სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Sky News: ლონდონის მეტროში მომხდარი ტერაქტის შედეგად საავადმყოფოებში 18 ადამიანია გადაყვანილ

ლონდონის მეტროში მომხდარი ტერაქტის შედეგად საავადმყოფოებში 18 ადამიანია გადაყვანილი, - ამის შესახებ Sky News იუწყება.

როგორც გამოცემას ლონდონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენელმა ნატაშა უილსმა განუცხადა:
„შეტყობინება 08:20 საათზე შემოვიდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების პირველი ბრიგადა ადგილზე ხუთ წუთში მივიდა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მეტროპოლიტენის პოლიციასთან, ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციასთან და ლონდონის სახანძრო სამსახურთან და ვცდილობთ დაშავებულებს დახმარება მაქსიმალურად სწრაფად აღმოვუჩინოთ. ამ საგანგებო სიტუაციის გათვალისწინებით, მოსახლეობას ვთხოვთ მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს მოგვმართოს“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100