ინტერნეტის მავნე ზეგავლენა მოზარდებში - რა საფრთხეს შეიცავს ვირტუალური სამყარო?

საქართველოში ინტერნეტი არა კონტროლირებადია, სწორედ ამიტომ უამრავი მშობელი ვერ ახერხებს საკუთარი შვილი დაიცვას მისი მავნე ზეგავლენისგან. ბოლო პერიოდში ინტერნეტით გავრცელებული მკვლელი თამაშის გარდა, არსებობს კიდევ უამრავი საფრთხე, რაც შეიძლება არასრულწლოვანებს დაემუქროს, თუმცა პრევენციული ზომების მიღება ჯერჯერობით არ ხდება. სამწუხაროდ, საზოგადოებამ ისიც არ იცის, მოხდება თუ არა ოდესმე ინტერნეტის წმენდა მისი უარყოფითი მხარეებისგან.

გთავაზობთ ინტერვიუს პროგრამისტ ლუკა ფეიქრიშვილთან, რომელიც დეტალურად აღწერს იმ საფრთხეებს, რომლებსაც ვირტუალური სამყარო შეიცავს:



-ლუკა, რა საფრთხეს შეიცავს ინტერნეტი ბავშვებისთვის?


-იმ შემთხვევაში, თუ ქართული ინტერნეტ სივრცე არ გაკონტროლდება, არ დაწესდება შესაბამისი რეგულაციები, ასევე არ შევა ძალაში შესაბამისი კანონპროექტი, რაც გახდის ქართულ ინტერნეტ სივრცეს უფრო დაცულს, გამჭვირვალეს და სუფთას, მაშინ ბავშვებისთვის საფრთხე იქნება ე.წ. სუიციდური თამაშები, შანტაჟი, ბავშთა პორნოგრაფია, პირადი ცხოვრების დეტალები, ფაქტობრივად პიროვნების განადგურება.


-რა პრევენციული ზომების გატარება შეიძლება იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემები აღმოიფხვრას?


-მაგალითად, უკრაინას ჰყავს კიბერ პოლიცია. საქართველოს არ ჰყავს, არც საინიციატივო ჯგუფი ჰყავს და რაც ყველაზე უარესია, არც გამზადებული საქმის და ფაქტების შესწავლა და გამოძიება არ სურს შესაბამის სამსახურებს. პირადად მაქვს შეტანილი განცხადება ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელება რეალიზაციის შესახებ და დღემდე არ არის გამოძიებული.

-როგორ ფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან რატომ არ ხდება შესაბამისი რეაგირება?


-თუ უშუალოდ ე.წ. ლურჯი ვეშაპის თემაზე მეკითხებით, იმიტომ რომ რუსული საიტების დაბლოკვას საქართველოში აუცილებლად პოლიტიკური სარჩული ექნებოდა და ამაზე მსოფლიო პრესაც კი დაწერდა, მაგრამ რა სისუელელეა, როდესაც საქმე შენი ქვეყნის არასრულწლოვანი მოქალაქეების სიცოცხლეს ეხება, იქ პოლიტიკური სარჩული კი არა, რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი უნდა გააკეთოს შესაბამისმა სამსახურებმა, რომ ბავშვები იყვნენ დაცულნი. და ზოგადად იმიტომ არ ხდება, რომ ეს სფერო არის მოუვლელი და ამ სფეროში არის სრული ქაოსი, კანონი არ კრძალავს შანტაჟს, არც შეურაცხყოფას და არც მუქარას, თუ ის სიცოცხლის მოსპობას ან რაიმე ტერორისტული აქტის განხორციელებას არ ეხება.


-რაც შეეხება საიტებზე განთავსებულ პორნოგრაფიული ხასიათის მქონე გიფებს, რომლებიც ორნოგრაფიულ საიტის უწევენ რეკლამას, რატომ არ ხდება ამის აკრძალვა მაშინ, როცა ბავშვები იყენებენ ინტერნეტს და მათ სხვადასხვა საიტზე თვალში ხვდებათ სარეკლამო-პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოები და გიფები?


-აღნიშნული რეკლამებით ფული იშოვება ,არ ვიცი, ალბათ შესაბამისი კანონი არ არსებობს მსგავს რეკლამებზე, თუმცა შეიძლება ნორმალური სარეკლამო ბანერების გაკეთება და არა მომიტევეთ და შარვალ ჩახდილი ტიპის სურათი წარწერით "გაიდიდე პენისი და ასიამოვნე გოგონას" - ეს რა მარაზმია არ მესმის, საერთოდ უნდა განადგურდეს და აიკრძალოს მსგავსი ხასიათის რეკლამები თუ სარეკლამო რგოლები, ან + 18 მაინც დააწერონ.


-ანუ, გამოდის, რომ სახელმწიფო ამ საკითხით არ ინტერესდება?


-დიახ, სახელმწიფოს ფეხებზე ჰკიდია თავისი არასრულწლოვანი მოქალაქეების სიცოცხლე - ეს თამამდ შემილია განვაცხადო.


-იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული რაოდენობის განცხადებები შევა ამის აკრძალვასთან დაკავშირებით, როგორ გგონია, რამდენად მოხდება რეაგირება და შეიძლება თუ არა ამაზე კონტროლის დაწესება განცხადებების საფუძველზე?


-საერთოდ არ სჭირდება განცხადებების შეგროვება ამ პრობლემების მოგვარებას, შესაბამისი სამსახური არსებობს და ისინი იღებენ ხელფასს, ჩვენ ვუხდით ხელფასს და რაში? პრაქტიკულად არაფერში, მათ შეუძლიათ გაწმინდონ და გაასუფთავონ ქართული ინტერნეტ სივრცე ნაგვისგან, მათ შეუძლიათ ქართული საიტების ადმინისტრაციას მოთხოვონ მსგავსი პონოგრაფიის აღება და დაუწესონ შესაბამისი რეგულაციები, მათ ისიც კი შეუძლიათ და შეეძლოთ დაებლოკათ საქართველოში დროებით მაინც რამდენიმე საიტი, სადაც უშუალოდ ხდებოდა მკვლელი თამაშის გავრცელება და დაეცვათ მოქალაქეების სიცოცხლე - ამაზე ღიადაც მოვუწოდე ორი გადაცემიდან, მაგრამ უშედეგოდ - საერთოდ არაფერი გააკეთეს.


შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი თვის მანძილზე კიდევ რამდენიმე სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა მოზარდებში, რაც „ლურჯი ვეშაპის“ თამაშს უკავშირდება.

კომენტარი