ლევან დავითაშვილი კახეთის გზატკეცილისა და ორბელების ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

„პროგრამა, რომლითაც ჩვენ მოვდივართ, მასშტაბურია და მისი განხორციელება მხოლოდ თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერითაა შესაძლებელი“ ,- აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა კახეთის გზატკეცილის მე-19 კორპუსისა და ძმები ორბელების ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ის იმ უბანში ცხოვრობს, საიდანაც კენჭს იყრის და შესაბამისად, ყველა ის ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პრობლემა, რაც მოსახლეობასთან შეხვედრისას წამოიჭრა, მისთვის ნაცნობია.

„ყველა საკითხი, რა თქმა უნდა, ერთ და ორ დღეში ნამდვილად ვერ მოგვარდება, თუმცა ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს ყველა იმ პრობლემის ოპერატიულად მოგვარებას, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარი