სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოციალური კვლევის კომპანიის წარმომადგენლებს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე პრობლემები შეექმნათ

„გორბისა“ და „ედისონ რისერჩის“ წარმომადგენლები ჩუღურეთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ეგზიტპოლების მიზნით აწარმოებდნენ აღრიცხვას, რა დროსაც პარტიების წარმომადგენლებთან პრობლემები შეექმნათ. სოციალური კვლევის კომპანიის წარმომადგენლები სარჩევნო უბანზე ოფიციალურად იმყოფებოდნენ მხოლოდ იმ ადამიანებთან ამყარებდნენ კონტაქტს, რომლებიც უკვე გამოსულები იყვნენ უბნიდან. პროცესი იყო ფარული და გამოკითხვაში ამომრჩევლები ნებაყოფლობით აფიქსირებენ საკუთარ პასუხებს.

სოციალური კვლევების წარმომადგენლები პლანშეტებით მუშაობდნენ და ამომრჩევლები სენსორულ ეკრანზე თითის დაჭერით აფიქსირებდნენ საკუთარ არჩევანს. სწორედ ეს პლანშეტი გახდა გაუგებრობის მიზეზი, რადგან ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელს ეგონა, რომ ამომრჩევლებს თითის ანაბეჭდს უღებდნენ. სიტყვიერი დაპირისპირების დროს გაირკვა, რომ პარტიის წევრმა არ იცოდა ეგზიტპოლის არსის შესახებ და არ ფლობდა ინფორმაციას სოციალური კვლევის ოფიციალურობასთან დაკავშირებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100