რას გეგმავს გადაცემა, რომელმაც საზოგადოებაში დიდი აგრესია გამოიწვია? - "დრონი.ჯი"-ს ინტერვიუ გადაცემის 18 წლის ავტორთან

უკვე რამდენიმე თვეა ქალაქში კანონდამრღვევ მძღოლებს ავტომობილებზე „სტოპხამის“ სტიკერები ხვდება. თავიდან ამან დიდი პროტესტი გამოიწვია, ახლა კი იციან რომ თბილისში ასეთი კამპანია წამოიწყეს. კამპანია, რომელიც უკვე გადაცემად იქცა, ცდილობს სახელმწიფო სამსახურები გამოაფხიზლოს და ადამიანებს სამოქალაქო თვითშეგნება აუმაღლოს. ამ ყველაფრის უკან კი ლევან კენჭოშვილი დგას. 18 წლის ახალგაზრდა იქამდე აპირებს მოქმედებას, სანამ ,ტროტუარებზე მძღოლები მანქანების კანონდარღვევით პარკირებას არ შეწყვეტენ. „დრონი.ჯი“ ლევან კენჭოშვილს დაუკავშირდა და „სტოპხამის“ შესახებ გაესაუბრა:

რატომ გაგიჩნდა ამ კამპანიისა და გადაცემის გაკეთების იდეა?

გადაცემამდე ეს იყო ჩვეულებრივი ტიპის მოძრაობა, რომელიც სხვა მრავალ ქვეყანაში არის. როდესაც საკუთარი სახსრებით ვეღარ გავაგრძელე, „პოსტ ტივისთან“ ერთად გადაწყდა, რომ გადაცემის სახით ამისთვის უფრო ფართომასშტაბები მიგვეცა... და ეს გადავწყვყვიტეთ ზედმეტად თვალსაჩინო ფაქტის გამო, რომლიც უკვე კრიტიკულ ზომამდე არის მისული და ეს არის პარკირების პრობლემა. მილიონ ნახევრიან ქალაქში მილიონზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული, საპარკინგე ადგილი კი მხოლოდ 30 ათასია. ეს საკმარისი არ არის. პლუს ამას, გადაცემის ძირითადი მოტივი მდგომარეობს შემდეგში, რომ იყო სახელმწიფო სამსახურებისადმი პირდაპირი შეტევა. ვფიქრობთ, რომ მსგავსი აგრესიული დამოკიდებულება უფრო დააჩქარებს ამ პრობლების მოგვარებას. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ რომელიმე პარტიასთან რაიმე ტიპის ნიშანგამოყოფილი დამოკიდებულება მაქვს. უბრალოდ ვინც არ უნდა ყოფილიყო სათავეში დარწმუნებული ვარ იგივე ნაბიჯს გადავდგამდი.

რა შედეგს გინდათ რომ მიაღწიოთ ამ კამპანიით?

გვინდა რომ ყველაზე მძაფრი სიგნალი ვიყოთ სახელმწიფო სამსახურებისადმი და ამის გვჯერა რომ ეს გაჭრის. ძალიან მალე გაჩნდება თბილისში მეტი საპარკინგე ადგილი, დარწმუნებული ვარ რომ ტროტუარებზე აღარ იქნებიან ავტომობილები. რაკი არჩევნები ახლოვდება და ამომრჩევლის მხრიდან დაისვა ეს პრობლემა, წამოიწია ამ საკითხმა წინ. მიცკევიჩსა და პეკინის ქუჩაზე ემატება ორას ადგილიანი მიწისქვეშა საპარკინგე ადგილები. ვთვლი, რომ ასეთი ტიპის ურთიერთობა თუნდაც საზოგადოებასთან სამოქალაქო თვითშეგნებისამაღლების მიზნით არის ერთ-ერთი ყველაზე ჭეშმარიტი მიმართულება.

ორი ელემენტისაგან შედგება ჩვენი ეს ქმედითი ნაბიჯები. როგორც შეგვიძლია ვაწვებით და ზეწოლას ვახდენთ იმ სახელმწიფო სამსახურებზე, რომლებსაც აქვთ საკმარისი კომპეტენცია და ბერკეტი იმისათვის რომ მოაგვარონ ეს პრობლემა. ვაწვებით ასევე საზოგადოების თვითშეგნების საკითხს, რომელის საქარველოლში არის ძალიან დაბალი. მძღოლების არგუმენტი არის ხოლმე ერთი, რომ საპარკინგე ადგილები არ არის, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ იმაზე მეტი საპარკინგე ადგილი რომც იყოს ქალაქში ვიდრე მანქანაა, მაინც ტროტუარებზე გააჩერებდნენ მანქანებს. ასე რომ თვითშეგნებას ვაწვებით ისევ. ვთვლით რომ ეს არის დასაწყისი, საიდანაც ეს პრობლემა უნდა მოვარდეს.

