშირებული უძველესი რიტუალია. საინტერესოა, რომ ფალოიდური კულტურის ეს აშკარა „გადმონაშთი“ კარგად ერწყმის ქრისტიანულ დრესასწაულს - აღდგომას. თუმცა, აჯობებს, თავად ეთნოგრაფს მოვუსმინოთ:

„აღდგომასა და მეორე-მესამე დღეს (ახალ კვირამდე) სათამაშოზე ცეკვა რომ დაიწყებოდა, 10-15 საცოლედ შეღერებული ჭაბუკი სათამაშოდან მოშორებით, ერთ-ერთ კარგ მოცეკვავე ვაჟს მთლიანად მორთავდნენ მწვანე ფოთლებით, დაამსგავსებდნენ ადამიანის ფიტულს, ქუდი და ქამარ-ხანჯალიც კი ფოთლებისაგან უნდა ყოფილიყო და ამავე დროს უნდა ჰქონოდა თავის ადგილას კარგა მოზრდილი მწვანე „ფალოსი“. ვაჟი არ უნდა ეცნოთ. როცა ქალ-ვაჟი თავდავიწყებით უვლიდნენ, ამ ფოთლის ვაჟს შემოატარებდნენ, გაარღვევდნენ წრეს და საცეკვაო წრეში შეაგდებდნენ. ის დაიწყებდა ცეკვას და ვაჟს ქალს წაართმევდა, დაღლიდა ერთს, გაიწვევდა მეორეს, მესამეს და შეიძლება მეტსაც, და როცა თვითონაც დაღლას იგრძნობდა, მაშინ „ფალოსს" იშიშვლებდა და იმათ ყველა მხრივ სალამს აძლევდა - „აბაბრიკებდა“.

შეიქმნებოდა ქალების წიოკი. დაირცხვენდნენ, მაგრამ ცალი თვალით მაინც უცქეროდნენ, ვაჟები ჟრიამულობდნენ, იცინოდნენ, ამავე დროს წაეტანებოდნენ მას და ცდილობდნენ ფოთლის შემოგლეჯას, მაგრამ ის წრიდან თავის ტოლებს გაჰყავდათ, ზოგჯერ ვერც კი გაიგებდნენ თუ ვინ ცეკვავდა“.

დაახლოებით მსგავსი რიტუალი აღწერა კონსტანტინე გამსახურდიამ სვანეთში, გასული საუკუნის დასაწყისში. შესაბამისი ეპიზოდის წვრილად გადმოცემას აღარ შევუდგებით ცნობილი რომანიდან - „მთვარის მოტაცება“. გურულების მსგავსად იქ უკვე სვანები „აბაბრიკებენ“ უზარმაზარ ფალოსს და უძველეს ორგიასტულ წეს-ჩვეულებებსაც ვხედავთ, დღესდღეისობით - მხოლოდ თეატრალიზებულს.

სექსი და აკრძალვა

სექსს ხშირად აკრძალული ხილის ეპითეტით მოიხსენიებენ, რადგანაც მთელი სიტკბოება, რაც ორი სხეულის შერწყმას ახლავს თან, ადამიანმა სამოთხეში, საბედისწერო ვაშლის ჩაკბეჩის შემდეგ შეიმეცნა.

როგორც ჩანს, სექსს „აკრძალული ხილი“ მაინც იმ ხალხისაგან ეწოდა, ვინც აკრძალვას წმინდა ადამიანურ გრძნობებთან, თუ ცოდვებთან ბრძოლის კარგ იარაღად თვლიდა. ზოგიერთი მათგანი მეტად პატივცემული ადამიანიც იყო. საქართველოს ისტორიიდან კარგად ჩანს, რომ მათ ხშირად მეფეზე დიდი გავლენაც ჰქონდათ. მათი შიშით და რიდით მეფეები საყვარლებს ვერ იჩენდნენ. ზოგიერთ მეფეს სექსუალური დაუკმაყოფილებლობის პრობლემის მოგვარება სასახლის გარეთაც კი უხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ „ბაითი“ მაგარი ჰქონდა. ასეთნი მდაბიო გლეხის ტანისამოსს იცვამდნენ, ინით წვერს იღებავდნენ, დროებით სახელად გლახუნას ირქმევდნენ და... წავიდა ესემესებიიიი!..

ესემესები კი არა და - მეფური სექსი ბუჩქებში!
არადა - უშიში, ვითარცა უხორცოო - გვამცნობს მემატიანე.
აი, მეფე აშოტ კურაპალატს რომ თავი მართლა უშიში ეგონა, ერთი-ორი ღამით გლეხუჭად არ იქცა და თივის ზვინებში არ იკოტრიალა.

მაგრადაც მოხვდა. ალბათ, იფიქრა, მეფე ვარ და სექსს სადაც ვინებებ, იქ მექნებაო, მაგრამ... გიორგი მერჩულე გვიამბობს:
„ხელმწიფემან აშოტ კურაპალატმან დაიპყრნა მრავალნი ქვეყანანი და აღაშენა ციხე არტანუჯისაი საცხორებელად დედუფლისა, მეუღლისა თვისისა. და მას შინა კეთილად ცხოვნდებოდა მრავალთა წელიწადთა.
ხოლო აცთუნა მტერმან ხელმწიფე იგი და მოიყვანა მან დედაკაცი სიძვისაი ციხესა მას შინა, რომლისა თანა იმრუშებდა, რამეთუ ეშმაკი ტრფიალებისაი ფრიად აზრზენდა. რომელსა პირველ არა აქვნდა ეგევითარი ჩვეულებაი, არამედ ძლეულ იქმნა ბოროტითა მით ცოდვითა...“

მაინც რა ოხერი ვინმეა ეს „ეშმაკი ტრფიალებისაი“!.. მეფესაც კი შეუძვრება და დედოფლის ღალატისკენ უბიძგებს... მაგრამ გრიგოლ ხანძთელი ფხიზლობს („და ვითარცა ესმა ნეტარსა გრიგოლს საქმე იგი სულისა განმხრწნელი, შეწუხნა ფრიად...“). იგი პირადად მიდის „სიძვის დედაკაცთან“, რომელსაც ღვთისმსახურისადმი შიში იპყრობს და თავს იმართლებს: „მე თავსა ჩემსა ზედა ვერ თავისუფალ ვარ, ვინაითგან გარდარეული სიყვარული აქვს ჩემდა მომართ კურაპალატსა, და აწ არაი უწყი, თუ რაი ვყო“. გრიგოლ ხანძთელი ასწავლის, რაც უნდა „ჰყოს“ - მონაზვნად ამწესებს ერთ-ერთ მონასტერში. შემდეგ კურაპალატის ჯერიც დგება. მეფე თავდაპირველად განრისხდება, უკანონო, მაგრამ სულზე უტკბესი სექსის წყარო რომ დაუშრიტეს, მაგრამ ბოლოს ბედს ეგუება. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“ ისტორიას შემორჩა კურაპალატის უმწეო ამოძახილი: „ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს“.

თითქოსდა ცუდი რა არის, მეფის მორალურ ავტორიტეტს და რეპუტაციას რომ ღვთისმსახური უფრთხილდება, მაგრამ ჩვენ სექსზე და აკრძალვაზე ვსაუბრობდით. აკრძალვას კი ხშირად უკიდურესობები ახლავს თან. დღეის გადასახედიდან დაუჯერებლად გვეჩვენება, რომ ჩვენი წმინდა მამანი და მეუფენი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ მტკვარში ყრიდნენ. რუსთაველს ბერად აღკვეცამაც ვერ უშველა. არადა, საბაბიც ბევრი მისცა მათ - მორალის მოდარაჯეებს. განსაკუთრებით ეს ფატმან-ხათუნია მეტად გამაღიზიანებელი - ბოზი, ვაჭარი, ლიდერი, თავისუფალი ცხოვრების წესითა და სილაღით დროს რამდენიმე საუკუნით უსწრებს და დღევანდელ ემანსიპირებულ დიაცებთან უფრო ახლოს დგას. ერთგან ავთანდილს შესჩივლებს: „მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალათ ნასი“.

შთამბეჭდავია თამამი ეროტიკული ეპიზოდი „ვეფხისტყაოსნიდან“: „მას ღამით ფატმან იამა ავთანდილს თანა წოლითა“ და კიდევ ეს სტრიქონები, ირონიული აფორიზმით: „ფატმან მას ზედა იხარებს მართ ვითა იადონია. თუ ყვავი ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონია“. რა არის ეს - ქალი ზემოდან?!.. რაც შეეხება ავთანდილს, მისთვის ეს ღამე საამო ვერ არის, რადგანაც „ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა“. სექსი ძრწოლვით?!..

დიახ, შოთა რუსთაველის მთავარი გმირები მაინც მონოგამიური ცხოვრების წესის მიმდევარნი არიან. გრძნობებთან დაკავშირებით თვითონაც გამოხატული მწერლური პოზიცია აქვს: „მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში“. ეს პოზიცია პოემაში კარგად ჩანს, მაგრამ საქართველოს ისტორიის რაღაც ეტაპზე მაინც დადგა დრო, როცა მორალის სახელით „ვეფხისტყაოსანი“ მტკვარში მოისროლეს.

სექსი, ბოზობა და პეტტინგი

მორალისა და სექსის უთანასწორო ჭიდილი ადამიანთა მეტყველებაში აჩენს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა ზემოთხსენებული „დედაკაცი სიძვისაი“, აგრეთვე - ურთიერთობათა ისეთ კატეგორიებს, როგორიცაა - „საქმე სულისა განმხრწნელი“ - ანუ „ბოზობა“, „სიძვა“, „მრუშობა“... თუმცა, სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ეს ყველაფერი ერთი და იგივე სულაც არ არის: „ბოზობა - სიბოზის ქმნა. ბოზობა ორად განიყვების: სიძვად და მრუშებად. სიძვა არს უმეუღლეოს ქმნილი, ხოლო მრუშება - მეუღლიანის მიერ ქმნილი ბოზობა.“
მორალისა და სექსის ჭიდილს ასახავს დავით გურამიშვილის „ქაცვია მწყემსიც“, რომელსაც ლიტერატორები პირველ ქართულ ეროტიკულ ნაწარმოებსაც უწოდებენ. „დავითიანიდან“ ჩანს, რომ ავტორის სიმპათია მორალისკენ იხრება, მაგრამ იგი წმინდა ადამიანური გრძნობებისადმიც შემწყნარებლურია. დღესაც კი ლაღად და სულმოუთქმელად იკითხება თექვსმეტი წლის გოგო-ბიჭის ისტორია, რომელთაც სექსი სწყურიათ, მაგრამ მორალი აბრკოლებთ:

„იყვნენ ქალ-ყრმანი სახით შვენიერ,

მშვიდ, მდაბალ, კეთილ, გულით მეცნიერ,

ერთისა ხნისანი, თექვსმეტის წლისანი, ერთად შეზრდილნი.
რა ბიჭს დაუწყო გულისთქმამ ბრძოლა,

მაიწადინა გოგოსთან წოლა. გოგომ თქვა უარი!..“

„...ჯვარდაუწერლად ეგე საქნელი ნუ გჩანს ადვილად,

ცოდვა არს ძნელი. ღმერთსა ეწყინება...“

„აწ რომ დამიწვე და მუცლად ვიღო, ქვეყნად როგორა ხმა ამოვიღო?

თუმცა ვარ საცოლო, შვილი რომ მაყოლო, მერმე რაღა ვქნა?!

ჩვენ დაგვარქმევენ ბოზთ, მეძავს, მრუშებს და ჩვენს შვილებსა - ნაბიჭვრებს, ბუშებს; სახელი გატყდების, ქვეყანა ასტყდების ჩვენს საძრახავად.

იტყვიან - რისთვის არ იქორწინეს?!..“

ქაცვია მწყემსის ამბავი - ეს პოემა პოემაში - ისეთ ადამიანურ ურთიერთობებზე მოგითხრობთ, დღესაც რომ აქტუალურია. კარგი რეჟისორი კარგ ლირიკულ-ეროტიკულ ფილმსაც გადაიღებდა ამ ონავარ მოზარდებზე.

გული არ გვითმენს, კიდევ რამდენიმე ნაწყვეტი არ მოვიხმოთ:

„ოდეს მირეკეს ცხვარი ჭალაკად, ბიჭმა გახადა გოგო მალაყად,

რა რომ დააღირა და ქნა დააპირა, ჩხიკვმა შეყვირა!“

ეს ჩხიკვი არასასურველი მოწმეა... და კიდევ:

„არ დაიხედა მან ნდომით წინა, საჩქაროდ გოგო წამოაწვინა;

სადაცა ეყარა მრავლადა ეკალა, დასცა მაზედა.

საბრალო გოგომ ტიტველი ნაცი ზედ დანახივა, სად იყო ქაცვი.

რა რომ ის იტკინა, გოგომ იმწვიტინა გამწოებულმან“.

სხვა წყაროებიდანაც ჩანს, რომ მიუხედავად მრავალი აკრძალვისა, მორალური შეგონებისა თუ შეშინებისა, სექსი საქართველოში არსებობდა. ერთ-ერთმა ჩვენმა წინაპარმა ამაყადაც კი დაიქადნა:

„ბევრ ქალა შავაყინტრავე
თხილობა შვინდობაშია,
ბევრას ვათქმიე ქალასა:
- მაგხმარდას მშვიდობაშია,
ნეტავ კი შაგეხსნებოდეს,
ჩავდებდი კიდობანშია“.

რევოლუციამდელ ქალსაც, როგორც ხედავთ, წმინდა ადამიანური ნატვრა ჰქონია, რადგან არ ჰქონდა... ვიბრატორი... აქ ვახუშტი კოტეტიშვილის წიგნიდან „მოუკრეფავნი“ კიდევ ერთი სტროფი უნდა მოვიხმოთ (ვაჟა-ფშაველას მიერ (!) ფშავში ჩაწერილი):

„ქალას შავთხოვე, არ მამცა,
რუსულად მითხრა: ნიატო!
მიწითამც ამოგევსების,
ჩემდ ძვირო, სხვისთვის იაფო!“

ეს „არ მაცემა“ ფშავ-ხევსურეთში მეტად გავრცელებული რამ იყო. ტრადიციების ერთგულ ამ ყველაზე კონსერვატორულ კუთხეებში დღეს უკვე ღიმილით იხსენებენ „სწორფერთა“ და „წაწალთა“ ისტორიებს. სწორფრობ-წაწლობის ინსტიტუტიც დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა. ჩვენი მამა-პაპანი კი, ეჰ, როგორ იტანჯებოდნენ:

„მოვიდა იგი, ავხორცი და უმანკო. ჩვენი ალერსი წამებად იქცა. „რატომ არ უნდა მოხდეს ჩვენს შორის ის, რაც ხდება ვაჟსა და ქალს შორის?“ ვკითხე მას ჩემს გვერდით გართხმულს. „მე ხომ შენი სწორფერი ვარ და შენ ჩემი!“ მიპასუხა მან. „ეს ხომ წამებაა!“ შევძახე მე. „წამებაა?“ მომიბრუნა სიტყვა: „ტკბილ ხომ არს?!“ ტკბილი იყო „ეს“ უთუოდ, მაგრამ ასე მტანჯავი, რომელმა ვაჟმა შესძლოს ამ ცეცხლის ატანა?“

„ხანდახან ძალა აღარ ჰყოფნით სწორფერთ“ მითხრა მან, „ხოლო ეს სირცხვილი არს, აუგია“. „რომ დაქორწინდნენ?“ „არ იქნების ქორწინებაი, აკრძალულ არს“. „მაშ მე არ შემიძლია შეგირთო?“ „არა!“ „ეს ხომ წამებაა!“ „ტკბილ ხომაა!“

ასე იტანჯება გრიგოლ რობაქიძის პერსონაჟი მის ერთ-ერთ საუკეთესო მოთხრობაში „ენგადი“. მისთვის მთის ტრადიციები უცხოა და ვერაფრით ხსნის, რატომ არ შეიძლება „ის“ ქალთან, რომელიც სარეცელზე სხვას ყველაფერს „კადრულობს“:

„ქალი გაიშხვართა ლოგინზე ჩემს გასწვრივ. მე სუნთქვა მელეოდა. ქალი მომეხვია მღვივანი და შუბლი გადამიკოცნა. მოვხვიე ორივე ხელი მის თავს და ჩავეკონე მოწყურებული მის ხალას ტუჩებს. იგი მნებდებოდა. ხოლო როცა ჩემსკენ მოვიზიდე მისი ათქვირებული ტანი, იგი უფრო კუშტად შეირხა კვლავ და მომეგება მკაცრად: „ეგ არ იქნების! ჩვენ ხომ სწორფერნი ვართ!“ გონება დავკარგე. ყველაფერი, მხოლოდ „ის“ არა – როგორ უნდა გამეგო ეს?“

როგორ და, - ჭრელად!..

