წაღვერში ხანძარი - ხანძრის ჩაქრობაში ვერტმფრენი ჩაერთვება

წაღვერში ხანძარია. ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები.
ხანძარი არჯევანიძეების ტყის გაგრძელებაზეა, არანახანძრალ ადგილზე.

ამ დროისთვის უცნობია, რა არეალზეა გავრცელებული ცეცხლი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, მეხია. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში ვერტმფრენი ჩაერთვება.

კომენტარი