სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავარია შეკვეთილში - ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, დაშავებულია 28 ადამიანი

დღეს დილით, ქობულეთი-გურიის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტო ავარია მოხდა. ერთმანეთს შეეჯახა ორი მიკროავტობუსი, რომლის შედეგად 28 მგზავრი დაშავდა, მათ შორის 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. დაშავებულები ქობულეთის ორ საავადმყოფოში გადაანაწილეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრასპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100