წაწლობა და სწორფრობა, როგორც ჩანს, წმინდა ქართული, მამა-პაპური პეტტინგი იყო _ წრეგადასული და მადლობა ღმერთს - მივიწყებული. ხშირი იყო ისეთი შემთხვევები, როცა კაცსაც და ქალსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში წაწალ-სწორფერი უყვარდა, მაგრამ მათთან ქორწინება ეკრძალებოდათ. ამიტომ, ფაქტობრივად, კანონიერ მეუღლეებთან მრუშობდნენ და კურთხეულ სარეცელს „უგულო სიყვარულს, ხვევნა-კოცნასა და მტლაშა-მტლუშს“ უთმობდნენ - მხოლოდ ცოლ-ქმრული ვალდებულებისათვის.

* * *
კიდევ ბევრი რამ დაგვრჩა სათქმელი, მაგრამ სიტყვაც ძალიან გაგვიგრძელდა. ზოგი რამ თავადვე გაიხსენეთ, ქართველი კლასიკოსებიც გადაიკითხეთ და ქართული, მამა-პაპური სექსის შესახებ თავადვე გვიამბეთ. ჩვენ ჩვენი უკვე გითხარით - სექსი საქართველოში იყო და არც იყო. იყო და არა იყო რა!

ალეკო ცქიტიშვილი

კომენტარი     ბეჭდვა  

მაიკო2011-08-26 10:22:53
მაგარი სტატიაა და კარგი შედარებებია :) მე მომეწონა , იყო და არა იყო რა.....
ეხლა უკვირთ მოხუცებს როგორი " ხვევნა-კოცნა-მტლაშა-მტლუში" იცითო :)) ბებიამ ისიც თქვა ჩემი ქმრისთვის ტუცებშიც არ მიკოცნიაო... არა აბა მე გავუჩინე 2 შვილი?!

დიონისე2011-08-26 10:34:57
სმდააა... რა გვეშველება ნეტავ? ბოდიში და სულ გაუბერეს ამათმა.

დოდო2011-08-26 10:38:55
საროლ, კაი სტატიაა!

ლიზი2011-08-26 10:41:06
წერის სტილი მომეწონა და გამიკვირდა, პრესა.გე- ზე ასე კარგად რომ წერდნენ და თურმე სტატია ლიბ.გე-დან არ ჰქონიათ დაკოპირებული :)))))))

ირაკლი2011-08-26 11:15:47
ჰო ეხლა დაიწყებენ ასეო ისეო სექსი სულ იყოო , ეგ მარტო წიგნებში დღეს მხოლოდ პორნო ფილმებშია, და თუ ვინმეს უნდა როგორც პორნო ფილმებშია გაიყვენოს თავისი ოჯახი და ისე იცხოვროს მოხარული ვიქნებით და მერე აზრები და შთაბეჭდილებები გაგვიზიაროს, მაგრამ არა მაგათ იმედი აქვთ რომ სხვა იქნება და ეგენი ისარგებლებენ ასე რომ ვთქვათ ფულიანები მაგათ მისცემენ "ბატონის უფლება პირველი ღამისა" ,ეგ ვერ ამტკიცებს რომ ყველა ეგრე იყო, მასე რომ ვთქვათ გათხოვილი ქალებიც მასტურბირებენ (ფილმიში a l'aventure "ყველა ზდასრულმა უდა ნახოს" ეს პორნო არაა წინდაწინ ვამბობ) მაშ რაგა ვქნათ ვიცხოვროთ როგორც პორნო-ში? რადგან ეგეც ადამიანების დაფარული "ყველასი არა" ვნებებია რომ არ დაჭირდეს ცოლს სხვა კაცზე ოცნება და მასტურბირება მივუყვანოთ ჩვენთვითონვე დემოკრატიულად და უკომპლექსოდ

დემეტრე2011-08-26 11:48:27
ლიზიიი, ეს რო პრესაგე არააა? ვინ არის პატარა ბოღმა და გაბოროტებული, სექსმოწყურებული მდედრიიიი??? შენ გაკოცა სოსო შატბერაშვილმა :))))))))

ნიკა2011-08-26 11:54:08
ალეკო ცქიტიშვილო შენი წინაპარი იყოს თუ გინდა ფალოსის თაყვანისმცემელი, შენ თუ ეგრე გწამს შენი ნებაა. მარა ისე იცოდე რო ესეთი ბოროტი სტატიებით შენ შეიძლება ვინმე შეცდომაში შეიყვანო და არასწორი წარმოდგენა შეუქმნა სინამდვილეზე, ასე რომ კარგად დაფიქრდი სანამ რამეს დაწერ, სხვისი შეცდენა უფრო დიდი ცოდვაა ვიდრე ის რო მარტო შენ ცხოვრობდე ცოდვაში.

მაკაკუნა2011-08-26 12:25:38
ნოდარ დუმბაძის მოთხრობა "თალიკო"გამახსენდა.ჭიპის მარჯვენა მხარეს,ბეჭდის თვალივით ლამაზი ხალი,ქმარს ნანახი რომ არ ქონდა.7 შვილი კი ყავდათ ერთად.ასეც ხდებოდა.

დნმ2011-08-26 12:27:39
რაზე დაობთ არ მესმის:)) ვინ რის მოწინააღმდეგე ან მოხრე ხართ????

ვოლდემარ2011-08-26 13:00:32
ღვინის სამშობლოში აბა როგორ არ იქნებოდა, მაგრამ ალბათ უფრო ვაჟკაცურად ეცოდინებოდათ და ნაბახუსევზე ნამეტანად. ისე როგორ არ დამთავრდა ამ თემაზე კამათი. ესეც ერთ-ერთი მდგომარეობა (პოზა) ხომ არ არის? ამას წინათ ეროი ბებო მეუბნება რა სექსუალურად გაცვიაო. გამეცინა. რა გაცვინებსო, არ იცი რომ ეხლა ასეთი მოდა არისო გაუკვირდა. ისე თუ იცის ავტორმა რომელია მისაღები და მიუღებელისექსფორმა?

მუხუდო2011-08-26 14:07:42
"ბებიამ ისიც თქვა ჩემი ქმრისთვის ტუცებშიც არ მიკოცნიაო... არა აბა მე გავუჩინე 2 შვილი?!"
ნაცნობი სიტუაციაა :)))))))))) მაიკო, მე ვეჭვობ რომ არსებობს განაყოფიერების სხვა საშუალებებიც, მაგალითად დამტვერვა. ალბათ მაგ დროს ქალმა ქვედასაცვალი არ უნდა ჩაიცვას და მამაკაცმა ინტენსიურად უნდა "აცხიკინოს" :))))))
მე ვფიქრობ, ვინც "სექსოფობიითაა" შეპყრობილი ის მთლად ჯამრთელად ვერ უნდა იყოს. მაგრამ ის ადამიანიც ფრიად "საშიშია" ვინც ზომა-წონა არ იცის მაგ საქმეში.
ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ "მოთხოვნილების კოეფიციენტი" ყველას განსხვავებული აქვს. ამიტომ სასაცილოა როდესაც ფრიგიდული ადამიანი "ცოფით" შეპყრობილ აკრიტიკებს. ეს თითქმის იგივეა, რაც დაბალი ადამიანისგან მაღალი ადამიანის განსჯა მისი სიმაღლის გამო (ან პირიქით).

სკეპტიკოსი2011-08-26 14:40:55
სხვა სტატიის კომენტარებშიც დავწერე და ეხლაც გავიმეორებ,რომ ქართველ ქალებს სექსი არც აინტერესებთ, არც უყვართ და არც იციან. უარის მიზეზად კი ხან "ქალიშვილობა" მოაქვთ, ხან კი ისეთი "რკინის არგუმენტი", რომ "ვიღაც უკვე ყავთ". რას იზამ, ვერც შეედავები, ვიღაც ყოლია და.... თუმცა თვითონაც მშვენივრად იცის, რომ არც არავინ ყავს და არც ეყოლება. მათთვის სექსი მხოლოდ საღადაო და ენის მოსაფხანი თემაა. მათი "ევროპელობა" კი ლონდონის თუ პარიზის შოპინგებზე მოწანწალე გოგოშკების მარიაჟობის იქით არ მიდის. საქმე საქმეზე რომ მიდგება,ყოვლად უმაქნისები არიან და გაქცევის მეტი არაფერი ეხერხებათ... ღმერთმა მოახმაროთ თავიანთი საუნჯე, რომელზეც საქართველოში ხელსაც არავის დააკარებინებენ, უცხოეთიდან ჩამოთესლილი ვიღაც ნაბიჭვრის დანახვაზე კი ლამის ქვეშ ჩაიფსან. ვიღაც გოიმ ესპანელს თუ ამერიკელ "მომღერალს" ლამის სცენაზე დაუწვენ და ქართველ კაცთან კი წმინდანები ხდებიან... მერე კი უკვირთ, რომ ქართველი კაცი სხვა ქვეყნის ქალებისკენ იხედება. ძალიანაც მინდა, რომ ქართველი მეგობარი ქალი მყავდეს, მაგრამ სექსის საკითხში უბრალოდ შეურაცხადები არიან და მაგათთან ლაპარაკის ნერვებიც აღარ მაქვს. საქართველოში სექსის არსებობა-არარსებობაბზე კი ვიტყვი, რომ ერში, სადაც სექსი და ოჯახი ერთმანეთისგან ვერ განუსხვავებიათ, სექსის არსებობაზე ლაპარაკიც კი სასაცილოა. დააკვირდით, სექსზე წამოწყებული ყველა კამათი ოჯახზე და ბავშვებზე ლაპარაკით მთავრდება. ჯერ სექსის თემის დონეზეც არ ვდგავართ. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს...

გუჯა2011-08-26 14:45:05
ქვლივიძის ლექსი მინდა შეგახსენოთ:"მივდივარ და მივიმღერი, ფარა მიმდის შავი ცხვრისა/ტყის პირს ქალი მელოდება, მონატრული ზორბა ყ..სა/მოკრძალებით თავი მთხოვა, ნატრული ვარ დიდი ხნისა/წაიკუზა ოთხზე დადგა, დიდი გავა თეთრად თრთისა/ის სამოთხეც შავად მოსჩანს, მონატრული დიდი ყ..სა/ამოვიღე, ვერ ვაკავებ, ნაზარდი მაქვს ოცი წლისა/ლაჯებს შუა დავატაკე, გადავუგდე ბოლომდისა/ქალი კვნესის, რაც მიშობი, როგორ უწევ ძირის ძირსა/დაგელოცოს, შეგარჩინოს, ნეტამც იყო ჩემის მხრისა/ქალი ტკბილად ილოცვიდა, უხმარ იყო დიდი ხნისა/

გუჯა2011-08-26 14:49:15
სკეპტიკოსს, მართალი ხარ, თუმცა "ცოტა" გამოსწორდნენ. უბედურება ისაა, რომ ჩვენთან ყველა ბოძი(სულხან-საბას ტერმინია) ქალიშვილობს,ან ქალიშვილობას იბრუნებს. ისე, სექსი ყველას უნდა.

2011-08-26 15:44:21
ესეთი სულელური აზრები თუ ქონდა ვინმეს არ მეგონა, ესეგი გოგო თუ პატიოსანია და არ ნებდება ბიჭს ქორწილამდე თურმე ჩამორჩენილობა ყოფილა, ვინ ხართ? სად გაიზარდეთ? იმის მაგივრად რო გიხაროდეთ ჩვენი მანდილოსნების სისუფთავე და პატიოსნება პირიქით გწყინთ და ბრაზობთ, ეგენი ვიზეც თქვენ ლაპრაკობთ ისევ ჩვენი დები, ბიძაშვილები თუ ნათესავები არიან. ვენაცვალე ნამდვილ ქართველ პატიოსან მანდილოსანს, რომლებიც პირველ რიგში თავის თავს ცემენპატივს მაგ საქცილელით, და ამიტომ დიდი პატივისცემას იმსახურებენ

სკეპტიკოსი2011-08-26 15:51:20
ჰაჰაჰაჰა, საქმეც იმაშია, ბატონო გუჯა, რომ "ქართული სექსი" მხოლოდ ლექსებში და სიზმრებშია (გაიხარებდა ფროიდი...). "დავითიანის" ეროტიკულობასთან დაკავშირებით კი კითხვა მაქვს: თვითონ გურამიშვილს რამდენჯერ ჰქონდა სექსი თავის ცხოვრებაში? 3-ჯერ თუ 5-ჯერ? რაც შეეხება თქვენს შენიშვნას, რომ სექსი ქართველ ქალსაც უნდა, მაჩვენეთ ასეთი ქალი და დაგიჯერებთ. მაპატიეთ თუ საკუთარ თვალებს უფრო ვუჯერებ ვიდრე ქვლივიძის ლექსებს და მშვილდაძის კინოსცენარებს....

2011-08-26 16:07:50
და მერე რა გინდა ამით რომ თქვა, ესეიგი მიეცეს ხო ახალგაზრდობა თავდავიცყებით გადაეშვას სექსის მორევში. ტვინის არევის მეტს არაფერს უკეთებთ დგევანდელ თაობას, დაავიწყებთ მალე დედას მამას დას ძმას, ნათესავზე ხო ზედმეტია საუბარი. ესაა დღეს თქვენი პოლიტიკა რომელსაც გაევროპელობას უძახით და სინამდვილეში ზნედაცემული და გარყვნილების პოლიტიკა გაქვთ

ლიზი2011-08-26 16:11:10
დემეტრე, საყვარელო პრესა.გე და დრონი.გე ერთი და იგივე კანტორა რომაა, ეს ახლა გაიგე? :)))))

სკეპტიკოსი2011-08-26 17:03:34
უსახელო ადრესატსაც მინდა მინდა ვკითხო (რომელიც ამაყობს იმით, რომ ქართველი ქალი "ქორწილამდე არავის ნებდება"). იქნებ ამიხსნათ, რა ქნას იმავე ქართველმა ქალმა, რომელიც ვერ თხოვება? (ცოტაა ასეთი?) ან იმან, ვინც ჯერ არ თხოვდება (მაგალითად, ჯერ სწავლობს, მერე სამსახურს იწყებს, მერე კარიერას იკეთებს და აგერ 35 წელიც კარზე მოადგა?). საკუთარ თავს ეომოს თუ დაელოდოს, სანამ ფსიქიატრიულში გააქანებენ? ან რას ურჩევთ ქართველმა ვაჟს, რომელსაც 15 წლის ასაკიდან, როგორც იმერეთში იტყვიან ხოლმე,ჭიპამდე აქვს ამდგარი? პროსტიტუკებში იაროს და ერთი წუთის ვაი-სიამოვნებაში 150 ლარი იხადოს? აჰააა, ალბათ ეკლესიაში უნდა წავიდეს და ილოცოს, როგორც ამას ჩვენი მამაოები ურჩევენ. ოღონდ ეგაა, რომ ეკლესიიდან დაბრუნებულს იმ ოხერს ისევ აუდგება.... მდაააა, მართლა მძიმე სურათია. ყოველგვარ სისულელეს ვიგონებთ, ოღონდ კი ნამდვილ პრობლემაზე არ ვილაპარაკოთ და ამ სისულელეში უკვე ეკლესიაც გავრიეთ... ერთადერთი გამოსავალი კი ჯანსაღი და ბუნებრივი,მე ვიტყოდი, განათლებული და პატიოსანი სექსია, რომელიც თქვენ გარყვნილებად მიგაჩნიათ, მაგრამ ვერ ხედავთ, რომ გარყვნილებისკენ სწორედ ახალანდელი მდგომარეობა გვიბიძგებს, როცა ახალგაზრდა (და რა მხოლოდ ახალგაზრდა) ან წამწაუწუმ მასტურბირებს, ანდა მეძავებში დარბის, სადაც უკანასკნელ გროშებს იხდის (თანაც,ეს ფული ხომ საიდანღაც უნდა მოიტანოს...?) და დიდი შანსია აქვს მთელი ვენერიული ბუკეტით დამშვენებული დაბრუნდეს სახლში (შიდსის ჩათვლით). ესაა თქვენი "სისუფთავე და პატიოსნება"? ასე გინდათ ებრძოლოთ პროსტიტუციას, როცა მეძავი ერთ დღეში უფრო მეტ ფულს აკეთებს, ვიდრე მასწავლებელი ერთ თვეში? საინეტერესოა, თქვენ თვითონ როგორ წყვეტდით ახალგაზრდობაში ამ საკითხს? ასევე "პატიოსნად"? ან თქვენს გაწამებულ ვაჟს (თუ გყავთ) რას ურჩევდით? დროა მივხვდეთ "საიდან რეკს ზარი" და ნუ გამოვიგონებთ ახალ ველოსიპედს. ქართველ კაცსა თუ ქალს ისეთივე სხეული და ჰორმონები აქვს, როგორიც ფრანგსა თუ თუ ფინელს. ჩვენც კაცობრიობის ნაწილი ვართ და ჩვენი მომავალი თაობები (რადგან ჩვენი თაობის იმედი აღარ მაქვს)ისევე გადავწყვეტენ ამ პრობლემას, როგორც სხვებმა გადაწყვიტეს. საჭიროა მხოლოდ ეპოქის მოთხოვნების დონეზე დადგომა, წყვდიადიდან გა

სკეპტიკოსი2011-08-26 17:10:51
(გაგრძელება)წყვდიადიდან გამოსვლა, განათლება, პრობლემებისათვის თვალის გასწორება, მონდომება, ოპტიმიზმი, პროფესიონალიზმი და, რაც მთავარია, საქმის კეთება და არა გაუთავებელი ვაი-ვიში და ლაი-ლაი. და როცა ამ პრობლემებს გადავწყვეტთ, სწორდ მაშინ გავიგებთ ჭეშმარიტი პატიოსნების არსს. დაბოლოს, ჰეგელის სიტყვებს შეგახსენებთ:"ისტორია არის კაცობრიობის თანდათანობითი სვლა თავისუფლების შეგნებისაკენ". დროა, ეს ჩვენც შევიგნოთ. ვიაროთ განათლებულ კაცობრიობასთან ერთად და ნუ ვიჩანჩალებთ ფარას ჩამორჩენილი ბატკანივით.

