სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი დაზღვევამ ქალაქში უსაფრთხო მოძრაობის ხელშესაწყობად კამპანია წამოიწყო

თიბისი დაზღვევა მნიშვნელოვან პრობლემას ეხმიანება და მოუწოდებს მძღოლებს, არ მართონ ავტომობილი ნასვამ მდგომარეობაში. კამპანიის მიზანია შეამციროს საჭესთან ნასვამი მძღოლების რაოდენობა და მათ მიერ გამოწვეული რისკი.

სტატისტიკის მიხედვით, 2015 წლიდან 2017 წლის მეორე კვარტლის ჩათვლით, საქართველოში 572 ავტოავარიის გამომწვევი მიზეზი, სწორედ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლები იყვნენ.

კამპანიის ფარგლებში, თიბისი დაზღვევის მომხმარებლებმა რამდენიმე კვირის განმალობაში, SMS-ი მიიღეს, ტექსტით : “უცნაურია, დღეს სულ პარასკევი რატომაა? შეგიძლია, საღამოს გემრიელად გაერთო! მაგრამ, საჭესთან დაჯდომა არც იფიქრო. შენს სახლში მისვლაზე ჩვენ ვიზრუნებ.თიბისი დაზღვევისგან Taxify-ის 10 ლარიანი სასაჩუქრე კოდი გადმოგეცემა! შეიყვანე კოდი TBCinsurance Taxify-ის აპლიკაციაში და იმგზავრე მშვიდად. #რასაცშენითვერაზღვევ”. მომხმარებლებს კოდის გამოყენება მათთვის სასურველ დროს შეეძლოთ.

როგორც თიბისი დაზღვევის ბრენდ მენეჯერი, ქეთი თევდორაძე ამბობს, კომპანიას სურს, რომ ყველაზე აქტუალურ მომენტში შეახსენონ მძღოლებს, უარი თქვან ავტომობილის მართვაზე, მაშინაც კი, როცა თვლიან, რომ ალკოჰოლის მცირე დოზა აქვთ მიღებული.
კამპანია მომავალშიც გაგრძლედება და მომხმარებელს პარასკეობით, SMS-ის საშუალებით შეახსენებს თავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100