სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა კალაძის მხარდამჭერთა კლუბს თემურ მიქალაძე უხელმძღვანელებს

რუსთაველის გამზირზე, პარტია „ქართლული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნა, რომელსაც თემურ მიქალაძე უხელმძღვანელებს.


მხარდამჭერთა კლუბი თავად კახა კალაძემ გახსნა და კლუბის ხელმძღვანელი საზოგადოებას წარუდგინა.


„ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე გამოსვლა. ვიცი, რომ კახა კალაძე თბილისის წარმატებული მერი იქნება. ის ჩვენთვის აუცილებელ სიცოცხლით სავსე ქალაქს შექმნის, სადაც იქნება რეკრეაციული ზონები, ტურისტულად მოწყობილი უბნები და ჩვენი ბავშვები იქნებიან მაქსიმალურად დაცული“, - განაცხადა თემურ მიქელაძემ.


მისივე თქმით, მხარდამჭერთა კლუბში გარკვეულ იდეებს შეაგროვებენ და თბილისის მერობის კანდიდატს შესთავაზებენ.


თემურ მიქელაძემ თბილისის მერობის კანდიდატსგამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100