Mრ.N2011-08-26 17:22:23
სკეპტიკოსს ყოჩაღ!. ეგეთი სიმართლე დიდი ხანია არ მომისმენია

ნიკა2011-08-26 17:30:26
ის უსახელო მე ვარ, ბატონო სკეპტიკოსო მე არ ვიცი თქვენ სად ცხოვრობთ და ვისთან გაქვთ ურთიერთობა ასეთი გარყვნილი წარმოდგენა რო გაქვთ ადამინაებზე, ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი პატიოსანი გოგო და ქალი ვიცი და მინდა გითხრა ბევრად უფრო გაწონასწორებულები და მშვიდები არიან ვიდრე თქვენს მიერ ასე მოწონებული თავისუფალი ქალები, რომლებსაც მართლაც ძალიან ბევრი პრობლემები აქვთ ნერვილუსისტემასთან დაკავშირებით. მე არ ვიძახი რო ადამიანს საპირისპირო სქესის წარმოამდენელთან ურთიერთობა არ უნდა, მარა ეს უნდა იყოს ზნეობის ფარგლებში, ცოლს და ქმარს შორის მარტო. წმინდანები არავინ ვართ მარა ეს ცხოვრება იმისთვის არსებობს, რომ ჩვენ უკეთესები გავხდეთ სულიერად და ზენობრივად და არა იმისთვის რო ცხოველს დავემსგავსით და არანაირი სიამოვნება არ მოვიკლოთ

რომ არ დავწერო ვერ მოვითმინე2011-08-26 17:49:23
პატიოსანი არ უნდა არსებობდესო არ უთქვია მაგ კაცს, თავი რო არ უნდა მოიკლას დეპრესიით მაგას იძახის, პატიოსანი რომელიც ათას საზიზღრობას ჩადის, მეტად ნამეტანი პატიოსნების ზნეობა არის დღეს საქართველოში, ძალად ქალიშვილები ხო მაგ იდეოლოგიას ქადაგებენ. მთავარია ზნეობა, ეხლა რომ მოგცე მე ხომ ბოზსს დამიძახებენ, ამიტომ აჰა შენე ძუძუ, ტრაკი მაგრამ იმას ვერა, მაინც დაიწვება და დაერხევა. (გაკერილებზე აღარაფერს ვიძახი)და მეორე დღეს პატიოსნებაზე შეიძლება თავი მოიკლას, აი შენი ზნეობა დღევანდელ საქართველოში, დღევანდელი სვეტი გოგჩოების პატიოსნება.

სკეპტიკოსი2011-08-26 19:00:39
ბატონო ნიკა,
მე საქართველოში ვცხოვრობ და არც "გარყვნილი" წარმოდგენა არა მაქვს ადამინებზე. უბრალოდ, ვცდილობ დავინახო საგნები ისე, როგორის არის.
სიამოვნებით მოვუსმენდი ყველას აზრს, მაგრამ თქვენ არ უპასუხეთ ჩემს მიერ დასმულ კითხვებს (თუნდაც გაუთხოვარ ქალებთან თუ მოზარდ ვაჟებთან დაკავშირებით), რაც იმას მეტყველებს, რომ პასუხი უბრალოდ არა გაქვთ.
დავამატებ, რომ პატიოსნება საქალწულე აპკი არ არის. პატიოსნება ადეკვატური ქმედებაა.
რაც შეეხება თქვენს ირგვლივ მყოფი "პატიოსანი" ქალების ნერვულ მდგომარეობას, გთხოვთ, მათ მაგივრდ თქვენ ნუ ილაპარაკებთ. სჯობს ეს მათ საკუთარ თავს ჰკითხონ.... ჩემის მხრივ კი გარწმუნებთ, რომ ქალი (და კაციც), რომელიც საკუთარი სექსუალობის ნორმალურად რეალიზებას ახდენს (და არა მის უმოწყალო რეპრესირებას), ბევრად უფრო ბედნიერი და ფსიქიკურადაც ბევრად უფრო ჯანსაღია. იმედია ორჯერ ორზე აღარ ვიკამათებთ. პატივისცემით.

მიტრო2011-08-26 20:29:30
სკეპტიკოსო შენ გეტყობა გაბრაზებული ხარ რო ვერ ნახე ქალი ვინც შენთან დაწვება... რამდენი წლის ხარ მაინტერესებს მეგობრულად... არსებობენ ქალები ვინსთანაც გაერთOბი და არსებობენ მანდილოსნები ვინც თავისი თავის ფასი იცის და ქორწინებამდე საწოლში არავის ჩაუხტება. შენი არ ვიცი მარა ჯერ დასაოჯახებელი ვარ და უკვე იმის საშიშროების წინაშე ვდგავარ რომ ვერ ვნახავ ნამდვილ ქართველ მანდილოსანს... გასართობის მეტი რა არის, გაახილე თვალები გაიარ გამოიარე და ნახავ... ყოველთვის ნახავს კაცი შესაყოფ ადგილს შენ მაგაზე არ ინაღვლო... და ამ თემაზე შეეშვით სტატიების წერას ბევრი ბავშვი კითხულობს, ისედაც გარყვნილ (უკვე გარყვნილ) ახალგაზრდობას ბოლომდე ნუ გათელავთ... თქვენივე თავები შეიცოდეთ თOრე ერთ მშვენიერ დღეს თქვენი გოგონა გეტყვით მამი დაგვტოვეთ მე და ჩემი ბოიფრენდი ერთადო... თქვენ კი მოგიწევთ სასადილო ოთახშI გასვლა და საკვების მირთმევა, ხო და ისე გეტყვით რჩევის სახით რო ტელევიზორსაც აუწიოთ ხმა რომ არ გაიგოთ თორე თქვენ თვითონვე შეგრცხვებათ თქვენივე თავის... ვინც კიდევ ინახავთ ყველაზე დიდ სიმდიდრეს ჯობია შეინახოთ და არ უსმინოთ ამ ტვინ ნაღრძობ ადამიანებს... მარტო გართობაზე რო გიჭირავთ თავი წიგნები აიღეთ და იკითხეთ რამე მაინც დაგრჩებათ თავში... ტვალების დაწმენდას კიდე მოახერხებთ იმასთან ვინც იძლევა და არაა აუცილებელი ქალიშვილებს მიახტედ... კაი სურვილებით მიტრო ;)

კუ2011-08-26 22:00:05
მაგაში რო ვარგოდედ ჩინელებივით ვიქნებოდით მენახირეებო

კუ2011-08-26 22:01:03
კუ 2011-08-25 22:20:06
ალაჰი იჯოს თქვენი მფარველი ქართველებო. ალაჰი ყოვლის შემძლეა და უძლიერესი. ის თქვენთანაა თქვენ მხარეზეა.

დაააააააააა2011-08-26 22:19:18
კუ, კუ რატომ დაირქვი? ნელა დადიხარ თუ ჭადრაკს თამაშობ?

სკეპტიკოსი2011-08-27 00:36:59
მიტრო,
მე ხალხს პატივისცემით ველაპარაკები (თანაც თქვენობით), თუმცა, თუ მაიძულეს, სხვანაირად ლაპარაკიც შემიძლია. თუ არგუმენტირებულად საუბარი არ შეგიძლია, ჯობია შენნაირები მოძებნო და იმათ ეღადავო. ახლა კი, რახან მეკამათები, მხოლოდ იმას გეტყვი, რომ შენ ჩემს არცერთ კითხვას არ უპასუხე, რაც იმას ნიშნავს დისკუსია შენი საქმე არაა და დემაგოგი ხარ. თუმცა კაცს, რომელსაც ჯანსაღი სექსი "შესაყოფი ადგილი" ჰგონია, მეტი არც მოეთხოვება. სექსი ”გართობა” შენნაირებისთვისაა, თორემ სერიოზული ადამიანებისთვის ეს ცხოვრების დიდი სფეროა. რაც შეეხება იმას, რომ ბავშვები წაიკითხავენ, მე მგონი აქ მოზრდილი ხალხი იკრიბება და არა ენკი-ბენკის პუბლიკა. ჩემი სექსუალური ბიოგრაფიის გარჩევას კი შენთან ნამდვილად არ ვაპირებ,მხოლოდ იმას გეტყვი, რომ შენ რამდენი წლისაც ხარ,მე იმდენი ხანი, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ მომიწია ცხოვრება (შემიძლია 15-მდე ქვეყანა ჩამოგითვალო, და თუ დღეს საქართველოში ვცხოვრობ, ეს იმიტომ, რომ სიტყვა ”სამშობლო” შენნაირებივით ლიტონ სიტყვად არ გამიხდია).ასე, რომ ჩემი ქალების ჩამოსათვლელად შენ არც ხელის თითები გეყოფა და არც მათემატიკური განათლება. ისე, შენი განათლება შენსავე ნაწერს ეტყობა და გირჩევ, სანამ ხალხის დამოძღვრას დაიწყებ, ჯერ მეორე კლასის გრამატიკა გაიმეორო. რაც შეეეხება წიგნების კითხვას, აქაც მხოლოდ იმას გეტყვი, რომ შენ რომ ქართულად კითხულობ, მე (ქართულს რომ თავი დავანებოთ), სულ ცოტა, ასი იმდენი ხუთ ევროპულ ენაზე წამიკითხავს. ასე, რომ, მეგობრულად გირჩევ, ამ თემაზე საუბრით თავს სულ ნუ გაიმასხრებ... რაც შეეხება საცოლედ ”ქალიშვილი მანდილოსნის” პოვნას, წარმატებას გისურვებ. იმედია გაკერილი არ შემოგეტენება და თუ მაინც მასე მოხდა, ეგ თქვენნაირების მიერ დამკვიდრებულ მორალს დააბრალე. მეც კაი სურვილებით...

ლამუელი2011-08-27 01:02:35
სკეპტიკოსო, მადლობა! შენ ძალიან ბევრი ქართველის ფიქრები გააჟღერე.

კონსტანტინოსი2011-08-27 01:15:33
სკეპტიკოსი ბევრ რამეში მართალია,ზოგში კი ჯერ ვერ გავრკვეულვარ. ყველაფერი რომ კარგად არაა მაგდენს კი ვხვდები.

გამაგებინეთ2011-08-27 01:30:20
მიტრო - ესეიგი ქმარს გაცილებული ქალი მეორეჯერ ვეღარ უნდა გათხოვდეს რახან ქალიშვილი აღარაა? ესაა თქვენი სამართალი?

100%2011-08-27 02:37:13
ქმარს გაცილებული ჯობია მოიყვანო ვიდრე გაკერილი,დილით ,,ბალკონზე" რომ გამოხვალ გაიზმორები და იტყვი: უჰ, ქალიშვილი გავხეთქეო:D კიტრიპარია ქალიშვილს ისევ ქმარს გაცილებული ჯობია.

---2011-08-27 04:23:53
სკეპტიკოსი მაგარია

კუ2011-08-27 06:33:18
ეს პირადი ცხოვრებაა არავის არა აქს უფლება ჩაერიოს ამ საქმეში სხვაზე ილაპარაკოს ან მიუთითოს რაიმე თუ ქალი მოგწონს გინდა ქალიშვილს მოიყვან და გინდა ბავშვიანს. მე იტალიელი ამერიკელი მოვიყვანე საკმაოდ მდიდარი ორი ახალგაზრდა ორ მეტრიანი ვაჟკაცით სამ შტატში ბინები აქვს შვილები ცალკე ცხოვრობენ მერე რა წავაგე არაფერი არ მაკლია გასართობად ვმუშაობ. თქვენთვის მენახირეებო ქალიშვილი ჯობია არაფრის მქონე უცოდინარი. ერთი ეგაა ცუდი შემოდგომა რო მოვა ბაღში სულ ფოთლების კრეფაში ვარ და წელი მაწუხებს ხოლმე ალბათ მაგის გამო ალბათ გავცილდები მალე. აღარ შემიძლია ხეს რომ დავინახავ უკვე წელი მტკივდება. თავიდან კი ვეუბნებოდი ბაღში მუშაობა მიყვარს თქო ვგიჟდებითქო ვეხუმრებოდი იმან სერიოზულად მიიღო ეხლა დავიღალე მომბეზრდა. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ მტრები ვიქნებით პირიქით მეგობრებად დავრჩებით და ვინახულებთ ერტმანეთს ხოლმე. მანდ უკვე დამავიწყდა როგორაა ეგ ურთიერთობა ისევ სისხლიანი პროსტინა უნდა გამოფინონ.

კუ2011-08-27 06:45:21
აქ ეგრე ჯობია უკვე გაზრდილი ბავშვებიანი ნაკლები შრომაა. სხვათა შორის ბავშვები კარგათ ღებულობენ ყველაფერ ამას ალბათ იმიტომ რომ აქ ყველა ისეა დაკვებული შრომით რომ ის საქმეც თუ წინასწარ არ დაგეგმე ცოლთან შეიძლება ვერც მოიცალო კიდევაც ნუ აქ ფულის შოვნის ფაქტორია ვერ იცლი და უკვე აღარ იცი ფული თუ სიამოვნება. ისე რო აქ ყველაფერი მოსწრებაზეა ეხლა ქართველი ჭამს ერთი საათი ნელა პირის გემოო იმ დროში აქ შეიძლება ასი დოლარი გააკეთო. აქ ხანდახან სვეტაფორზე რო ჩერდები მაშინ ვასწრებთ ჭამას . ესეა.

კუ2011-08-27 07:06:44
დაააააააააა 2011-08-26 22:19:18
კუ, კუ რატომ დაირქვი? ნელა დადიხარ თუ ჭადრაკს თამაშობ? ----------------------------------- სამსახურში ჩემი ნომერი ორია და რატო ინგლისურად ეს ციფრი ყველაზე იოლად გამოითქმება " თუ" ერთი ხმოვანი ერთი თანხმოვანი ერთმანეთზე რბილად იოლად გადადის. ცხოვრების გზებსაც იოლს ვეძებდი მუდამ ახალს არ ვიგონებდი ჭკვიან ხალს ვუყურებდი და ვიმეორებდი კერძოთ ებრაელებს ერთმა რომელთანაც ვმეგობრობდი ისიც მითხრა რომ შენზე ნაწყენი ვარო რა მეთქი შალომ ზანგეზუმ რა მოხდა მეთქი რა შემეშალა ეგეთი, იცი რა მწყინს შენგან ყველაზე ძალიანო, მე ფული მიყვარს ძალიანო მაგრამ შენო ჩემზე ძალიანო ენა ჩამივარდა.

