სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში, 41 წლის მამაკაცი არყის სახდელ ქვაბში ჩავარდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში, 41 წლის მამაკაცი არყის სახდელ ქვაბში ჩავარდა. ის თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში მოათავსეს.

როგორც ჯი-ეიჩ-ენთან დამწვრობის ცენტრის მთავარი ექიმი, გუგა ქაშიბაძე აცხადებს, პაციენტს მძმე დაზიანებები აღენიშნება და ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

„დიაგნოზიდან გამომდინარე, საკმაოდ სერიოზული დამწვრობა აქვს. პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მას მე-2, მე-3 ხარისხის დამწვრობა აქვს. სხეულის 60 პროცენტი, ქვემო და ზემო კიდურები, მუცელი, გულ-მკერდი და დუნდულები დამწვარი აქვს. პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში სტაბილურად მძიმე რჩება“, - განაცხადა ქაშიბაძემ.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, არსებული ინფორმაციით, მამაკაცი არაყს ხდიდა, რა დროსაც მას ფეხი აუცურდა და სახდელ ქვაბში ჩავარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100