სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა კალაძე: მჯერა, რომ რადიოქალაქი იქნება ერთ-ერთ საუკეთესო ადგილი ჩვენს დედაქალაქში

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რადიოქალაქი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება თბილისში.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით მუხიანში, ეს არის ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია, რომელიც დაახლოებით, 10 ჰექტარზეა გადაჭიმული და სადაც ვგეგმავთ მრავალფუნქციური კომპლექსის - რადიოქალაქის პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაციისას.

მისი თქმით, ეს იქნება ადგილი მწვანე ზონებით, შემეცნებითი და საგანმანათლებლო სივრცეებით, სპორტულ-გამაჯანსღებელი ცენტრებითა და კაფე-ბარებით, სადაც ყველა თბილისელს და ყველა თაობის წარმომადგენელს კომფორტულ გარემოში დასვენების საშუალება ექნება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ყველანი, თითო აგურს დავდებთ სიცოცხლით სავსე ქალაქის მშენებლობაში; მე მაქვს თითოეული თბილისელის იმედი და ჩვენ მხარდამხარ, აუცილებლად გავუმკლავდებთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც დღეს ყველაზე აქტუალურია თბილისისა და თბილისელებისთვის“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100