ენკიდუ2011-08-27 12:15:17
სკეპტიკოსი, ბევრ სიმართლეს ამბობთ, სიმართლის გულისთვის დავამატებდი, რომ სექსი და სექსუალობა ადამიანურ ურთიერთობებში ძალიან დიდი და ძლიერი იარაღია, რომლითაც ხშირად უხეშად და ბოროტად სარგებლობენ, ხდება ამ კუთხით ადამიანთა დისკრიმინაცია, ასევე ხშირად საკუთარი სურვილების წინააღმდეგ ქმედება, რაც როგორც სექსუალობის დათრგუნვაში,ასევე ზედმეტად ადრეულ და უზომოდ აქტიურ სექსუალურ ცხოვრებაშიც გამოიხატება. სექსსქც სწავლა და კულტურა ესაჭიროება

რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვარ2011-08-27 14:08:09
სტატია მომეწონა,სტატიაზე მეტად სკეპტიკოსის კომენტარები. ,,ყველა საქმეს ცოდნა უნდა"–ო, ნათქვამია:), ამიტომ მიტროს მივმათავ სანამ გასართობად მომდევნო ,,შესაყოფ ადგილს" მონახავს იქნებ ჯერ ოშო წაიკითხოს და რამე ისწავლოს.

N.N.2011-08-27 14:48:09
სკეპტიკოს ,აღფრთოვანებული ვარ, თქვენი კომენტარების მერე არცაა საჭირო კომენტარის გაკეთება.გეთანხმები ყველაფერში.

ძიძია2011-08-27 19:53:08
პეტტინგი არ არის სწორი, ქართულად პეტინგია.

მახო2011-08-27 19:57:25
შეეშვით რუსეთს და საბჭოთა კავშირს. იქ ყოველთვის უხვად იყო სექსი და ამერკიელებს ეუბნებოდნენ არ გვაქსო. ჩვენ კი ყველგან თავი მოგვქონდა და მოგვაქს სექსში მაგრები ვართო და ამ დროს დიდიც არაფერი. ელემენტარული ცოდნა არ გვქონდა საუკუნეების მანძილზე.

ALIEN2011-08-27 20:38:17
როგორც ჩანს სექსის თემა, კვლავაც აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში. მარაზმების ქვეყანას მარაზმობა როდის დალევია, რომ ახლა დალეოდა :)))))))))
კოლექტიური კულტურის ფსიქოლოგიაც "მოწოდების სიმაღლეზეა". ყველა დანარჩენის თეთრეულში იქექება და პირადი ცხოვრების არმქონეები თავს სხვისი ცხოვრებით ირთობენ.
ოდესმე თუ მიხედავს ეს ხალხი საკუთარ სექსუალურ ცხოვრებას და "სექს-მასტერ"ის პოზიციებიდან არ ილაპარაკებს?!......
მორალისტები ყველაზე ამორალური ხალხიაო, გამიგონია და ვეთანხმები კიდეც. რაშიც საჭიროა, იმაში მორალი არ გააჩნიათ და სხვისი პირადი ცხოვრების საქექად ყოველთვის ყოფნით დიდაქტიკა მორალისთვის :)
რაც შეეხება სტატიას, ასევე, სექსუალურად აჟიტირებული ადამიანის დაწერილი მეჩვენა. :D ისეთის, აი, მაგალითად, თბილისის ღამის კლუბში გოგო თეძოს თუ ოდნავ ძლიერად გაიქნევს, ეგრევე უკნიდან რომ მაიდგებიან ხოლმე. *ბოდიშის მოხდის გარეშე ვაკეთებ ამ შედარებას :)
სასაცილოა, XXI საუკუნეში ამ აზროვნებით ამტკიცებდე სექსის არსებობას.

>>>>„ფატმან მას ზედა იხარებს მართ ვითა იადონია. თუ ყვავი ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონია“. რა არის ეს - ქალი ზემოდან?!.. <<<
ამ მომენტზე ძალიან ვიცინე, "დაუკმაყოფილებელი" ფანტაზია როგორ ზე-მოქმედებს ადამიანზე :))))))
მიკვირს ფრიად საინტერესო ეპიზოდი როგორ გამორჩა ამ "გონება-free" ადამიანს, როდესაც ფატმანი ამბობს თავისა და ჭაშნაგირის ურთიერთობაზე "მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი" იქნებ ამ ეპიზოდიდანაც გამოედნო თავისი ფანტაზიის ნაყოფი :D აშკარაა, უყურადღებოდ აქვს წაკითხული ვეფხისტყაოსანი, ალბათ, ვრცელი პოემაა და ამიტომაც ვერ მიჰყვა "სურვილი" ბოლომდე და ნაადრევად გაჩერდა ფატმანისა და ავთანდილის ურთიერთობაზე :D :D
უბრალოდ, ვერ ვხვდები, რაში სჭირდებათ ამდენი უაზრობების წერა, იმისთვის რომ მერე დაიკვეხონ "ე, ბიჭო მე სექსი ვახსენე ჩემს სტატისაში და მაგარი ტიპი ვარო", თუ შემომხედეთ, მე სექსს ხმამაღლა ვიძახი : სექსი, სექსი" :D თუ სექსზე, რომ ვწერ ე.ი. პროგრესული აზროვნება მაქვსო" თუ კურაპალატის სექსუალური მოტივაციაზე დავწერე და გიორგი მერჩულზე ქვეცნობიერში შევაღწიე ამითო ? :D:D თუ რა არის ამის მიზანი, რა თქვა ამ სტატიამ კონკრეტული.

ALIEN2011-08-27 20:40:51
ესეც იმ მარაზმის ნაწილია რასაც ავტორი ამ სტატიით დასცინის -
გილოცავთ :D :D
სხვას ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი ...

გამაგებინეთ2011-08-28 04:29:09
ნიკა (და ეს მიტროსაც ეხება), ერთი ეს მითხარი: რომ წერ ეგ პატიოსანი ქალები ხომ ჩვენი დები და და ბიძაშვილები არიანო, არ შეიძლება იგივე მდგომარეობაში ის შენი და ან ბიძაშვილი ჩავარდეს? თუ შენს საგვარეულოს აცრილი აქვს უბედურებაზე? არ შეიძლება შენი და თუ ნათესავი შეცდეს, ან ქმარს გაეყაროს? ნეტავ, მაშინ როგორ იჭიკჭიკებ? ხელს კრავ შენს დას იმისთვის, რომ ქალიშვილი აღარაა და ამის შემდეგ მას მხოლოდ "გასართობ" ქალად მოიაზრებ (როგორც მიტრო ეძახის)? აუკრძალავ მას ბედნიერების ძიებას? აი, მე ქმარს გავცილდი, იმიტომ რომ შეუძლებელი გახდა ჩვენი ერთად ცხოვრება და ეხლა შენ და მიტრომ უნდა გადამიწყვიტოთ ჩემი პირადი ცხოვრება?

გარინჩა2011-08-28 19:24:57
გაგაგებინებთ - არ აუკრძალო თავს ბედნიერება ზოგიერთების აზრების თუ შეხედულკებების გამო! თანახმა ხართ, ქალბატონო?

გამაგებინეთ2011-08-28 22:07:42
გმადლობთ, ბატონო გარინჩა, არც არავინ პირებს მიტროების და მისი მსგავსი 20 წლის ბებრების მორალით ცხოვრებას.

გამაგებინეთ2011-08-28 22:09:26
"აპირებს" უნდა დამეწერა. პ

---2011-08-28 22:12:17
გამაგებინეს, რას უსმენ სხვებს, აკეთე ის რაც სწორად მიგაჩნია

2011-08-30 12:56:34
ამას ბევრი ლაპარაკი და სტატიები არ უნდა ეკლესიურად იაზროვნეთ და თვითონ შეიზღუდავთ თავს ქონწინებამდე სექსისაგან
რაც ვინც რამდენი არ უნდა ილაპარაკოს არც ცუდია და არც ჯანმრთელობისთვის საზიანო და პოტენციის მხრივაც კარგია
ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით

Skeptikosi +10000002011-08-30 14:22:36
Bichinashvilid@gmail.com

ის2011-08-31 09:28:38
სტატიას არაუშავდა. ეტყობა ჟურნალისტის სუბიეკტური აზრი რაც არაპროპესიონალიზმზე მიუთითებს. თუმცა საკითხავად სახალისოა...
ძალიან მომეტონა სკეპტიკოსის აზრები. იმდენად დეტალურად და კარგად ააკვს გადმოცემული ყველა ნიუანსი კარგად ტვდება საკიტხის ვითარებას. ძალიან ცოტაა მემგონი საკართველოში ესეთი გახსნილი გონების ადამიანი. 100% ვეთანხმები. თუმცა ვისაც არ ესმის ან რელიგიური თვალსაზრისით ამართლებს ამა თუ იმ მახინჯ ტრადიციას, ლაპარაკს აზრი არ ააკვს...

ნიკა2011-09-01 12:40:52
გამაგებინეს მინდა უპასუხო, ქალბატონო მე არ მითქვამს რომ უნდა მოვიწყვიტოთ ჩვენი ახლობლები და ყველანაირი კავშირი გავწყვიტოთ მათთან, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში და ვის რა დაემართება და სად შეცდება არავინ იცის, უბრალოდ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, ის რომ ქორწინების გარეშე კონტაქტი მრუშობაა ამას ვერ უარყოფთ. სიყვარული არ არის სექსი, ეს უკვე ვნებაა ხორციელი რომელიც სიყვარულში ეშლებათ, შენ თუ ადამიანი გიყვარს ესეგი მისი პიროვნება და შინაგანი სამყარო გიყვარს, მთავარია შინაგანად და ცხოვრების წესით იყოს ადამიანი პატიოსანი და ქალიშვილი და არა მარტო ფიზიკურად, ქალმაც და კაცმაც უნდა ვცეთ ერთმანეთს პატივი და ისე უნდა ვიცხოვროთ რო მერე არ შეგვრცხვეს ერთმანეთის

სკეპტიკოსი2011-09-01 16:52:33
ბატონო ნიკა,

არ ვიცი "გამაგებინემ" რა გაიგო, მაგრამ მე თქვენი ნაწერიდან ბევრი ვერაფერი გავიგე. კერძოდ,თქვენ ბრძანეთ:
1) "ის რომ ქორწინების გარეშე კონტაქტი მრუშობაა ამას ვერ უარყოფთ".
- ვუარყოფ,და თანაც როგორ. ქორწინების გარეშე კონტაქტი ყოველთვის არაა მრუშობა, ხოლო ზოგიერთი ქორწინება თავიდანვე მრუშობაა... თანაც, გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, თქვენ ქორწინების გარეშე (მაგალითად, სანამ უცოლო იყავით,ან თუ ცოლს გაცილდით, მერე...)არასდროს გქონიათ "კონტაქტი"? თუ გქონიათ, გთხოვთ, თქვენი სახელი ("ნიკა")შეიცვალოთ და "მრუში" დაირქვათ... მაშინ დაგიჯერებთ, რომ გულწრფელი ხართ.
2)"სიყვარული არ არის სექსი, ეს უკვე ვნებაა ხორციელი რომელიც სიყვარულში ეშლებათ".
- გმადლობთ, მაგრამ სიყვარული სექსში არავის ეშლება, ახალგამოჩეკილი თინეიჯერების გარდა.
3)"შენ თუ ადამიანი გიყვარს ესეგი მისი პიროვნება და შინაგანი სამყარო გიყვარს, მთავარია შინაგანად და ცხოვრების წესით იყოს ადამიანი პატიოსანი და ქალიშვილი და არა მარტო ფიზიკურად"
- ამ ფრაზის ბოლოდან მეორე სიტყვა ზედმეტია.
4)"ქალმაც და კაცმაც უნდა ვცეთ ერთმანეთს პატივი და ისე უნდა ვიცხოვროთ რო მერე არ შეგვრცხვეს ერთმანეთის"
- ნორმალური სექს-პარტნიორებს ერთმანეთის არ რცხვენიათ.
პატივისცემით.

სკეპტიკოსი2011-09-01 17:02:08
მაპატიეთ უნებლიე შეცდომები: პირველ პუნქტში "ვუარყოფ" მცდარი ქართულია - სწორია "უარვყოფ"; მეოთხე პუნქტში კი "ნორმალური"-ში ბოლო "ი ზედმეტია"...

ვინ იცის2011-09-03 22:05:43
სანამ სკეპტიკოსისნაირი გონებაგხსნილი ადამიანები არსებობენ, ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ რაღაც სასიკეთოდ შეიცვლება.

სკეპტიკოსი2011-09-07 14:02:40
"ვინ იცის"-ს

ეეჰ, ჩემო მეგობარო, ამქვეყნად ყველაზე მეტად სკეპტიკოსებს უჭირს...

ლანა2011-09-18 02:45:19
ძალიან მომეწონა სკეპტიკოსის აზრები,თუმცა ვეჭვობ ზოგი არასწორად გაიგებს (მაგალიტად თინეიჯერები)..ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს თავისუფალი სექსუალური ცხოვრება, თუმცა ცხოვრების იმ ეტაპზე როდესაც ის გადაწყვეტს დაიწყოს ასეთი ტიპის ურთიერთობები სასურველია (აუცილებელიც) იგი იყოს ჩამოყალიბებული ძლიერი პიროვნება, რომ თუნდაც სხვათა კრიტიკამ სულიერად არ გატეხოს.
მეთანხმებით ბატონო სკეპტიკოსო??

ლანა2011-09-18 02:47:46
მე ამ შემთხვევასჰი ქალები ვიგულისხმე, დავამატებ იმასაც რომ ზოგიერტი 23-24 წლის ასაკშიც არ არის ჩამოყალიბებული პიროვნებად......

სკეპტიკოსი2011-09-18 09:27:16
ქალბტონო ლანა,

ნიკასადმი მიწერილ ბოლო პოსტში ვწერ, რომ "სიყვარული სექსში არავის ეშლება, ახალგამოჩეკილი თინეიჯერების გარდა". ამით სწორედ ის მინდა,რომ თინეიჯერებმა სექსისა და სიყვარულის ერთმანეთისგან გარჩევა ისწავლონ. სწორედ ამგვარი აღრევის გამო ხდება ნაადრევი ქორწინებები, რომლებიც სულ რამდენიმე თვის შემდეგ განქორწინებით მთავრდება. ოჯახი კი სწორედ სიყვარულის ნიადაგზე უნდა იქმნებოდეს და არა მხოლოდ სექსულური ლტოლვისა.
აქვე დავამატებ, რომ მე ნაადრევი (17-18 წლამდე მაინც, ამ ეტაპზე კი იქნებ 20-იც) სექსუალური ურთიერთობების მომხრე სულაც არა ვარ, განსაკუთრებით ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც სექსის ჰიგიენისა და შესაძლო შედეგების შესახებ ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. მაგრამ არც მეორე უკიდურესობაში გადავარდნაა საჭირო, როცა 35-40 წლამდე (და მით უმეტეს, მთელი ცხოვრება)ადამიანს ნორმალური სექსი არ ჰქონია (გარდა ზოგიერთი სპეციფიკური შემთხვევისა, როგორიცაა ფიზიკური ნაკლი თუ რელიგიური მოსაზრებები). ნორმალურ სექსში პროსტიტუციას არ ვგულისხმობ, რომელიც სექსად არც მიმაჩნია, მით უმეტეს თუ "ქართული პროსტიტუციის" ხარისხობრივ დონეს გავითვალისწინებთ (ეს კიდევ ცალკე საუბრის თემაა...). სექსი ღმერთის საჩუქარია (და არა ეშმაკის)და ამ საჩუქარს შეშნობა უნდა. მან ადამიანს ცხოვრება უნდა გაულამაზოს და არა პირიქით მარადიულ ტანჯვად ექცეს. ამის მიღწევას კი განათლებული საზოგადოება ჭირდება და არა ცრუ-პატრიოტული თუ ცრუ-რელიგიური რიტორიკით დაბნელებული მასა.
დიდი პატივისცემით.

