თიბისი დაზღვევის ბოტით, უკვე ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა შეგიძლიათ

თიბისი დაზღვევის ჩატბოტმა ახალი სადაზღვევო პროდუქტის დამზადება ისწავლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, ბოტთან გასაუბრებით შეუძლია ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა.

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე საჭირო სადაზღვევო პროდუქტია მძღოლებისათვის. როდესაც ავტომობილის მართვისას მძღოლი აზიანებს სხვის ავტომობილს, ქონებას ან ჯანმრთელობას, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ყველა ამ ხარჯს ანაზღაურებს.

ბი ბოტით ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შესაძენად მხოლოდ რამდენიმე წუთია საჭირო. ბიბოტი ფეისბუკის მესინჯერშია ინტეგრირებული და მისი მოძებნა ნებისმიერ სოციალურ ქსელში მყოფ მომხარებელს შეუძლია.

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის სამი პაკეტია ხელმისაწვდომი, რომლებიც წლიური გადასახდელი თანხით და ასანაზღაურებელი ლიმიტით განსხვავდება;

  • წელიწადში 50 ლარის გადახდის შემთხვევაში ანაზღაურდება 5000 ლარი
  • წელიწადში 100 ლარის შემთხვევაში ანაზღაურდება 10 000 ლარი
  • წელიწადში 150 ლარის გადახდის შემთხევაში 25 000 ლარი
  • დაზღვევის ფეისბუქ მესინჯერიდან შეძენის შემდეგ,მომხმარებელი ერთ წლიან პოლისს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებს.

    ამ ეტაპზე ბი ბოტის საშუალებით სამოგზაურო და ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენაა შესაძლებელი. ბი ბოტი მუდმივად ვითარდება და სულ მალე სხვა სადაზღვევო პროდუქტებსაც შემოგთავაზებთ.

    კომენტარი