სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხმაური და შეხლა-შემოხლა ქართუს ოფისთან

ხმაურია ჭავჭავაძეზე ,,ქართუ ბანკის“ ოფისთან სადაც ,,ნაციონალური მოძრაობა" საპროტესტო აქციას მართავს. აქციის ერთ-ერთი მონაწილემ და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა ბანკის შესასვლელ კარზე საპროტესტო სტიკერის გაკვრა სცადა, თუმცა მას დაცვის თანამშრომლებმა ამის საშუალება არ მისცა. სტიკერის გარკვირს საშუალება არ მიეცა საკრებულოს წევრ მარიკა დათუკიშვილსაც. ამის შემდეგ ბანკთან ვითარება დაიძაბა და ბანკის შენობასა დს აქციის მონაწილეთა შორის სამართალდამცავები ჩადგნენ. შეხლა-შემოხლაში და დაპირისპირებაში მონაწილეობენ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია. თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი და ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერები. სიტაუცია რამდენიმე წუთში განიმუხტა და აქცის მონაწილეთა შორის ბანკის თანამშრომლებს შორის სამართალდამცავების კორდონი ჩადგა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100