სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში მთვრალი მამაკაცი ყოფილ ცოლს და მის მშობლებს დანით თავს დაესხა

თბილისში მთვრალი მამაკაცი ყოფილ ცოლს და მის მშობლებს დანით თავს დაესხა.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, კაცმა ყოფილ ცოლს ხუთჯერ დაარტყა დანა, მათ შორის ერთი - თავში.

მათი თქმით, სამივე დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, მამის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

როგორც ტაბულას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება ოჯახური დანაშაულის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს (სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნტი).

ოჯახის ახლობლები ასევე ამბობენ, რომ თავდამსხმელი წარსულში ნასამართლევია. გარდა ამისა, მას ყოფილ ცოლთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა. ტაბულა აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტებას შსს-სგან ელოდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100