სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურაბ კიკნაძის საჯარო ლექცია „ქართული ხალხური ეპოსი“

თბილისის მუზეუმების გაერთიანება აგრძელებს საჯარო ლექციების და შეხვედრების ციკლს და გთავაზობთ ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში 2017 წლის 19 სექტემბერს 19:00 საათზე ზურაბ კიკნაძის საჯარო ლექციას თემაზე: „ქართული ხალხური ეპოსი“

ზურაბ კიკნაძე - ორიენტალისტი, ასირიოლოგი, ბიბლეისტი, ფოლკლორისტი, ლიტერატორი, ილიას უნივერსიტეტის ემერიტუსი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს მნიშვნელოვანი პრემიები და ჯილდოები. ზურაბ კიკნაძის კვლევის ერთ-ერთ სფეროს ქართული ფოლკლორი და მითოლოგია წარმოადგენს.

ეპოსი, როგორც ჟანრი, თავის თავში აერთაინებს და მოიცავს: მითოლოგიურ გადმოცემებს, ზღაპრებს, ლეგენდებს, თქმულებებს და ყოველგვარ ნარატივს. ერთიან ამბავს, რომელსაც დასაწყისიც და დასასრულიც გააჩნია. სწორედ ასეთ ქართულ ეპოსში არსებული სასიყვარულო ამბავი „ეთერიანი“ დაედო საფუძვლად ოპერის „აბესალომ და ეთერის“ (ავტორი ზაქარია ფალიაშვილი) ლიბრეტოს შექმნას. ოპერის შექმნის იდეის და ლიბრეტოს ავტორია ლიტერატორი და საზოგადო მოღვაწე პეტრე მირიანაშვილი.

ოპერაზე მუშაობა ზაქარია ფალიაშვილმა 1910 წელს დაიწყო, ხოლო პრემიერა, 1919 წლის 21 თებერვალს თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე შედგა (დამდგმელი რეჟიოსორი ალექსანდრე წუწუნავა; დირიჟორი ზაქარია ფალიაშვილი; მხატვარი- ალექსანდრე ზალცმანი).

შეხვედრაზე ზურაბ კიკნაძე ისაუბრებს ლიბრეტოს პირველწყაროზე: ჟანრის განსაზღვრაზე, წარმოშობაზე, სტრუქტურაზე. გარდა ლოკალური კონტექსტისა განხილული იქნება „ეთერიანის“ სხვადასხვა ვარიანტები და პარალელები მსოფლიო ლიტერატურასთან.

თარიღი: 19.09. 2017
დრო: 19:00 საათი
მისამართი: თბილისი, დ. ბაქრაძის N10
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
557 59 38 10 ნინო ბარნოვი
თბილისის მუზეუმების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100