ხალხს როგორი რეაქცია აქვს?

დაახლოებით ოთხი თვეა, რაც ამ კამოპანიას მაშტაბური ფორმა მიეცა. გადავიღეთ 15-მდე ეპიზოდი და არ გვქონია არცერთი შემთხვევა, როდესაც ავტომობილის მძღოლს აგრესიული დამოკიდებულება არ გამოუვლენია. არგუმენტი აქვთ, რომ არ არის ადგილი და ამიტომ აყენებენ ტროტუარზე. რეალურად ადგილი როდესაც არ არის, მილიონზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული და მილიარდჯერ ნაკლები საპარკინგე ადგილია, საერთოდ არ უნდა იყიდო მანქანა და ისარგებლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ქალაქში ტრანსპორტის ხაზი მთლიანად არის მომსპარი, ერთადერთი ახალი ავტობუსებია კარგი. ალბათ საზოგადოება ამის გამო ისევ ირჩევს, რომ მანქანიდან მიღებული კომფორტი ამჯობინოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას.

კონფლიქტურ სიტუაციებშიც ვხვდებით ხოლმე. რამდენიმეს დაუპირებია კიდეც ფიზიკური დაპირისპირება. ჩვენს ყვეალფერს რასაც ვიღებთ შუქდება და ხვდება გადაცემაში. და ამ ეპიზოდებს ნახულობს ნახევარ მილიონამდე ადამიანი.

გადაცემაში ჩანს, რომ მანქანებს რომლებიც ტროტუარზეა გაჩერებული წევთ და სხვა ადგილას გადაგაქვთ. კონფლიქტურ სიტუაციებში თუ ხვდებით, პროტესტი არის ხალხის მხრიდან?

პროტესტი არის ხალხის მხრიდან. 50% არის დადებითად განწყობილი ჩვენ გადაცემაზე, 50 კი უარყოფითად. აგრესია მოდის ძალიან დიდი. გადაცემა შუქდება სოციალურ ქსელში, იუთუბზე. მინდა პროექტის ძირითადი შინაარსის მაქსიმალურად პოპულარიზაცია, რადგანაც სამოქალაქო თვითშეგნების დონე არის საგრძნობლად დაბლა. მინდა რომ მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა გაიგოს ამ კამპანიის შესახებ და გადაცემა იყოს პოპულარული.

მხოლოდ კანონდამრღვევ მძღოლებს გამოავლენთ თუ ქვეითების წინააღმდეგაც დაგეგმავთ კამპანიას?

ამაზე საუბარი დაიწყო იქიდან, რაც პროექტზე მუშაობა დავიწყეთ. ვაანონსებ ქვეითების წინააღმდეგ გალაშქრებასაც, თუმცა რამდენიმე თვეში, ჯერ არა. რადგანაც „სტოპხამის“ ძირითადი აზრი მიმართული არის არის ავტომფლობილებისკენ, რომლებიც ტროტუარებზე კანონის დარღვევით არიან პარკირებულნი.

თქვენზეც რომ მოგვიყვეთ, რა განათლება, რა გამოცდილება და ცოდნა გაქვთ ამ სფეროში?

ვარ 18 წლის, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ვსწავლობ. თუმცა ჩემი მრავალფეროვანი ინტერესებიდან გამომდინარე არ გამოვრიცხავ ფაქტს, რომ ოდესმე პოლიტიკურ გზასაც გავყვე.

მომავალში რა გეგმები გაქვთ?

ჯერჯერობით გავაგრძელებთ გადაღებებს. მაქსიმალურად შევეცდებით რომ ბევრ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და თუ მივალთ იქამდე, რომ ოდნავ მაინც შეიცვლება ვითარება და აღარ შევნიშნავთ ტროტუარზე, ზებრაზე და პანდუსებზე გაჩერებულ ავტომობილებს, შემდეგ უკვე ქვეითების წინააღმდეგაც გავილაშქრებთ. ისევე როგორც მძღოლების, ქვეითებიც იგივენაირად კანონდამრღვევები არიან.

კომენტარი