სკეპტიკოსი2011-09-18 10:16:53
(გაგრძელება)
რაც შეეხება "ქალიშვილობის ინსტიტუტს", თუ ეს თვითონ გოგონას არჩევანით ხდება, ღმერთმა ხელი მოუმართოს და ამ არჩევანსაც პატივი უნდა ვცეთ. მაგრამ, არც განსხვავებული ქცევის აკრძალვა თუ დაგმობა შეიძლება. ესეც პირადული არჩევანია, რაც ასევე პატივისცემას იმსახურებს. რა არის გასაკვირი და დასაგმობი იმაში, თუ 23-24 წლის გოგონა თავისი ცხოვრების მამაკაცის ყოველმხრივ შეცნობას ცდილობს, მათ შორის ინტიმურ სფეროშიც? მერე რა თუ პირველთან არ გაუმართლა, ბოლოსდაბოლოს ხომ მიაგნებს იმას, ვისთანაც თავს ბედნიერად იგრძნობს? ჩვენს საზოგადოებას კი რა ურჩევნია, ასეთი რეალიზებული და ბედნიერი ადამიანებისაგან შედგებოდეს თუ მუდმივად დაკომპლექსილი და დეპრესირებული ნევრასტენიკებისაგან? ვინც ასეთ,საკუთარი ბედნიერების მაძიებელ გოგონას დაძრახავს და მას "მრუშს" თუ მსგავს დამამცირებელ სიტყვებს უწოდებს, ის თვითონაა სულიერად და ხორციელად მრუში და ერის სირცხვილი. დროა ეს წესად მივიღოთ და თავი დავანებოთ სხვის თეთრეულში ძრომიალს. მე პირადად, ასეთ, საკუთარი ბედისათვის ვაჟკაცურად მებრძოლ გოგონას ჩემს პიროვნულ სოლიდარობას ვუცხადებ და ყველას იგივესკენ მოვუწოდებ, რათა ერთხელ და სამუდამოდ თავი დავაღწიოთ ამ დამყაყებულ ჭაობს და შუასაუკუნეობრივ წყვდიადს.

პეტრო2011-09-18 10:38:23
რა ვქნათ, ქართველებს არასრულფასოვნების კომპლექსი გვაწუხებს. ადამიანი თუ სტერილური არ არის სექსი ყველას უნდა მააშ

2011-09-21 21:34:20
სექსი და გართობა ყველას უნდა,მაგრამ რას იტკვის"მეზობელი"

მალხო2011-09-21 21:45:45
ოხ რა გაიხარეთ! რა თემა შემოაგდეს, საჭიროა მაგრამ არა ასეთი ცინიკური დამოკიდებულებით წინაპრებისადმი, მოვა დრო შენც ჩამოქინდრავ თავს და მერე დაცინვას აიტაან? ყოველთვის იყო სიყვარული და იქნება , მხოლოთ ამის აფიშირება არ არის საჭირო საქმე მოფარებულში აკეთეთ და ღმერთმა შეგარგოთ!

,,სექსყუმბარა,,2011-09-23 22:39:52
გაუმარჯოს ქართულ, ტრადიციულ, ეროვნულ, ჭეშმარიტ სექსს!!! არ გვჭირდება ამერიკელების და ევროპელების მიერ მოგონილი სექსი! მათი სექსი გარყვნილებაა, ჩვენი და რუსეთის სექსი კი ძმური და ჭეშმარიტი! დაიმახსოვრეეეეთ!

ნუცა2011-09-24 21:11:25
სეხსი

გოთი კოპალა2011-10-03 01:41:20
სკეპტიკოსი–100% –ით გეთანხმებით, აქვე ვიტყვი ვფიქრობ უცხოეთში წასულ ქართველ გოგოების მდგომარეობა უფრო ჯანსაღია. ისინი გაცილებით გახსნილები არიან და ფარისევლობაც ნაკლებია მათში. აქ ჩამოთვლილი პრობლემების თავი და თავი დამოუკიდებელი ცხოვრების არ ცოდნა და სურვილის ნაკლებობაში ვხედავ. აი ადამიანი 20–21 წლიდან მარტო რომ ცხოვრობს და თავსაც დამოუკიდებლად ირჩენს ის თავის ინტიმურ ცხოვრებაზე არც არავის დაეკითხება და "ცხვირსაც არავის" ჩააყოფინებს. თქვენი სკეპტიკური დამოკიდებულება(სხვებისაც) ახალი თაობის მიმართ ცუდია და ყველას ერთ ქვაბში "მოთავსება" არ შეიძლება.:-) (თუ გრამატიკული შეცდომები გამეპარა მომიტევეთ, მთავარია აზრი გაიგოთ ჩემი:-) )

მე და შენ2011-10-04 02:41:19
ბატონ სკეპტიკოსს ვეთანხმები,ზოგიერთი ქორწინება თავიდანვე მრუშობააო.კავშირი სხვადასხვა მიზიეზის გამო ,როცა ერთი გიყვარს,მაგრამ მეორესთან ქორწინდები,ჩემის აზრით ესეც მრუშობაა და ასეთი კავშირებით სამწუხაროდ ისევ დავიკვეხნით ჩვენს ქვეყანაში."ქალიშვილი" ცოლად მოყავს,სხვა კი უყვარს და ურჩევნია.მაგრამ რას იტყვის საზოგადოება?...ამ შემთხვევაში ეს კაცი თავის ცოლთან მრუშობს და ღალატობს პირველ რიგში საკუთარ თავს.რამდენი თხოვდება მასზე,ვინც არ სურს,ვინც არ უყვარს,შემდგომში სხვა უყვარდება და ის მთელი ცხოვრება "მრუშობს" ესე საკუთარ ქმართან.სიყვარული სექსი არაა,მაგრამ პირველი მეორის გარეშე საცოდაობა და ორივე ერთად ცხოვრების აზრია,მამოზრავებელი ძალაა.კაცობრიობა რასაც აკეთებს,ყველაფერს საპირისპირო სექსის გამო აკეთებს.სიყვარული და სექსუალურობა რომ არა,ადამიანი ვერ იარსებებდა,ეს მისი მამოზრავებელი ზრავაა: წინსვლის, პროგრესის, განვითარების, შენების, შემოქმედების, გამძლეობის და უბრალოდ არსებობის სურვილის!

მე და შენ2011-10-04 02:44:36
უკაცრავად,"ყველაფერს საპირისპირო სქესის გამო აკეთებს" უნდა დამეწერა.ერთ-ერთი უცხო ენის გავლენაა,სადაც სექსი სქესს ნიშნავს :))

თეო2011-10-04 03:05:11
მიტრო,ქმარს გავშორდი,რადგან ჯოჯოხეთი გავიარე მასთან.ეხლა შენის აზრით, მე გასართობი ქალი ვარ? შენ იმ "ქალიშვილებზე" ნაკლებ პატიოსანად მთვლი სხვისი დანაშაულის გამო? ბევრი ფიზიკურად ქალიშვილია სულით მეძავი.განათხოვრობა ქალს მეძავად არ ხდის,როგორც მამაკაცს ცოლთან დაშორება.და ის ისევე ღირსეულად უნდა ჩათვალონ შენნაირებმა,როგორც ის ჯერჯერობით კიდევ ქალიშვილი

ტაშიტუში2011-10-04 03:13:38
ხალხო,ქალიშვილები რას ჩადიან,არც კი იცით,ეგ თქვენნაირი არიფების საკენკია დღეს :D ქალიშვილობა ჯერ სექსის არ ქონაზე რომ არ მეტყველებს,არ იცით ხალხო?? :D არ გაგიგიათ მაინც სექსის სხვადასხვა სახეობა? ჩევნი გოგონები ქალიშვილობის შესანარჩუნებლად ხომ სწორედ სხვა სახეობებს მიმართავენ.არსად დაგეკოარგოთ,არ გაუშვააააააააათ თუ ქალიშვილია,უეჭველი სექსი არ ქონიააა :D

უსახელო2011-10-04 03:19:33
მიტრო,ესეიგი ქმარს გაცილებული ქალი მეორეჯერ ვეღარ უნდა გათხოვდეს რახან ქალიშვილი აღარაა? აი შენ თუ ვაჯიშვილი აგარ ხარ და ვინმე ცოლად გამოგყვებაა,მე იმ ქალს რა ვუთხარიი :D :P უეჭველად შესამოწმებელი ხარ შენ ქორწინებამდე

ლევიკო2011-10-04 03:22:12
:დ :დ უსახელოო,ჩაგეთვალა,ჯიგარი ხარ

კეზე2011-10-05 00:52:57
რა თემა გაიხადეთ სადისკუსიოდ, ჩვენ წინაპარს სექსი ქონდა და ჩვენზე მაგარიც 9 ძმა ხერხეულიძე დამტვერვით არ გაჩენილა მაგრამ დარწმუნებული ვარ მათი დედა რომელმაც სხვათა შორის ასევე სამშობლოს შეწირა თავი პატიოსანი ქალი იყო. თუმცა თუნდაც სექსში დღევანდელ ეროტიკის დედებს რომლებიც გავამოშიშვლებულნი დგანან სექსის სადარაჯოზე ფორას მისცემდა.
რა საჭიროა ამ თემის აფიშირება საერთოდ? ! თქვენ რა მართლა თვლით, რომ შორენასგან ჭირდებათ ქართველებს სექსის სწავლება??????????? სასაცილოები ხდებით ამ თქვენი ვითომდა თავისუფალი და დასვლური აზროვნებით. სტატიის ავტორიც სხვათა შორის

ლლ2011-10-10 20:47:23
კეზე გეტანხმები უკვე ამაზე მეტი სალაპარაკო არაფერი აქვტსტატის ავტორზეც და ბევრ ვიტომ ევროპელზეც მრჩება შთაბეჟდილება რომ მაგარი გოიმები არიან და აგარ იციან რაზე იალაპრაკონ განVითარებული და მართლა გამოსული ადამიანი ამ ტემას შეშვებოდა ერთხელ და სამუდამოდ აგარ მოგწყინდატ ხალხნო ქალიშვილობის სექსის და ამაზე ლააპრაკი?პიუ

ასია2011-11-05 23:31:30
სკეპტიკოსო დიდი მადლობა,აი გვყოლია საქარტველოცჰი საგად მოაზროვნე მამაკაცები.გაიხარე

კახა2011-11-16 18:50:19
სკეპტიკოს, აუცილებელი არ არის ოპონენტი (ოპონირების მცდელობა) კრიტიკის ქარცეცხლში გაატარო. კი მმწონს, ვგებულობ, ნააზრევი სწორეა,გადმოცემა უნიკალური. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც არ გაძლევს იმის უფლებას, ვინმეს "მოაკეტინო". საუკუნეები ცდილობდნენ ქართველების გადაჯიშებას მავანნი რაც გამოუვდათ სახეზეა. ქალისვილობა, უმანკოება, ქართული ბუნებაა, და მას ვერ შეცვლი. ქართულ წეს ადათს "მენტალიტეტი" დაუძახეს ისე რომ არავის კითხეს, რადგან თითქოს მენტალიტეტის შეცვლა ადვილი იყოს. შენ კომენტარებს სექსის თემაზე ყოველთვის ვკითხულობ, "პატივცემულო მასწავლებელო"-ს ასოცირებას იწვევს. სექსსშიც ნაღდად მოიკოჭლებ, პოსტებზე გეტყობა. მეცნიერიც არ ჩანხარ ასე ხელაღებით ქართულ ადათს რომ ეხები ჰაიჰარად. თუ პოსტების გამართულად წერა მიგაჩნია აზრის დასამკვიდრებლად საკმარისი მასე არ არის.
წლოვანება მაძლევს იმის უფლებას საქმის არმცოდნე ადამიანს შენობით მივმართო. გირჩევ სანამ პოსტებს გაუშვებ თემაზე "ასეა ევროპაში და მთელ ცივილურ სამყაროში" საქართველოს ისტორია გაიხსენე და ქართველი
ქალის ბუნება შეისწავლე სიღრმისეულად. უღრმესი პატივისცემით.

კახა2011-11-16 19:10:26
მიტრო ,ჯერ თავიანთი ცოლშვილი დამოძღვრონ სკეპტიკოსისნაირებმა, ლაგამი აუშვან. როგორ მოეწონებათ მერე
ვნახოთ. მსჯელობაში გეთანხმები.

ჩოხოსანი2011-11-24 19:15:37
სექსი არის და იქნება

სკეპტიკოსი2011-11-28 15:28:43
კახას

მართალი გითხრათ, აღარ ვაპირებდი ამ საიტზე რამის დაწერას, მაგრამ როგორც ვხედავ, მომიწევს.
თავიდან მიტროს "პაჟარნი კამანდა" მეგონეთ და პასუხის გაცემაც ზედმეტად მივიჩნიე, მაგრამ მერე, როცა დავრწმუნდი რამხელა მეცნიერი ბრძანდებით, მსურს თქვენს ზოგიერთ მეცნიერულ დებულებას გამოვეხმაურო:

1)"სკეპტიკოს,აუცილებელი არ არის ოპონენტი (ოპონირების მცდელობა) კრიტიკის ქარცეცხლში გაატარო.....
------------------------------------ -------------------------------------------------
რომელია"ოპონირების მცდელობა",მიტროს პოსტი? მაშინ,ერთმანეთს ეოპონირეთ.

2)"ეს ყველაფერი მაინც არ გაძლევს იმის უფლებას,ვინმეს 'მოაკეტინო'"
--------------------------------- --------------------------------
მე ოპონენტებს კი არა,უზრდელებს "ვაკეტინებ".ოპონენტებს კი პატივს ვცემ.

3)"სექსსშიც ნაღდად მოიკოჭლებ,პოსტებზე გეტყობა".
-------------------------------------- -------------------
ამაზე კი მართლა გულით ვიცინე. თქვენ საიდან იცით,ბატონო კახა?

4)"ქართველი ქალის ბუნება შეისწავლე სიღრმისეულად"
---------------------------------- -----------------------
ქართველი ქალი ბუნების შესწავლამდე,იქნებ ჯერ ქალის ბუნება შეგვესწავლა?

5) "მეცნიერიც არ ჩანხარ..."
---------------------------------------------
მ ე მეცნიერობაზე პრეტენზია არა მაქვს და ამიტომ,იქნებ თქვენ ამიხსნათ "მეცნიერულად" - რატომ შეუძლია მამაკაცს ქორწინებამდე (და ხშირად მის შემდეგაც...) 50 ქალის ყოლა (და ამით შეუძლია იამაყოს კიდეც), ქალს კი არცერთის? რაკი ჩემი განათლება გინებებიათ, იქნებ ჯერ ჩემს პოსტებში დასმულ ზოგიერთ კითხვაზეც გაგეცათ პასუხი: მაგალითად, რა ქნას ქალმა, რომელიც ვერ თხოვდება და აგერ უკვე 40 წელმაც მოუკაკუნა? ან განქორწინებულმა ქალმა, რომელსაც "არაქალიშვილობის" გამო მეორეხარისხოვნად თვლიან? ან მამაკაცმა, რომელიც ვერ ქორწინდება (ცოტაა ამის მიზეზი?): მეძავებში ირბინოს, თითო "სეანსში" 150 ლარი იხადოს და მერე მთელი ცხოვრება ვენერული ბუკეტით იაროს? დღედაღამ მასტურბირებდეს? ილოცოს?...იქნებ,თქვენ მიგვითითოთ"მეცნიერული" გამოსავალი?მადლიერი დაგრჩებით.

დაბოლოს,ხომ არ სჯობს ყველამ თავის ცოლ-შვილს

სკეპტიკოსი2011-11-28 15:34:02
(აგრძელება)

მიხედოს? ჩემსას მე მივხედავ.
კეთილი სურვილებით.

სკეპტიკოსი2011-11-28 21:35:47
და კიდევ, ბატონო კახა, რადგან ამხელა მეცნიერი ბრძანდებით, იქნებ ისიც ამიხსნათ, ქართველ ქალს, ფინელთან თუ ჩინელთან შედარებით რომელი ქრომოსომა აკლია?

2011-12-05 15:34:16
იყო და არა იყო რაა.მართლაც ასეა,ახლა რომ დაუგიატ პირები ამ მოხუცებს და გაიზახიან რა ახალგაზრდობაა ჩვენ დროს ასე სად იყოვო,ზუსტად მატ დროს იყო და ამავე დროს ყველაფერი მიჩქმალული იყო.არც ადრე უნდა გაკვირვებოდა ასეტი რამე ადამიანს და ეხლა ხომ საერტოტ,სე.ხი არის დიდი სიამოვნება და გარკვეული ასაკის შემდეგ როგორც მამაკაცს უჩნდება ქალის მოთხოვნილება,ასევე უცჰნდება ქალსაც მამაკაცის მოტხოვნილება და ეს ცუდად არ უნდა იყოს აგქმული როგორც ეს საქარტველოშია.ტუნდაც ეს ქალიშილობის ინსტიტუტი,არ უნდა არსებობდეს.იმიტომ რომ ქალებიც ადამიანები ვარტ და გვიცჰნდება მოტხოვნილება გარკვეული ასაკის მერე.ისე დრო მალე ყველაფერს შეცვლის ასე არ სეიძლება.

NNN2011-12-06 10:34:04
2011-12-05 15:34:16

დროს რატომ ელოდები ტურფავ? ახლა ვინ გიშლის ხელს?

