Silk სპორტის ყველა არხი საჩუქრად!

დღეიდან ინგლისის პრემიერ ლიგას, ესპანეთის ლა ლიგას, იტალიის სერია A-ს, NBA-ს და სხვა რეიტინგულ სპორტულ ჩემპიონატებს Silk TV-ის ყველა მომხმარებელი უფასოდ იხილავს. ექსკლუზიური სპორტული პაკეტი სილქნეტის ტელევიზიის ყველა აბონენტს, სამი თვით, საჩუქრად გაუაქტიურდა.

„უკვე დაწყებულია ინგლისის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიის და სხვა წამყვანი საფეხბურთო ლიგები. ძალიან მალე დაგვიბრუნდება NBA საინტერესო სეზონით. ქართველი მაყურებელი სპორტულ კონტენტს განსაკუთრებით აფასებს, შესაბამისად, ვიცით, რომ ამ საჩუქრით ძალიან ბევრს გავახარებთ“ - განაცხადეს სილქნეტში

სილქ სპორტის არხებზე მატჩები ქართულ ენაზე, HD ხარისხში გადის. ერთდროულად სხვადასხვა არხზე გასული სპორტული მოვლენების თვალის მიდევნება კი გადახვევის და დაპაუზების ფუნქციის გამოყენებით არის შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაცია და პირობები შეგიძლიათ იხილოთ აქ

კომენტარი