კომპანია QNET -ის ოფიციალური წარმომადგენლობა ავრცელებს განცხადებას

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია QNET-ი ავრცელებს განცხადებას, სხვადასხვა სააგენტოს და კერძო პირების მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული მცდარი ინფორმაციის შესახებ.

პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ QNET-ი არის ჰონ კონგში დაფუძნებული მალაიზიური კომპანია, რომელსაც მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში ყავს თავის წარმომადგენლობა, აწარმოებს ექსკლუზიურ პროდუქციას და მილიონობით მომხმარებელს სთავაზობს ტურისტულ პაკეტებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, კერძოდ ბორჯომში, კახეთში, აჭარასა და თბილისში.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ბანერზე აფხაზეთის ნაწილი არ არის აღნიშნული, შეესაბამება სიცრუეს.

ბილბორდის სურათს, საფუძვლად უდევს საქართველოს რუკა, რომელზეც ასახულია საქართველოს სილამაზე და ლანდშაპტური მრავალფეროვნება.

უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, ვაქვეყნებთ სარეკლამო ბანერის არსებულ სურათს, სადაც მკაფიოდ ჩანს აფხაზეთის ნაწილი სასაზღვრო სანაპიროს ჩათვლით.

კომპანია მოუწოდებს შესაბამის მედია საშუალებებსა და დაინტერესებულ პირებს, ინფორმაციის გადამოწმების გარეშე არ გაავრცელონ მცდარი ინფორმაცია.

კომენტარი