სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

17 წლის ბიჭი სავარაუდოდ სასიკვდილო თამაშების მსხვერპლი გახდა

კიდევ ერთი თვითმკვლელობა და არასრულწლოვანი მსხვერპლი - სუიციდის მიზეზი სავარაუდოდ სასიკვდილო თამაში "ლურჯი ვეშაპია", რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ინტერნეთით სულ უფრო სისტემატიურად ვრცელდება. მსხვერპლი ამჯერად 17 წლის მოზარდი ბიჭია, რომელმაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ჩამოიხრჩო თავი. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, სუიციდამდე არასრულწლოვანმა ნომერზე 666 გაგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელშიც მშობლებს პატიებას სთხოვს. ცხედარი უკვე გადაყვანილია ექსპერტიზაზე, საქმე კი აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუსლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100