სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

26 მაისს ფესტივალი „დამოუკიდებლობის დღე“ გაიმართება

რომელი მსოფლიო ვარსკვლავი იმღერებს საქართველოში

ხვალ გახდება ცნობილი

ოთხშაბათს, 29 ნოემბერს, 11 საათზე სასტუმრო ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგთბილისში (მის: თბილისის ზღვის ახალი ქალაქი) ქართულ ბაზარზე ახალი საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live პრესკონფერენციას გამართავს.

კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ დაგეგმილ ფესტივალზე, რომელიც 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. ღონისძიებაზე ცნობილი გახდება, კონკრეტულად რომელი სოლო მომღერალი ესტუმრება საქართველოს სპეციალურად ამ დღისთვის.

შეგახსენებთ, რომ Black Pearl Live-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლისა და დაგეგმილი ფესტივალის, სახელწოდებით „დამოუკიდებლობის დღე“ შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ, კომპანიის ოფიციალური ფეისბუქის გვერდიდან (https://www.facebook.com/liveblackpearl/ ) გახდა ცნობილი. მათი თქმით, 26 მაისს მათ მოიწვიეს მსოფლიო დონის ყველასთვის საყვარელი და პოპულარული მომღერალი და დარწმუნებულები არიან, რომ აღნიშნული ინფორმაცია მელომანებისთვის ძალიან სასიამოვნო იქნება.

26 მაისს ფესტივალი „დამოუკიდებლობის დღე“ გაიმართებასაერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც მსოფლიოს წამყვან შემსრულებლებთან თანამშრომლობს. კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვს. Black Pearl Live მიზანია განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელქვეყნად იქცეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100