სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში საქართველოს 26 მაისს ეწვევა

ფესტივალის ორგანიზატორია ახალი საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live

ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი მსოფლიოტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა. კონცერტი 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, მიხეილ მესხის სახელობის (ლოკომოტივის) სტადიონზე გაიმართება. მომღერალი და კომპოზიტორი სიმღერებს მისი ბოლო ალბომიდან „Afterlove“ შეასრულებს. ღონისძიების ორგანიზატორია ახალი საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live.

სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ საპრომოუშენო კომპანიამ Black Pearl Live პრესკონფერენცია გამართა. ღონისძიების ორგანიზატორებმა მედიას ჯეიმს ბლანტის დაგეგმილი კონცერტის დეტალები გააცნეს და ფესტივალი „დამოუკიდებლობის დღე“ დაანონსეს.

„Black Pearl Live-ს სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის. ჯეიმს ბლანტი პირველი საერთაშორისო ვარსკვლავია, რომელიც ჩვენი მოწვევით 26 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმღერებს. ეს შოუ მისი მსოფლიო ტურნეს - Afterlove-ის ნაწილია და მისი მეხუთე სტუდიური ალბომის ერთგვარი პრეზენტაცია, რომელიც მულტი-პლატინური ალბომის “Moon Landing”-ის შემდეგ შეიქმნა. ფანებს შეუძლიათ დაელოდონ ყველა მათ საყვარელ ჰიტს, მისი ბოლო სინგლის “Love Me Better“-ის ჩათვლით. მნიშვნელოვანია,რომ მასთან ერთად მონაწილეობენ ფანტასტიკური ადგილობრივი მომღერლები და სპეციალური სტუმარი სამხრეთ აფრიკიდან. გვინდა, ფესტივალით შევუერთდეთ ამ სახალხო ზეიმს და მიგვაჩნია, რომ ეს შესანიშნავი გზა იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსაღნიშნავად, ჩვენ ყველას ვიწვევთ დღესასწაულზე დასასწრებად,“ - აღნიშნა Black Pearl Live-ს მმართველმა პარტნიორმა კინ დე ბირიმ.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, გრანდიოზული ფესტივალი „დამოუკიდებლობის დღე“ 2018 წლის 26 მაისს გაიმართება!.. ფესტივალის საერთო ენა მუსიკაა, რომელიც ქართველ და უცხოელ მსმენელებს აერთიანებს და ქართველ მსმენელს საშუალებას აძლევს, გახდეს მნიშვნელოვანი თარიღის მონაწილე.

„ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ სხვა შემსრულებლებიც. რაც ძალიანმნიშვნელოვანია, უცხოელ მონაწილეებთან ერთად იქნებიან ქართველებიც. ღონისძიების მრავალფეროვანი პროგრამიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება ძალიანდასამახსოვრებელი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე. ფესტივალი აუცილებლადშეიტანს თავის წვლილს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო განწყობის შექმნაში,“ - ფესტივალის დეტალებზე ისაუბრა „ჯეპრას“ უფროსმა კონსულტანტმა თინათინ სამყურაშვილმა.

ცნობილია, რომ ფესტივალზე მოწვეული ჯგუფია - The Parlotones - როკ ბენდი იოჰანესბურგიდან (სამხრეთ აფრიკა), რომელიც სიყვარულსა და ცხოვრებისეულ მოტივებზე შექმნილ სიმღერებს შეასრულებს. ღონისძიენაბს მასპინძლობას ენერგიული და ძლიერი როკ ჯგუფები Young Georgian Lolitaz და Loudspeakers გაუწევენ. Young Georgian Lolitaz - ეს არის მამაკაცებით დაკომპლექტებული პირველი ბენდი, რომელიც 2016 წლის „ევროვიზიაზე“ საქართველოდან წარსდგა, Loudspeakers - ცნობილი ქართული როკ ჯგუფი, რომელმაც უზარმაზარი პოპულარობა Tbilisi Altervision მუსიკალური ფესტივალით მოიპოვა.

საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც მსოფლიოს წამყვან შემსრულებლებთან თანამშრომლობს. კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვს. Black Pearl Live მიზანია განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელქვეყნად იქცეს.

https://www.youtube.com/watch?v=IBcvzmhzljg&feature=youtu.be

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100