სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი ბირბიჩაძე: „გამარჯვებისთანავე შევუდგებით საქმეს, რადგან დასაკარგი დრო აღარ არის“

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე ვაჟა-ფშაველას I კვარტალსა და პოლიტკოვსკაიას N 18-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მის საარჩევნო ოლქში დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მოსახლეობამ, თავის მხრივ, მაჟორიტარობის კანდიდატს არსებული პრობლემები გააცნო. ვაჟა-ფშაველას I კვარტალში შეხვედრისას ხაზი გაესვა სკვერების, სპორტული მოედნებისა და საბავშვო სივრცეების მოწესრიგება-განახლებას. საკუთრების დაკანონების პრობლემა კი ის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, რაზეც პოლიტკოვსკაიას N 18-ში მცხოვრებებმა ისაუბრეს.

გიორგი ბირბიჩაძის თქმით, თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იმ ოჯახების მიმართ, რომლებიც საკუთრების დაკანონებას ბიუროკრატიული საკითხების გამო ვერ ახერხებენ, სწორედ, აღნიშნული პრობლემის მოგვარებაა და „ქართული ოცნების“ გუნდის გამარჯვების შემდეგ, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყება.

„ყველა უბანში ინდივიდუალური პრობლემებია, თუმცა, ძირითადი და მთავარი საკითხი მაინც რამდენიმეა და მათ, სწორედ, ჩვენი გუნდის მიერ შემუშავებული შვიდი პოლიტიკა პასუხობს. გამარჯვებისთანავე შევუდგებით საქმეს, რადგან დასაკარგი დრო აღარ არის. ის პრობლემები, რაც დღეს მოსახლეობას აქვს, უმოკლეს ვადაში უნდა მოგვარდეს,“- განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100