2011-12-24 23:24:41
NNN ს ვპასუხობ.ახლა ქმარი მიშლის ხელს საყვარელო

გუჯა2011-12-29 19:03:51
სექსი ყოველთვის იყო და არის განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე. ქართველმა კაცმაც და ქალმაც იცოდა მისი მნიშვნელობა. ჩვენი წინაპრებისთვის ეს საქმე არავის უსწავლებია, ეს არის გენეტიკურ კოდში ჩადებული. ამიტომ ვისაც ამის სწავლების სურვილი აქვს, თავიანთი ბოზობის "გაპრავება უნდათ.

გოგო2011-12-30 00:55:21
სკეპტიკოსო ასე რამ გაგამწარა არავინ გაძლევს?

:)2011-12-30 01:10:20
ევას რომ ადამი არ შეეცდინა სირცხვილი და სექსი არ იქნებოდაო.
თქვენც ასე ფიქრობთ?

ადამს და ევას ის ორგანოები ხომ ვაშლის ჭამამდე ქონდათ. ხოდა რახან ქონდათ ისინი მოძრაობაში უნდა მოსულიყვნენ როცა იქნებოდა.

ასე რომ რახან გაქვტ ეს ორგანოები მოიყვანეტ მოქმედებაში.
და ნუ ამოგიჩემებიათ "ქართველი ქალი". ქართველი ქალი ისეთივეა როგორც სხვა ყველა, არცერთი ქრომოსომა არ აკლია!

:)2011-12-30 01:13:03
გოგო 2011-12-30 00:55:21
სკეპტიკოსო ასე რამ გაგამწარა არავინ გაძლევს?
________

რამე გინდა შესთავაზო?

გოგო2011-12-30 01:26:31
ისეთი ფეხგაშლილი არ ვარ სკეპტიკოსას ნაირებს შევთავაზო რამე

2011-12-30 11:26:39
მამაპაპაური სეხ კიარა არაფერი არ მიყვარს:)ეს პოზა ვაფშე არ მიყვარს რაც აქ ჩანს.Qართველი კაცები ბანძები ხართ სეხში.:)

ა,,ნნ,,ა2011-12-31 00:53:41
სკეპტიკოსს მივმართავ პატივისცემით..და თვენ თუ მოიყვანდით ცოლად მანდილოსანს რომელიც არ არის ქალიშვილი? შეიძლება არაფერ შუაში არაა ამ საკითხთან მაგრამ..უბრალოდ ..ინტერესის გამო ))

ზანდუკელა2011-12-31 11:28:55
ვისაც როგორ უნდა (ამ მხრივ) ისე უნდა იცხოვროს, ოღონდ ისე არა, რომ შემდეგ გვრცხვენოდეს ჩვენი ნამოქმედარის და ვმალავდეთ:)

ზანდუკელა2011-12-31 11:30:19
მეც მომეწონა სკეპტიკოსის აზრები...

ზანდუკელა2011-12-31 11:41:15
ვერ დავეთანხმები მათ, ვინც წერს, ეს თემა საკამათო არააო. ძალიანაც საკამათოა და სასწავლიც.ასე რომ არ იყოს ამ ბოლო დროს ვენაში (ავსტრია) სექსის ინსტიტუტი კი არ გაიხსნებოდა:)

თეო2011-12-31 16:30:43
„ბევრ ქალა შავაყინტრავე
თხილობა შვინდობაშია,
ბევრას ვათქმიე ქალასა:
- მაგხმარდას მშვიდობაშია,
ნეტავ კი შაგეხსნებოდეს,
ჩავდებდი კიდობანშია“.
წმინდა ადამიანურ
რევოლუციამდელ ქალსაც, როგორც ხედავთ, ი ნატვრა ჰქონია, რადგან არ ჰქონდა... ვიბრატორი... აქ ვახუშტი კოტეტიშვილის წიგნიდან „მოუკრეფავნი“ კიდევ ერთი სტროფი უნდა მოვიხმოთ (ვაჟა-ფშაველას მიერ (!) ფშავში ჩაწერილი):


ნუ ესაააააააააააააააააა, პირდაპირ უნიკუმია ამის დამწერი :)))))))))))))))

მადლობა, ძალიან ბევრი ვიცინე :)))))))) "არა ეს წმინდა ადამინური ნატვრა ვიბრატორზე მაინც მკლააააააააავს :))))))))))))))))))

პურისტი2011-12-31 17:20:25
მე ამ საიტზე ჩემი სათქმელი უკვე ვთქვი, თუმცა, რაკი მაიძულებენ, მინდა ზოგიერთ უზრდელს ვუპასუხო.

გოგო-ს

”სკეპტიკოსო ასე რამ გაგამწარა არავინ გაძლევს?”
--------------------------------------- ------------------
ბოდიში, მაგრამ რატომღაც გადაცმული კაცი მგონიხარ... ნამდვილი ქალი ასეთ სისულელეს არ დაწერს.

”ისეთი ფეხგაშლილი არ ვარ სკეპტიკოსას ნაირებს შევთავაზო რამე”
------------------------------------------- ---------------
შეთავაზება რომ გაჩნდეს, ჯერ მოთხოვნა უნდა არსებობდეს... ასე, რომ შეგიძლია მშვიდად იყო.

აქვე, მინდა დიდი პატივისცემით ვუპასუხო ”ა,,ნნ..ა”-ს, რომელიც მეკითხება მოვიყვან თუ არა ცოლად არაქალიშვილს.
თუ სერიოზულად მეკითხებით, მოკლედ გიპასუხებთ, რომ ქალიშვილობა თუ არაქალიშვილობა ქალის ფიზიკური მდგომარეობაა და არა მისი ღირსება თუ ნაკლი. თუ სიყვარული და ურთიერთპასუხისმგებლობა იქნება, სხვა რამეს ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს.

სკეპტიკოსი2011-12-31 17:27:25
მაპატიეთ, წინა პოსტი სხვა ნიკით (”პურისტი”)დამიწერია, რომელსაც სულ სხვა თემაზე წერისას ვხმარობ.
ამიტომ, ისევ გავიმეორებ.

მე ამ საიტზე ჩემი სათქმელი უკვე ვთქვი, თუმცა, რაკი მაიძულებენ, მინდა ზოგიერთ უზრდელს ვუპასუხო.

გოგო-ს

”სკეპტიკოსო ასე რამ გაგამწარა არავინ გაძლევს?”
--------------------------------------- ------------------
ბოდიში, მაგრამ რატომღაც გადაცმული კაცი მგონიხარ... ნამდვილი ქალი ასეთ სისულელეს არ დაწერს.

”ისეთი ფეხგაშლილი არ ვარ სკეპტიკოსას ნაირებს შევთავაზო რამე”
------------------------------------------- ---------------
შეთავაზება რომ გაჩნდეს, ჯერ მოთხოვნა უნდა არსებობდეს... ასე, რომ შეგიძლია მშვიდად იყო.

აქვე, მინდა დიდი პატივისცემით ვუპასუხო ”ა,,ნნ..ა”-ს, რომელიც მეკითხება მოვიყვან თუ არა ცოლად არაქალიშვილს.
თუ სერიოზულად მეკითხებით, მოკლედ გიპასუხებთ, რომ ქალიშვილობა თუ არაქალიშვილობა ქალის ფიზიკური მდგომარეობაა და არა მისი ღირსება თუ ნაკლი. თუ სიყვარული და ურთიერთპასუხისმგებლობა იქნება, სხვა რამეს ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს.

2012-01-01 11:43:40
იყო და არა იყო რაა.მართლაც ასეა,ახლა რომ დაუგიატ პირები ამ მოხუცებს და გაიზახიან რა ახალგაზრდობაა ჩვენ დროს ასე სად იყოვო,ზუსტად მატ დროს იყო და ამავე დროს ყველაფერი მიჩქმალული იყო.არც ადრე უნდა გაკვირვებოდა ასეტი რამე ადამიანს და ეხლა ხომ საერტოტ,სე.ხი არის დიდი სიამოვნება და გარკვეული ასაკის შემდეგ როგორც მამაკაცს უჩნდება ქალის მოთხოვნილება,ასევე უცჰნდება ქალსაც მამაკაცის მოტხოვნილება და ეს ცუდად არ უნდა იყოს აგქმული როგორც ეს საქარტველოშია.ტუნდაც ეს ქალიშილობის ინსტიტუტი,არ უნდა არსებობდეს.იმიტომ რომ ქალებიც ადამიანები ვარტ და გვიცჰნდება მოტხოვნილება გარკვეული ასაკის მერე.ისე დრო მალე ყველაფერს შეცვლის ასე არ სეიძლება.

ნინო2012-01-08 02:08:09
იცით რა მიკვირს? რატომ გახდა სექსზე საუბარი ასეთი აქტუალური? სიყვარული სადღაა? იმ ძველ დროში ჩვენზე მეტად რომ უყვარდათ ამას რატომ არ ამბობთ ? ?

ქართველი ქალი2012-01-08 02:52:19
ქართველ ქალებზე ამხელა ამბავი რომ არის ამტყდარი, ქართველ ქალებს რატომ არ გვეკითხებით, რას ვფიქრობთ ამ საკითხზე, ან როგორ ვაფასებთ ამ ყველაფერს? :) მე 20 წლის ქართველი გოგო ვარ, და ვთვლი, რომ გოგოებს უბრალოდ ცხვენიათ ამ თემაზე ლაპარაკი, და თუნდაც სხვა რამეს ფიქრობდნენ, იტყვიან, რომ სექსი ცუდია, სექსი ქორწილამდე მიუღებელია და ა.შ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე ასე არ ვთვლი. ამჟამად გათხოვილი ვარ, ჩემ ქმრამდეც მყავდა პარტნიორი, და სანამ ჩემი ქმარი ჩემი შეყვარებული იყო, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იცოდა. დღესდღეობით, მე და ჩემი ქმარი ძალიან ბედნიერები ვართ, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, და ამას ალბათ ისიც განაპირობებს, რომ ჯანმრთელი სექსუალური ურთიერთობა გვაქვს. ქართული ,,ჩარჩოებით'' და ვითომდა მენტალიტეტით არ ვიზღუდავთ ცხოვრებას. ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა, რატომღაც ყველას უკვირს. მაგალითად ბიჭებს, რომლებიც მხედავენ, როგორ ვერთობი ჩემ დაქალებთან ერთად სადმე (ქმრის გარეშე), ან მაცვია ლამაზი კაბა, ან თუნდაც არ ვარ შეზღუდული, როგორც უმრავლესობა ქართველი ქალებისა. ამითი იმის თქმა მინდა იმ ხალხისთვის, ვინც თვლის რომ ჩემნაირი ცოლის ყოლა მიუღებელია, არავის საქმეა, ვინ როგორ იცხოვრებს, მეორე - ჩემ ქმარს არასოდეს მოვბეზრდები და საყვარელს არ გაიჩენს, იმის გამო რომ თავს არ ვუვლი, ან სექსი არ ვიცი, ან გაუნათლებელი და სულელი გოგო ვარ, ან სხვა ადამიანებისთვის სასურველი არ ვარ (როგორც ხშირად ხდება სხვა ოჯახებში), მესამე - როგორც ქალი კმაყოფილი ვარ, იმითი, რომ საკუთარი თავის რეალიზებას ვახდენ, ნებისმიერ სფეროში სადაც მომინდება.

ბგუყვ2012-01-08 02:52:56
მნ

კრის2012-01-08 04:16:43
ბატონო სკეპტიკოსო, შევეცდები თქვენი არსებობით გამოწვეული აღფრთოვანება დავმალო და უბრალო მადლობით შემოვიფარგლო! რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ერუდირებული ადამიანებისთვის ფიზიკურ მდგომარეობას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. (არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, ჩემი სუბიექტური აზრია.) თუმცა სამწუხარო ფაქტია,რაც აღნიშნეთ, რომ მსგავსი გარდატეხა მომავლის საქმეა. იმედი მაქვს ამ გზას სხვები უფრო ადვილად გაივლიან და მსოფლიოს თხუთმეტი ქვეყნის შემოვლა არ დასჭირდებათ ადამიანების "ადამიანებად" შესაცნობად.ალბათ ყველა ქალისთვის საოცნებოა ის "ეპოქა", როცა თქვენსავით მოაზროვნეები უკონკურენტო თუ არა უმრავლესობაში მაინც იქნებიან.
რა თქმა უნდა ინდივიდუალური უფლებაა იყო ისეთი, როგორიც გინდა, ქალიშვილი თუ არაქალიშვილი. სამწუხარო ისაა, რომ ამ უფლებას არ ან ვერ იყენებენ (ან კიდე ვაი ეგეთ გამოყენებას). მიზეზებში ვერ გავრკვეულვარ, ნუთუ მართლა, მხოლოდ ეს არის "მეზობლის მამიდა რას იტყვის" ?!
პირადად ჩემი მაგალითიდან ვიტყვი, რომ მიზეზი ჩემთვის უფრო შორს მიდის,(20წლიანი აღზრდა "ობმოკიდებული" მენტალიტეტით) ყოველ შემთხვევაში მე ასე მეჩვენება. რა მოხდება თუ ქორწინების გარეშე ერთხელ, ორჯერ, ხუთჯერ ან მეტჯერ არ გამიმართლებს? რა განსხვავებას ვხედავ ქორწინებაში იმავე რაოდენობით უიღბლობის შემთხვევაში? შეიძლება მცირე,მაგრამ ვფიქრობ "დაკანონებული პროსტიტუციის" შემთხვევაში იქნება ნაკლები ფსიქოლოგიური სტრესი, რასაც ვერ გავექცევით, რაც არ უნდა ძლიერი პიროვნება იყო. ესეც რომ არა, მბოჭავი ფაქტორები: რელიგია, საზოგადოებრივი აზრი, მათ უარყოფითთან ერთად დადებითიც ხომ უნდა ჰქონდეთ? თუნდაც მოვახერხოთ თავშეკავება ან ვისწავლოთ შეჩერება, თუნდაც იმისთვის რომ ამ ძიებების და გაუმართლებლობის პროცესებს ავარიდოთ თავი, რომ გზა და გზა სადმე საკუთარი თავის პატივისცემა,საკუთარ სურვილებზე კონტროლი ან მთლიანად საკუთარი თავი არ დავკარგოთ.მომავალ თაობას წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ მომიტევეთ ჩემი ეგოიზმი და მე არ მსურს მათთვის ამ ეკლიანი გზის საკუთარი ხელებით გაკვალვა.პატივისცემით,მე.

2012-01-09 20:05:48
იყო და არა იყო რაა.მართლაც ასეა,ახლა რომ დაუგიატ პირები ამ მოხუცებს და გაიზახიან რა ახალგაზრდობაა ჩვენ დროს ასე სად იყოვო,ზუსტად მატ დროს იყო და ამავე დროს ყველაფერი მიჩქმალული იყო.არც ადრე უნდა გაკვირვებოდა ასეტი რამე ადამიანს და ეხლა ხომ საერტოტ,სე.ხი არის დიდი სიამოვნება და გარკვეული ასაკის შემდეგ როგორც მამაკაცს უჩნდება ქალის მოთხოვნილება,ასევე უცჰნდება ქალსაც მამაკაცის მოტხოვნილება და ეს ცუდად არ უნდა იყოს აგქმული როგორც ეს საქარტველოშია.ტუნდაც ეს ქალიშილობის ინსტიტუტი,არ უნდა არსებობდეს.იმიტომ რომ ქალებიც ადამიანები ვარტ და გვიცჰნდება მოტხოვნილება გარკვეული ასაკის მერე.ისე დრო მალე ყველაფერს შეცვლის ასე არ სეიძლება.

არა2012-01-17 03:26:58
„ქალას შავთხოვე, არ მამცა,
რუსულად მითხრა: ნიატო!
მიწითამც ამოგევსების,
ჩემდ ძვირო, სხვისთვის იაფო!“ <<<< ეს მომეწონა!!!!

უტა2012-01-17 03:31:17
რა გეშველებათ

მარი-მირა2012-01-17 03:59:55
როდემდე უნდა ლაპარაკობდეთ ქართველი კაცები თგვენგან ფრიგიდულად ნაქცევი ქართველი ქალების სახელით?! საცოდაოობაა ასეთი გულუბრყვილოები რომ ხართ და ზღაპრებს აიდიალებთ, რომლისაც მხოლოდ თქვენ გჯერათ... როგორ შეიძლება ქართველ ქალს სექსის სურვილი ქონდეს?! ნწ, ნწ, ნწ, ვინმემ არ გაიგოს...

