45 წლის მამაკაცი დანით მოკლეს

ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში მკვლელობა მოხდა. დაახლოებით, 45 წლის მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.

როგორც ცნობილია, მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარი