სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბორჯომში, ხანძრის ჩაქრობის პროცესში „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილი სახანძროც ჩაერთვება

ბორჯომში, ხანძრის ჩაქრობის პროცესში კომპანია „ ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებაში არსებული სახანძრო ავტომანქანაც ჩაერთვება. სახანძრო ავტომანქანა 14 კუბურ მეტ წყალს იტევს.

ავტომანქანა ბორჯომისკენ მიემართება და სტიქიის ზონაში ცოტა ხანში ჩავა. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ასევე ჩაერთვება კომპანიის 4 მაშველი და კიდევ ორი თანამშრომელი. სტიქიის ზონაში იმყოფება “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანიც.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით, დამწვარია რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობი. ხანძრის კერების ლოკალიზებისა და შემდგომი ლიკვიდაციის მიზნით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100