2012-01-17 11:02:44
იმიტომაა ქართველი ქალების საქმე "კარგად", რომ ასეთი სულელი კაცები გვყავს.სულ ლაქლაქებენ და ლაქლაქებენ.არც სექსი ეხერხებათ არც საქმის კეთება...მარტო ქართველ ქალებზე ჭორაობაში და ნაცარქექიობაში არიან მაგრები.

!!!!!!!!2012-01-17 11:31:15
ბოლო კომენტარი მომეწონა,100% მართალია, სილ ქალოიებად იქცნენ ეს "აცები"-ტლიკინებენ დედაკაცებივით,სულ ტრაბახობენ და საქმეს ვერაფერს აკეთებენ! მერე კი რატომ უკვირთ რომ გვერდით მყოფ ქალს ვერ უნარჩუნებენ ან ცოლები რატომ უბო...დებათ -ვერ გავიგე? მთავარი პრობლემა კაცშია და მათ ბევრი რამ აქვთ სასწავლი, მერე კი უფრო დალაგდება ყველაფერი

2012-01-17 21:11:24
კაცები= სირ.ები ხართ

უშიშარიძე2012-02-01 09:53:19
სკეპრიკოსო ძალიან კარგად გამოხატავ და აყალიბებ საკუთარ აზრს, ჩანს ერუდიციაც და განათლებაც, ისევე თქვენს კითხვებზე რომლიც პასუხგაუცემელი დარჩა, რა უნდა ქნას იმ 15 წლის ბიჭმა? ეს მოდი 15 წლის ბიჭს ვკითხოთ, რომელი ვარიანტი ურჩევნია მას რომ რომ ქონდეს უპრობლემოდ სქესობრივი ურთიერთობა მაშინ როცა მოუნდება და ყავდეს ზრდასრულ ასაკში 17 პარტნიორ გამოცვლილი მეუღლე თუ ურჩევნია თავი შეიკავოს და საბოლოდ ყავდეს ქალი რომლისთვისაც პირველი იქნება. მე დარწმუნებული ვარ რომ უმეტესობა მეორე ვარიანტს აირჩევს, და ეს სრულადაც არ მიუთითებს ჩამორჩენილი ბატკანივით ჩანჩალზე( კარგი ოპონენტი ჩანხარ და იმაზე ნუ შემედავები რომ ამ შემთხვევაში აუცილებლად გაკერილი ქალი შეხვდება, იმიტომ რომ ძალიან სუსტი არგუმენტია).
რაც შეეხება ქალს რომელიც ვერ თხოვდება, თუნდაც 35 წელი კარს მოადგა, ის რომ გაიჩინოს მამაკაცი და ქონდეს ურთიერთობა სრულფასოვანი, ამისთვის მას არავინ დაძრახავს, და არავინ შეურაწყოფას არ მიაყენებს..
სისუფთავე და პატიოსნება ახსენეთ, კი ბატონო არ არის სისუფთავე მეძევეებში სირბილი ,მაგრამ არც ის არის სისუფთავე და პატიოსნება, გოგოს რომ სადაც მოუნდება იქ ექნება და რამდენიც მოუნდება განსაკუთრებით იმ შემთხვევაში როდესაც მას ამისთვის არავინ დაძრახავს, არაფერი ხელს არ შეუშლის, და სათვალევი აერევა.
ერთხელ ჩემი უცხოელი მეგობარი მეუბნება ჩემი გოგო 14 წლისაა და უკვე 2 ბოიფრენდი გამოიცვალაო , და თან ამაყად იცინოდა თითქოსდა კაი რამე ეთქვას ..

სკეპტიკოსი2012-02-03 23:29:00
უშიშარიძეს

გმადლობთ გამოხმაურებისთვის.
15 წლის ბიჭის ამბავი მასვე ვკითხოთო,ბრძანეთ.მანამდე იქნებ ჯერ საკუთარ თავს ვკითხოთ-ოდესღაც ხომ ჩვენც ვიყავით 15 წლის...
ჩემს თაობას სექსი ტანჯვად ექცა და არ მინდა ჩვენს შვილებსაც იგივე დაემართოთ.საბედნიეროდ თუ საუბედუროდ,უამრავ ქყვეყანაში მომიხდა ცხოვრება და გარწმუნებთ,რომ სექსუალური პრობლემების გადაჭრის ჩვენეულზე უარესი მოდელი არსად მინახავს,თვით ყველზე ღრმა და უიმედო აზიაშიც კი.რა თქმა უნდა, იდეალური არსად არაფერია,მაგრამ ყველგან რაღაც რეალურ გამოსავალს ეძებენ,ჩვენს გარდა. აი,თქვენ ბრძანეთ,რომ ახალგაზრდას ურჩევნია თავი შეკავოს და საბოლოოდ ქალწული ცოლი შეხვდესო.მაინც, რამდენ ხანს უნდა შეიკავოს თავი?ესეც არ იყოს,გამოცდილი ადამიანი ჩანხართ და ნუთუ მართლა გგონიათ, რომ ქორწინება სექსუალური პრობლემების გადაჭრის გზაა?განა სწორედ ამ ნიადაგზე შექმნილი ოჯახები არ ინგრევა სულ რამდენიმე თვეში?ასეც რომ იყოს,როდის დაოჯახდება ეს ბიჭი?ჯერ ხომ უნდა ისწავლოს-დაამთავროს ბაკალავრიატი,სამაგისტრო,სამსახური ეძებოს, ფეხზე დადგეს...ამ პროცესს კი, სულ ცოტა, 10 წელი ხომ მაინც ჭირდება?სკოლას დღეს ბიჭი 18 წლისა ამთავრებს,ანუ დაოჯახებას 28 წლამდე (ხშირად კი უფრო გვიანამდეც)ვერ შეძლებს.მაშ,რა უნდა ქნას მან მთელი ამ ხნის მანძილზე? თუ მეძავეებს, გამუდმებულ მასტურბაციას თუ ლოცვას გამოვრიცხავთ,ხელში სხვაც აღარაფერი შეგვრჩება. იქნებ ესოდენ მოდებული ჰომოსექსუალიზმის ერთერთი მიზეზი ესეც იყოს...კიდევ უფრო უარესია ქალების მდგომარეობა, რადგან მათ ამ აბსურდულ ქვეყანაში ნორმალური სექსი ლამის ინსტიტუციონალურ დონეზე აქვთ აკრძალული...მათ დამთრგუნველ ყოფაზე ლაპარაკიც კი მიჭირს.სათქმელი კი ძალიან ბევრია,მაგრამ ერთ პოსტში ყველაფერს ვერ ჩაატევ.ვიტყვი მხოლოდ,რომ მე სულაც არ ვქადაგებ სექსუალურ ანარქიას,როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია.პირიქით,მე ამ სფეროში ახალი წესრიგისა და ადამიანური ნორმების დამკვიდრების მომხრე ვარ.14 წლის ასაკში სექსუალური ცხოვრების დაწყება არც მე მომწონს-სექსი ხომ ნაყინის ჭამა არაა. მაგრამ არც ჯოხის მეორე მხარეს გადახრაა სწორი.შიმშილსა და ღორმუცელობას შორის გონივრული შუალედიც არსებობს,ადამიანს კი გონება ამ შუალედის საძიებლად მიეცა და არა საკუთარი თავის დას

სკეპტიკოსი2012-02-03 23:30:29
(დასასრული)
დასამონებლად.როგორც ჩანს,სწორედ ამ გონიერების დეფიციტია საქართველოში.
პატივისცემით.

მარიხუანა :)2012-03-08 01:22:05
სკეპტიკოსო ....................ქედს ვიზრი ტკვენს ცინასჰე .............

George2012-03-13 14:23:32
Well put, sir, well put. I'll ceranitly make note of that.

შორენა2012-03-19 03:17:35
ყველა ქართველი მამაკაცი თუ არა, მესამედი მაინც რომ აზროვნებდეს ისე როგორც სკეპტიკოსი, მაშინ იმედი მაინც იქნებოდა რომ ჩვენ ოდესმე გვეშველებოდა რამე, მაგრამ სამწუხაროა რომ ასე ძალიან ცოტა აზროვნებს, ეს მარაზმი აზროვნება რაც ქართველ ბიჭებს აქვთ გამოუსწორებელია, აღმოუფხვრელია, და საშინელებაა.. გოგო თუ ინტერნეტშია და სოციალურ ქსელში საუბრობს- ცუდია, წითელი პომადა უსვია- ცუდია, ქუჩაში ეცნობა ბიჭს-ცუდია, სიგარეტს ეწევა- ცუდია, აკოცა ვინმეს- ცუდია. სანამ ეს აზროვნება აქვთ საქართველოში არაფერი შეიცვლება..

2012-03-19 09:29:58
თურმე ამ თემაზე ჩვენ ჟურნალისტებსაც შეძლებიათ ნორმალურად წერა.გაიხარე ალეკო ცქიტიშვილო.

ბუმსლანგი2012-03-19 12:45:28
სტატია, - ისე, რა! თითქოს თემას წერდეს...
სკეპტიკოსის წინადადებებზე ვიცინე:
"ჩემს თაობას სექსი ტანჯვად ექცა და არ მინდა ჩვენს შვილებსაც იგივე დაემართოთ";
"თუ მეძავეებს, გამუდმებულ მასტურბაციას თუ ლოცვას გამოვრიცხავთ,ხელში სხვაც აღარაფერი შეგვრჩება. იქნებ ესოდენ მოდებული ჰომოსექსუალიზმის ერთერთი მიზეზი ესეც იყოს..."

:))))))))

ბუმსლანგი2012-03-19 12:50:12
"მე სულაც არ ვქადაგებ სექსუალურ ანარქიას,როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია." :))))
ზოგიერთს ნამდვილად ჰგონია, რომ ჯერ უნდა დაალაგოთ აზრები, ღრმად პატივცემულო სკეპტიკოსო და მერე გადმოგვცეთ თქვენი მარგალიტები... :)

მაშ, სექსუალური ანარქიაო? აი, მესმის, სინთეზი :)))

ბუმსლანგი2012-03-19 12:51:44
:)))))))))) ღმერთო, მიშველე :))))
"სექსი ხომ ნაყინის ჭამა არაა"...
გაიხარეთ, სკეპტიკოსო, ძლივს არ მოვედი ხასიათზე?!

21საუკუნე2012-03-19 14:27:17
მოკლედ და კონკრეტულად სანამ ქართველი კაცის ტვინი არ განვითარდება, ქალებს არაფერი ეშველებათ ამ ქვეყანაში... "კაცს ყველაფრის უფლება აქვს"- ეს ლოზუნგი უნდა აღმოიფხვრეს... თუ კაცს დაქორწინებამდე უფლება აქვს "იბოზაოს" აღმა-დაღმა, ან ელემენტარული წავიდეს ქალთან და დაიკმაყოფილოს ბუნებრივი მოთხოვნილება, ქალი ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ი ა თავი შეიკავოს გათხოვებამდე!!! რატოომ? იმიტომ რომ ეს კაცების კანონია...იტყვით-ადათ წესებიაოო...და რატომ არ ვრცელდება მაშინ ეს წესები მამაკაცზე? რატომ აქვს მამარს ყველაფრის უფლება და ქალს თითქმის არაფრის? გარბიან უკრაინაში და კიდევ უფრო შორს, იქაური ქალები თავისუფლები არიანო..და რატომ არიან? იქაურ ქალებს ასეთი ს... და ჭორიკანა მამაკაცები არ ყავთ და იმიტოომ...

ჰმ2012-03-19 21:21:57
მე მომწონს სკეპტიკოსის ლოგიკური აზროვნება,მისი აზრის გადმოცემის შესანიშნავი უნარი...შინაარსიანად და საინტერესოდ მსჯელობს,თუმცა,მინდა ვკითხო:
სიყვარული სექსთან არაა კავშირში?მიპასუხეთ,გთხოვთ
ნუთუ სიყვარული ადამიანის სულიერი და ხორციელი ვნების,სურვილის ერთიანობა არაა?რატომ ვმიჯნავთ ამ ორ
განუყოფელ კომპონენტს ერთმანეთისაგან?ჩემი ქმარი შემიყვარდა...ვხვდებოდით ერთმანეთს ერთხანს,მერე მას
რამოდენიმე თვით ქვეყნის დატოვება მოუხდა...თავი შევიკავეთ ორივემ(ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავად)ცხადია,სიყვარული იყო საფუძველი,რომ მასთან სექსიც მინდოდა და სულიერი სიახლოვეც,მაგრამ ქორწინებამდე მოვიცადეთ,რადგან ჩემი თვეებით დატოვება უწევდა...ჩამოვიდა და დავქორწინდით...შორს მყოფი რომ მახსენდებოდა,სექსი მინდოდა ძალიან,მაგრამ მასთან და არა სხვა მამაკაცთან...ჩვენ დღეს ერთად ვცხოვრობთ,ვგიჟდები მასზე,როგორც პიროვნებაზე და ...ვგიჟდები მასთან სექსზე...სხვა კაცზე არასოდეს მიოცნებია...ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს,სულიერი კომფორტი და ბობოქარი სექსი...გოიმია ჩემი ქმარი?ამბობს,რომ სხვა ქალი არ სჭირდება,რადგან ჩემგან ყველაფერს იღებს..(ეს მისი ძალდაუტანებელი აზრია!!)
მიპასუხეთ,კაი?

ანდამატი2012-03-19 21:40:44
ბედნიერი ყოფილხართ გათხოვილი ხართ მიზეზი ესააა ძალიან გაგიმართლათ რომ თორემ ვინ გაღირსებდათ სე..ს ეს ხომ დაუშვებელია თურმე ეჰ დამავიწყდა ამ ქვეყანაში დაკანონებულ ლეგალიზებულ სე..ს სხვანაირი გემო აქვს ხო? ვაი თქვენ და თქვენ გაგებას

ჰმ2012-03-19 21:45:36
ანდამატი
ანუ,დადოგმატება არაფრის არ ვარგა,ასე არაა?

ანდამატი2012-03-19 21:57:39
არა აბსოლიტურად არაფრის არ შეიძლება და გეთანხმებით სიყვარული ჰარმონიაში უნდა იყოს ხორციელ და სულიერ კავშირში ეს არის ნამდვილი სიყვარული და მითუმეტეს ქორწინება ნებისმიერ ქვეყანაში ცივილიზებულში მაღალ რანგზე აყვანილი ის რომ საყვარელი ყავს და თურმე რას ამბობ ცოლიც უყვარს მიუღებელი სიბნელე და ინდიოტიზმია ამ შემთხვევაში ალბათ მასში მხოლოდ მოსამსახურე უყვართ ქართველ კაცებს

ჰმ2012-03-19 22:16:49
გეთანხმები ანდამატი
და იმის ნაცვლად,რომ აქ მსგავსი ურთიერთობის მაგალითები განიხილონ,ჯანსარი და სასიამოვნო,ქადაგებენ,რომ სექსი მსხვერპლს მოითხოვს...ხალხო,სექსი და სიყვარული შეათავსეთ ერთმანეთს...ვერ დამაჯერებთ,რომ ყველა მარცხნივ მოსიარულე ქალს (კაცს)უვარგისი მეუღლე ჰყავს...ერთი კაცი ქალისთვის ბევრიაო და ორი ძალიან ცოტაო...ამიტომ,შეეცადეთ,მეორეს მოერიდოთ,რომ შემდეგ ქვეყანა სხეულზე არ გადაიტაროთ

ჰმ2012-03-19 22:19:23
ქალი ქმნის და აყალიბებს მამაკაცს...მასზეა დამოკიდებული,როგორი იქნება მისი მამაკაცი...იაქტიურეთ და
მიიღეთ მაქსიმალური სულიერი და ხორციელი სიამოვნება...მამაკაცის ნეკნისაგან წარმოშობის მიუხედავად,ქალი ქმნის მამაკაცს ისეთად,როგორიც ის არის!

2012-03-20 00:15:17
ანძრევს გალისა

სკეპტიკოსი2012-03-21 14:58:36
ბუმსლანგს

მოუგვარებელი სექსუალური პრობლემები ადამიანის არადეკვატურ ქმედებებში იჩენს თავს. თქვენი რეაქციაც ამის ტიპური მაგალითია - უმიზეზო აგრესია, უადგილო სიცილი თუ ისტერიკა, უსაგნო კამათი, უარგუმენტო პოლემიკა, თავის წარმოჩენის სურვილი,თუნდაც ყველაზე მდაბიო მეთოდებით, რაც საბოლოო ჯამში საკუთარი თავის გამასხრებითვე მთავრდება... ამგვარი მდგომარეობა ჩვენი ცხოვრების ამათუიმ ეტაპზე ყველა ჩვენგანს გამოუცდია და ამიტომაც,კარგად მესმის თქვენი და გულით გითანაგრძნობთ. ჩემი რჩევა იქნება, ამგვარ მდგომარეობაში ყოფნისას მოერიდოთ სერიოზულ თემებზე კამათს. თუ "ჰორმონალური შემოტევის" (მაპატიეთ ამგვარი "სინთეზი"...)დროს გული მაინც საჩხუბრად გიწევთ, მიიღეთ "ვალერიანკის" და "პუსტირნიკის" წვეთები და ეცადეთ გაწონასწორდეთ. მერე კი გონებაში კარგად ჩამოაყალიბეთ, ქირქილისა და ლანძღვა-გინების გარდა თუ გაქვთ რამე სათქმელი.მხოლოდ ამის შემდეგ მოგისმენთ.
გისურვებთ წარმატებებს.

