სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

14-15 სექტემბერს ბათუმში „არგუს კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი-2017“ გაინმართება

ბათუმი საერთაშორისო კონფერენცია „არგუს კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი-2017“ მასპინძლობს. ღონისძიება 14-15 სექტემბერს გაიმართება. ფორუმში მონაწილეობენ ნავთობისა და სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანიების, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წარმომადგენლები და ასევე საწვავის მომხმარებლები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, ირანიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. საერთაშორისო კონფერენცია „არგუს კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი-2017“ სს"საქართველოს რკინიგზისა" და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100