სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექსკლუზიური არხები საჩუქრად სილქ ტვ-ის ყველა აბონენტს!

სილქნეტისგან საჩუქრები გრძელდება! სილქ ტვ-ის აბონენტებს თბილისში, ფასის შეუცვლელად, ათეულობით დამატებითი არხი გაუაქტიურდათ. მომხმარებლები, ექვსი თვის განმავლობაში, საუკეთესო სპორტულ, კინო და შემეცნებით კონტენტს საჩუქრად მიიღებენ.

შემეცნებითი და კინო არხების მიმართულებით, სილქ ტვ საქართველოს ბაზრის უპირობო ლიდერია. Amedia-ს და Fox-ის არხებზე წამყვანი სერიალების მსოფლიო პრემიერები გადის, ხოლო National Geographic-ის არხებზე National Geographic საქართველოს გამოცემაში წაკითხულ ისტორიების ნახვაა შესაძლებელი.

„რაც მთავარია, სილქნეტი ექსკლუზიურად ტრანსლირებს სილქ არხებს - გვაქვს ოთხისპორტული არხი ყველა წამყვანი ჩემპიონატით, პრემიერ ლიგა, ლა ლიგა და ევროპა ლიგამხოლოდ ჩვენთან გადის.

სილქის კინო არხებზე ყველაფერია: ჰოლივუდის ახალი ფილმები, ინდი კომედიები დასაკულტო შედევრები. რაც მთავარია, ამ ფილმების ყურება შესაძლებელია როგორცქართულად, ისე ორიგინალში.“ - განმარტეს სილქნეტში.

სილქ სპორტები ლუქს პაკეტის მქონე აბონენტებთან ავტომატურად გააქტიურდება, ყველა სხვა აბონენტს კი ათეულობით დამატებით კინო, შემეცნებით და საბავშვო არხზე გაეხსნება წვდომა.

დამატებითი ინფორმაცია და პირობები შეგიძლიათ იხილოთ სილქნეტის ვებ გვერდზე ან დაუკავშირდეთ სილქნეტის ცხელ ხაზს 2100100

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100