სკეპტიკოსი2012-03-21 15:33:30
ჰმ-ს

გმადლობთ,ქალბატონო, კეთილი სიტყვებისთვის.
თქვენი კითხვის პასუხად იმას ვიტყვი,რომ სიყვარული უსექსოდ ძნელი წარმოსადგენია (თუმცა, თეორიულად შეიძლება არსებობდეს კიდეც...), სექსი უსიყვარულოდ კი მართლაც რეალურად არსებობს (თუმცა, თუ პარტნიორის მიმართ სრულიად ინდიფერენტული ხარ,ამგვარი სექსი უსექსობას ბევრად ვერაფრით ჯობს).
რა თქმა უნდა,იდეალურ შემთხვევაში ოჯახი სიყვარულის ნიადაგზე უნდა იქმნებოდეს,მაგრამ ეს ყოველთვის ვერ ხერხდება.ამ მხრივ თქვენ უდავოდ გაგიმართლათ და მოსალოცად გქონიათ საქმე.ღმერთმა მუდამ ბედნიერი გამყოფოთ თქვენს ოჯახში.
ალბათ დამეთანხმებით,რომ ყველა ადამიანს თავისი ბედი და ცხოვრებისეული გზა აქვს.ერთი ადამიანის ცხოვრებას მეორის კანონებით ვერ განსჯი.ზოგჯერ ვერ პულობ ან კარგავ სიყვარულს,ზოგჯერ სიყვარული ქვრება,ერთ დროს ბობოქარი ურთიერთიერთობებიც ცივდება.ზოგი საერთოდ ვერ ქორწინდება,ან განქორწინება უწევს;ზოგი მუდმივად ეძებს,ზოგს კი სიყვარულისთვის უკვე აღარც ცხელა. გული შეიძლება გაცივდეს და დაიმსხვრეს კიდეც, სხეული კი მაინც თავისას ითხოვს... აი აქაა პრობლემა.გონებაგახსნილი ადამიანი ჩანხართ და ალბათ მიმიხვდებით სათქმელს.
კიდევ ერთხელ გისურვებთ ბედნიერებას.

2012-03-24 04:12:24
14 წლის გოგო რომ არ არის კალიშვილი და ბუჩქებში იკმაყოფილებს ჟინს, ასევე 35-45 წლის ქალი რომ ქალიშვილია ეგააა ცხოვრებაააა? :)))))))

ბუმსლანგი2012-04-10 16:44:36
კარგი, რა, სკეპტიკოსი, არ მოგწყინდა სიტყვების რახარუხი?
უჰ!
ან რა თავის გამოჩენა, ან რა მოუგვარებელი სექსუალური პრობლემები... ნუ იქნებით ასეთი პათეტიკური, ბატონო სკეპტიკოსო...
ჰაჰაჰაჰა, მაპატიეთ, სკეპტიკოსო, მაგრამ მეცინება თქვენს აზრებზე რა რა ვქნა!
აბა ეს რაა: "თქვენი კითხვის პასუხად იმას ვიტყვი,რომ სიყვარული უსექსოდ ძნელი წარმოსადგენია (თუმცა, თეორიულად შეიძლება არსებობდეს კიდეც..."

სკეპტიკოსი2012-04-14 00:46:35
ბუმსლანგს

ეტყობა მწვავე კრიზისის პერიოდი დაგეწყოთ. იცის ხოლმე.
სიცილი მოგიხდებათ, თერაპიული ეფექტი აქვს. იმედია ბროწეულის ოყნებამდე საქმე არ მივა.
"პათეტიკურის" მნიშვნელობა კი შეგიძლიათ განმარტებით ლექსიკონში იხილოთ.
გისურვებთ წარმატებებს.

....2012-06-17 22:15:02
deda alipia kieveli. omi daiwyeba petre pavlobis marxvashi aqa iq eyreba xeli da pexi. es moxdeba roca leninis gvams gamoitanen. es ubralod omi kiar iqneba es iqneba erebis sasjeli mati gaxrwnili cxovrebis gamo.adamianebi erti adgilidan meorisken gaiqcevian...

2012-10-23 22:15:18
წაწლობა
პატარა დავწევ ქალთანა,
გავხსენ მძივიან საყელო
ქალმა ხელები შამტაცა:
- რას შვრები, ძაღლის ნაშენო!...
ხელებს ძუძუზედ რად მისომ,
აგრემც შავ მიწან დაგფქვენო!
იწექ და ხელი არ გასძრა,
აღარ გამიხსნა საყელო!
-ნეტა აღარას მიშველის,
ლაშა-გიორგი ვახსენო?
-რო თავის ფეხით მოვიდეს,
მე არაი მაქვ საშენო!
ავდექ, გამოვწყერ მენაცა:
-რა მაქვის შენთა საფერო,
,,წუხელის ვიწევ ქალთანა,
სუ ქვეყანაზე გავფენო.
ჩოხის კალთაზე გამება:
- სად მიხვალ, მიწის დამყრელო?!
ავდექ, ჩაუწევ ისევა,
საკინძის ღილებ დავხსენო

ნუცა2012-10-27 13:22:46
საქმე არ გაქვტ მეტი კაცებს მარტო სად სჰედოტ ის გაინტერესებტ მომავალზე არ პიქრობტ

სად ხარ ლივერპულა2012-12-06 13:56:33
ლივერპულ, იბერიელ სადა ხართ, სადაა თქვენი "ბრძნული უბიწო" აზრები? ნუთუ გადაცმულ გოგოდ მოგვევლინეთ ამ სტატიაში?

სტელა2013-01-07 12:40:49
Nუცა ბრავოო მომეწონა

რეავიცი2013-03-03 16:29:38
ნუცა 2012-10-27 13:22:46
საქმე არ გაქვტ მეტი კაცებს მარტო სად სჰედოტ ის გაინტერესებტ მომავალზე არ პიქრობტ
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

მართალი ხარ, ნუცა, ხომ გაგიგონია: "სმა-ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულია"? :))))))

კეცალკონართი2013-04-11 17:04:03
მოდერატორებო, ვაი თქვენს პატრონს - უბედურს, "უცენზურობაში" რომ ვერ გარკვეულხართ და უ-ბრალ-ო წინადადებას ბლოკავთ

სალომე2013-04-11 20:55:28
ძალიან მაგარი სტატიაააა, მართლა ვისიამოვნე ამის წაკითხვით!

მანანა2013-06-19 16:09:36
ზოგიერთი სექსს და გარყვნილებას ერთმანეთისგან ვერ არჩევს, სექსი სხვათაშორის ინგლისურად სქესს ნიშმავს, ასე რომ საბჭოთა მოქალაქეს რომელმაც განაცხადა ჩვენთან სექსი არ არის"-ო განუცხადებია, რომ უსქესო არსებები ვართ :) რა საცოდავობაა :(

ზულუსი2013-06-19 16:10:22
აუ ამას იმენნა დისერტაცია დაუწერია რა, ხარისხი მიანიჭეთ:))), ცუდი არ იყო

ზულუსი2013-06-19 16:14:16
სკეპტიკოსო მოაზროვნე ადამიანი ხარ, გაიხარე

Dantès2013-06-19 21:28:20
ნუცა კაცებზე ორიოდეს მაგალითით ნუ იმსჯელებ გენაცვალე. საქმეც გვაქვს და მომავალზეც ვფიქრობთ. ისე კი ეგ "პრობლემა" მარტო ქალებსა და კაცებს კი არ გვაქვს, ზოგადად მამრსა და მდედრს შორის არსებობს. არ გინახია თუნდაც ქუჩაში ერთმანეთს ადევნებული ბეღურები? მდედრი რომ არ იძლევა და რომ მიდის წიოკი და ბუმბულის ბრდღვნა? ბეღურასავით კი არ უნდა იმსჯელო შე ქალო. (ხუმრობით გეუბნები არ მიწყინი)

Dantès2013-06-19 21:55:26
ქალიშვილობა არაა უბიწოობა და პირიქით. ისე ეგ უბიწოობა რელიგიაზე თუ მივა საქმე ორივეს მოეთხოვება ქალსაც და კაცსაც. ანეგდოტი იყო საბჭოთა დროს (როცა ჯერ კიდევ "დაცულები" ვიყავით "გარყვნილი დასავლეთის მავნე" ზეგავლენისგან)- ერთ უცხოელ სტუმარს უკვირდა "კაცო ორი რამ ვერ გამიგია რანაირადაა მაღაზიაში არაფერია და სახლში ყველას ყველაფერი აქვსო და ყველა ქალი პატიოსანია და თითქმის ყველა კაცს საყვარელი ჰყავსო". ეხლა რამდენად აქტუალურია ეს ანეგდოტი არ ვიცი.

საპონი2013-06-21 15:07:19
ს კ ე პ ტ ი კ ო ს ი მაგარი კაცია..ჯიგარი ხარ///ხალხნო გამოფხიზლდით...ქალიშვილი გოგოები უკან ხვრელში:) ირჩობენ:),,,და უქალობით გამცარებული ბიჭები ისებ ბიჭებს უდებენ:)...გაახილეთ თვალები..ვისაც რამე პრეტენზია აქვს მომწერეთ temo.kozuri@mail.ru

საპონი2013-06-21 15:13:59
მომცერეთ მაილზე და ბევრ ისეთ რამეს გეტყვით რომ გაგაოცებთ:):)temo.kozuri@mail.ru

ME_სი2013-06-25 17:43:32
იაზრო და შაბლონური ანალოგიები მოყავს ავტორს,შესაბამისად ეს არ არის მეცნიერული კვლევის დეტალები,უბრალოდ კაიფობს რა))) და არც ღირს ამის ბოლომდე წაკითხვა

თამუ.2013-07-30 18:09:02
ს კ ე პ ტ ი კ ო ს ი დზალიან მაგარიააააააააააააააააა

ვეთანხმები2013-07-31 04:07:31
ს კ ე პ ტ ი კ ო ს ი 100%

ანუშკი2013-07-31 04:11:53
/..
.
.
.ს კ ე პ ტ ი კ ო ს ი საზგვარგარეთ ხარ ?
.
.
.
.>>>>>>>>>>>>>>>>>

ქეთი2013-07-31 09:15:06
კარგი სტატია იყო მომეწონა.

***2013-07-31 09:20:14
ყველა იგლაჯუნებს ჩუმჩუმად და მერე ხალხისთვალში პატიოსნად ცხოვრობენ. აი ასეთი სეXIა ჩვენთან

ეს რა დავმართნია2013-07-31 19:15:43
მუხუდო შენ ქალი ხარ თუ კაცი?

ეს რა დავმართნია2013-07-31 19:23:57
სკეპტიკოსი მეუღლე თუ გყავს და თU არა მოყვან ცოლად ისეთ ქალს ქალისჰვიი რომ არ იყოს?

შმეთერლინგ2013-07-31 21:55:45
პატიოსანო მამაკაცებო, რომლების სექსის ქონას მხოლოს ქორწინების შემდეგ ქადაგებთ, მაინტერესებს, რამდენი ხართ ვაჯიშვილი? მაინტერესებს განსაკუთრებით თქვენი აზრი. რამდენად ლოგიკური და მიზანშეწონილია 2 ადამიანი, რომლებსაც ერთმანეთი გულწრფელად მოსწონთ და უყვართ,ერთმანეთთან ფიზიკურ ურთერთობას თავს არიდებდნენ, კაცი ბო...ში მიდიოდეს და ქალი ჰორმონების შემოტევის მსხვერპლი იყოს? თუმცა 30 წლის ასაკში უკვე 10 პარტნიორის ყოლაც არაა ნორმალური. მაგრამ მთლიანობაში 30 წლის ქალისთვის ქალიშვილობა, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური, თუნდაც პიროვნული თვალსაზრისით არიც ისე სასურველია P.K სექსი აუცილებელია როგორც მამაკაცისთვის ისე ქალისთვის და ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არაა, ეს არის ბუნების დადგენილი კანონი

2013-08-01 11:03:55
სკეპტიკოსი 100% მართალია

2013-08-29 22:05:52
რა აბდაბუდა ისექსავეტ რამდენიც გინდატ პირსჰი არ დაგავიწკდეტ მიცემა ტორემ სექსი არ ერქმევა

seo service2013-09-07 01:22:36
WkzZdK A round of applause for your article.Much thanks again. Awesome.

online business2013-09-13 19:53:27
K9GA9O I value the article.Much thanks again. Great.

#####2013-09-27 13:03:08
35 წლისა გავთხოვდი, ჩემი კმარიც 35 წლის იყო, მორწმუნე ადამიანია, და მე მისთვის პირველი ქალი ვიყავი, და არანაირი პრობლემა არ გვქონია ურთიერთობაში, პირიქით... :). სექსი მხოლოდ დაქორწინებულებისთვის არის, ქრისტეს კანონის მიხედვით. ვინც თავს წწრისტიანად თვლის, უნდა გაითვალისწინოს ეს. აბა, ვიძახოთ "ქრისტიანი ვარ" და თავს ყველაფრის უფლება მივცეთ, ეგრე სადაა?

მე.2013-09-30 17:43:40
სტატია ძალიან მომეწონა..

მე.2013-09-30 17:48:01
ქართველების უბედურება თვალთმაქცობაა. როგორ შეიძლება ადამიანი გიყვარდეს და იმასთან ურთიერთობა არ გინდოდეს?! მაგრამ არა! არა და არა! თუ გინდა, გათხოვდი ბატონო ჰორმონების პირველივე შემოტევისას, გააჩინე შვილები და ფეხებზე დაიკიდე სწავლა, კარიერა, მომავალი, აწოვე ბავშვებს ძუძუ და რეცხე ჭურჭელი. კარგია, ვერაფერს იტყვი.

check out these guys!2013-10-16 13:25:34
sEDU1m Thank you for your blog article.Thanks Again. Fantastic.

კაროლინა2013-10-17 15:29:53
სიმართლე ისიცაა ბატონებო, რომ დღევანდელი გოგონები ქალიშვილობას იმიტომ "უფრთხილდებიან", რომ მამრების უმეტესობა ფართოდ ღაღადებს პირველ მამაკაცად ყოფნის პრეროგატივაზე ყველა გამოკითხვა თუ უბრალო საუბარი ამას ამტკიცებს, ყოველ შემთხვევაში სახალხოდ მაინც და შესაბამისად, ამიტომ არიან გოგონები დაკომპლექსებულნი. სკეპტიკოსის აზროვნების ადამიანები მინიმალურ პროცენტს შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის.. . აქედან გამომდინარე, მოდით ჯერ საპირისპირო სქესმა იაზროვნოს ჯანსაღად და ქალში ცხოვრების თანამგზავრი ეძებოს და არა სარეცელის პირველი გამყოფი..

თაკო თაკო2013-10-17 18:26:38
მეც არ მქონია სექსი, მაგრამ ვთვლი, რომ ჯანსაღი ცხოვერება სხვაა და გარყვნილება სხვა, ასევე მაინდამაინც დაოჯახება და სქესობრივი მომწიფება ერთმანეთთან არაფერ შუაშია.

თაკო თაკო2013-10-17 18:27:36
მენტალიტეტის წარმატებული ანომალია

top seo guys2013-10-24 08:35:32
9jrWpy Thanks for the blog. Fantastic.

2014-05-19 15:52:38
რა წერია არ წავიკითხე ჩიორას კი შევ პი რში

2014-05-19 15:52:49
ცი

2014-05-19 15:53:03

awesome seo2014-07-04 12:24:05
ufaXCZ Thanks again for the article post.Much thanks again. Much obliged.

crorkz matz2014-08-06 06:14:04
SSzsMx Thank you ever so for you article post.Thanks Again. Fantastic.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
2014-08-20
visitor 54 836
visit 83 230
page 152 773
2014-08-21
  7 603
  8 100
  14 207
რეკლამა საიტზე
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი
160 x 350
ბანერი - 34
160 x 350
ბანერი - 35